Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წლის გაუფასურებული ვალუტები – TOP 10

by Forbes.ge
February 28, 2021
in რეიტინგი
0
წლის გაუფასურებული ვალუტები – TOP 10
0
SHARES
0
VIEWS

გაძლიერებულმა დოლარმა, ნავთობის არასტაბილურმა ფასებმა, ეკონომიკურმა კრიზისებმა, უკონტროლო სამთავრობო ხარჯებმა და პოლიტიკურმა გაურკვევლობებმა, არაერთი ქვეყანა სავალუტო კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. 2018 წელს განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა საქართველოს მეზობელი და მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც. Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იმ 10 ვალუტის სია შევადგინეთ, რომლებიც 2018 წელს ამერიკული დოლარის მიმართ ყველაზე მეტად გაუფასურდა. საანგარიშო პერიოდად 2018 წლის პირველი იანვრიდან 15 დეკემბრამდე მონაკვეთია მოცემული.

არგენტინული პესო – გაუფასურდა 107.2%-ით

არგენტინულ პესოს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ “წლის ყველაზე სუსტი ვალუტა”. ლათინური ამერიკის რიგით მესამე ეკონომიკა გაზრდილმა და უკონტროლო სახელმწიფო ხარჯებმა, გაზრდილმა ვალმა და ეროვნული ვალუტის “დაჭერის” მცდელობამ ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. თუმცა, ყველა მედალს აქვს მეორე მხარე – რეკორდულად გაუფასურებულმა ვალუტამ ქვეყანა რეკორდულად იაფ მიმართულებად აქცია უცხოელი ვიზიტორებისთვის. შედეგად, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა წლის დასაწყისიდან 10%-ზე მეტად გაიზარდა. თავისთავად, მხოლოდ ტურიზმი არგენტინის ეკონომიკას ვერ წაახალისებს და ქვეყნის ხელისუფლებას გაცილებით ძლიერი და მკაფიო გეგმა სჭირდება, განსაკუთრებით თუკი გავითვალისწინებთ რომ 2019 წელს ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება.

თურქული ლირა – გაუფასურდა 41.9%-ით

თურქული ლირასთვის “ცხელი ზაფხული” აგვისტოში დაიწყო, როდესაც ქვეყნის ეროვნული ვალუტა ერთ დღეში დოლარის მიმართ 30%-ზე მეტად გაუფასურდა. ამ შემთხვევაში აშშ დოლართან დამარცხების მიზეზი ასევე აშშ-ს გადაწყვეტილება გახდა. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივის გაჟღერებამ, რომელიც თურქული პროდუქციის ამერიკაში საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანის გადახედვას ეხებოდა, თურქეთულ ბიზნესში აჟიოტაჟი გამოიწვია. თუმცა, აშშ-ს გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო იყო, რადგან ანკარამ ამერიკულ პროდუქტებზე ტარიფი გაზარდა.

პაკისტანური რუპია – გაუფასურდა 26.2%-ით

შემცირებული უცხოური ვალუტის რეზერვები და მუდმივად მზარდი ინფლაციის დონე – პაკისტანი ფინანსურ კრიზისშია. წლის განმავლობაში ქვეყნის ვალუტა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. საუდის არაბეთისგან მიღებული $6 მილიარდი კრიზისიდან გამოსასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ახლა ქვეყანა IMF-ის დახმარებას ელოდება.

ისლანდიური კრონა – გაუფასურდა 18.9%-ით

ისლანდიის ეროვნული ვალუტის გაუფასურების უკან ეკონომიკური კრიზისი არ დგას, თუმცა მსგავსად “დასუსტებული” კრონა ევროსა და დოლარის მიმართ 2016 წლის შემდეგ არ ყოფილა. მიუხედავად ვალუტის გაუფასურებისა, ქვეყანაში ინფლაციის დონე ცენტრალური ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოსაა. თუმცა, შეშფოთებას იწყვევს ის ფაქტი, რომ დღეს კრონას ღირებულება უახლოვდება 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდის მაჩვენებელს. კრონის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ქვეყანაში შემცირებული ტურისტული ნაკადები სახელდება.

ბრაზილიური რიალი – გაუფასურდა 19.9%-ით

ფისკალური დეფიციტი, რომლის უკანაც კაპიტალური ხარჯები დგას ქვეყნისთვის გამოწვევად იქცა. ბრაზილიის ეკონომიკა რეცესიას თავს ძნელად, თუმცა ჯერჯერობით აღწევს და კვარტალში საშუალოდ 0.3%-0.5%-ით იზრდება. მიუხედავად ამისა, ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება სახელმწიფო მოხელეებისა და მასწავლებლების შენახვა, რომელთა ხელფასებზეც მშპ-ს 3% იხარჯება.

სამხრეთ აფრიკული რენდი – გაუფასურდა 15.5%-ით

სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო აფრიკის მთელს კონტინენტზე ლიდერობს – სწორედ ამ სახელმწიფოზე მოდის მთლიანი კონტინენტის მშპ-ს 16%. თუმცა, 2018 წლის პროგნოზი ქვყენისთვის დამაიმედებელი არ აღმოჩნდა. მთელი წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკაში მშპ-ს ზრდის ტემპი 1%-ს ჩამორჩებოდა. ქვეყნის ეკონომიკის შენელებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ხელისუფლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრკანიან მოსახლეობას, შესაძლოა მიწები ჩამოართვან, რამაც არაერთ ადგილობრივ მეწარმეში შეშფოთება გამოიწვია.

რუსული რუბლი – გაუფასურდა 16.2%-ით

რუსული ეკონომიკა უკვე რამდენიმე წელია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციების გავლენით სირთულეებს განიცდის. ეს თავისთავად რუბლის გაუფასურების ერთადერთი მიზეზი არაა. რუსულმა ეროვნულმა ვალუტამ მკვეთრი გაუფასურება თურქული ლირას მსგავსად აგვისტოში დაიწყო, როდესაც აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი სანქციების პარალელურად რუბლმა გაუფასურების 21 თვიან მაქსიმუმს მიაღწია დოლარის მიმართ.

ჩილეს პესო – გაუფასურდა 12.6%-ით

ლათინური ამერიკის რიგით მეორე ექსპორტიორი ქვეყნისთვის 2018 წლის ზაფხული საკმაოდ “ცხელი” აღმოჩნდა. ჩილეს ეროვნული ვალუტის გაუფასირების ერთ-ერთ მიზეზად სპილენძის ფასის მკვეთრი შემცირება სახელდება, რომელიც ჩილესთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციაა. მიუხედავად ამისა, ჩილე “ჩემპიონია” ლათინური ამერიკის ქვეყნებში სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. ქვეყანაში სიღარიბის დონე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2000 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში, 26%-დან 7.9%-მდე შემცირდა.

ყაზახური ტენგე – გაუფასურდა 11.8%-ით

რუსული რუბლის გაუფასურება რეგიონის და ძირითადად სავაჭრო პარტნიორების ვალუტების დასუსტებასაც იწვევს. სწორედ რუბლის მკვეთრი გაუფასირება გახდა ყაზახური ტენგეს დოლარის მიმართ დაცემის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან ყაზახეთსა და რუსეთს ძლიერი ეკონომიკური კავშირები აქვთ. სექტემბერში ტენგე დოლარის მიმართ 31 თვიან მინიმუმამდე დაეცა. ამას გარდა, ცენტრალური აზიის სახელმწიფოს ვალუტაზე გავლენას ახდენს ნავთობის ფასის შემცირებაც.

შვედური კრონა – გაუფასურდა 10.7%-ით

შვედური კრონისთვის 2018 წელი 2009 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი აღმოჩნდა. კრონა შესუსტდა, როგორც დოლართან, ასევე (რაც ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია სავაჭრო კავშირებიდან გამომდინარე) ევროსთან. მიუხედავად ვალუტასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ქვეყანაში ინფალცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალ ნიშნულზე რჩება. მშპ ერთ სულ მოსახლეზე კი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. შვედეთი კვლავ რჩება ექსპორტიორ ქვეყნდა, რომელსაც დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს.

“გაუფასურებულების ათეულში” ვერ მოხვდა ვენესუელასა და სუდანის ეროვნული ვალუტები, თუმცა არა იმიტომ რომ რომელიმე მათგანი უფრო მყარია, ვიდრე ზევით მოყვანილი ვალუტები, არამედ იმიტომ, რომ მათი გაუფასურების მასშტაბი შეფასებას გასცდა. მიუხედავად ვენესუელას პრეზიდენტის კიდევ ერთი მცდელობისა ქვეყანა სავალუტო და ეკონომიკური კრიზისიდან გამოეყვანა არც ზაფხულში წარდგენილმა ახალმა ეროვნულმა ვალუტამ “ახალმა ბოლივარმა” გაამართლა. ქვეყანაში ინფლაციამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომ ერთი ფინჯანი ყავის ღირებულება 2 500 000 ბოლივარი გახდა. ქვეყნის პრეზიდენტმა მარუდომ კი აგვისტოში მას 5 ნულიანი ჩამოაკლო, და “სუვერენული ბოლივარი” წარადგინა, თუმცა 150 000%-იან ინფლაციას ვერც ფულის გამოცვლამ უშველა. ერთ წელში სამჯერ მოახდინა სამხრეთ სუდანის ხელისუფლებამ სუდანური ფუნტის დევალვაცია, ბოლო მათგანისას ადგილობრივი ვალუტის ფასი 40%-ით დაეცა. ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებებმა შიმშილობის ზღვარზე მიიყვანა. გაეროს მონაცემებით სუდანში ყოველი მეორე ადამიანი შიმშილობს. რაც შეეხება ინფლაციას – ერთი ქათმის შეძენა ქვეყანაში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე საშუალო თვიური ანაზღაურებაა.

Previous Post

В каком случае войдет Ryanair в Грузию? – ответ компании

Next Post

რომელი ქვეყნების ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად 2019 წელს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რომელი ქვეყნების ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად 2019 წელს

რომელი ქვეყნების ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე სწრაფად 2019 წელს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result