Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes GREEN

გასული კვირის მნიშვნელოვანი “მწვანე” სიახლეები

by Salo Papalashvili
January 20, 2023
in Forbes GREEN, ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი “მწვანე” სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასულ კვირაში მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ევროკავშირს ეკუთვნის, რომელმაც აგვისტოდან მარტის თვემდე რუსული გაზის მოხმარების 15%-ით შესამცირებლად შეთანხმებას მიაღწია. ორგანიზაციის გადაწყვეტილება ალტერნატიული რესურსების მოძიებას შეუწყობს ხელს, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება კი ქვეყნებს განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისკენ უფრო მეტად უბიძგებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი საქართველოს ეხება, კერძოდ კახეთს, სადაც საქართველოს ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობით მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა. კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას და წელიწადში 48,000 ლარის დაზოგვას შეძლებს. კლიმატურ გეგმებს არ ჩამორჩნენ სხვა ქვეყნებიც, კონკრეტულად კი ირლანდიამ 2030 წლამდე სათბური აირების ემისიების განახევრების, ხოლო გერმანიამ კლიმატმეგობრული პროექტებისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფა დააანონსა.

გარდა ამისა, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტი შენობიდან BP-ის დასახელების ამოღებას განიხილავს. სტუდენტები, ენერგოკომპანიებისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტას ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ითხოვენ. ბოლოს კი Coke-ის გადაწყვეტილებაც უნდა ვახსენოთ, რომელმაც Sprite-ის ბოთლებზე უარი თქვა და განცხადებით, პირველი აგვისტოდან, სასმლის მწვანე შეფუთვას სუფთა პლასტმასით ჩაანაცვლებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში, მზის ელექტროსადგურები დამონტაჟდა.

ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტროენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო.

აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1  145 000 ლარს შეადგენს.

ევროკავშირმა გაზის მოხმარების შესამცირებლად შეთანხმებას მიაღწია

ცივი თვეების მოახლოების პარალელურად, ევროკავშირმა აგვისტოდან მარტის თვემდე რუსული გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.  ეს ღონისძიება, უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსული ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დასაღწევადაა საჭირო.  ევროკავშირის განცხადებით, „მოხალისეობრივი შემცირება“ წევრი ქვეყნების მხრიდან კონცენტრირებული იქნება ელექტროენერგიის სექტორში მოხმარების შემცირებაზე და წაახალისებს ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებასაც. ამის გათვალისწინებით, ევროკავშირში რიგით მომხმარებელსა და ისეთ მნიშვნელოვან სექტორს, როგორიცაა ჯანდაცვა, მიწოდება არ შეეზღუდებათ.

DPA/PICTURE ALLIANCE VIA GETTY IMAGESსამშაბათს ბლოკის ენერგომინისტრები, შეთანხმების დეტალების განსახილველად, ბრიუსელში შეიკრიბნენ. გეგმას, რიგი წევრების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათ ნაწილს ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება სურდა. მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, გეგმა შეიცავს გამონაკლისებს ქვეყნებისთვის, რომლებიც ელექტროენერგიის წარმოებისთვის დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს მოიხმარენ.

Reuters-ის ინფორმაციით, გაზის მოხმარება ევროპაში 5%-ითაა შემცირებული. გასულ კვირას, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებისკენ მოუწოდა. მიზეზი, Nord Stream 1 მილსადენით რუსული გაზის მიწოდების შემცირების საფრთხე იყო. Nord Stream 1 კი ევროპის მთავარი ბუნებრივი აირის მილსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ომის დაწყებამდე რუსული გაზი ევროკავშირის სრული მოხმარების 40%-ს შეადგენდა.

ირლანდია სათბური აირების გამონაბოლქვის განახევრებას გეგმავს

ირლანდიის მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორებიდან ნახშირბადის ემისიების შეზღუდვის გეგმა დაისახა. მთავრობის გადაწყვეტილებამდე, კოალიციის პარტნიორები, მწვანეთა პარტია, Fianna Fail-ი და Fine Gael-ი, სოფლის მეურნეობის სექტორიდან 25%-იან შემცირებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ.

REUTERS/Clodagh Kilcoyneირლანდიის სოფლის მეურნეობის სექტორზე ქვეყნის სათბური აირების ემისიების დაახლოებით 38% მოდის, ნოემბერში გამოქვეყნებული კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, ემისიების შემცირების სამიზნე 22%-დან 30%-მდე უნდა განისაზღვროს. სხვა სექტორებში ემისიების შემცირების საჭიროება კი შემდეგნაირად განისაზღვრა: 75% ელექტროენერგიის სექტორისთვის, 50%-იანი შემცირება ტრანსპორტისთვის, 40%-ით საცხოვრებელი კორპუსებისა და 35% ინდუსტრიისთვის.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ დასახული მიზნები მკაცრია ყველა სექტორისთვის, თუმცა სამართლიანია, შესაბამისი და, რაც მთავარია, მიღწევადი. კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, სექტორების მიხედვით 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიები 51%-ით უნდა შემცირდეს, მიზნის მიღწევას კი დაახლოებით 125 მილიარდი ევროს სახელმწიფო და კერძო ინვესტიცია დასჭირდება.

გარდა ამისა, ირლანდიის კლიმატური გეგმა 1,000-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა, 2030 წლამდე, ელექტრომობილების რაოდენობის 1 მილიონამდე ზრდა და დაახლოებით 500,000 სახლში გათბობის ძველი საშუალებების ენერგოეფექტიანი ალტერნატივებით ჩანაცვლება. ელექტროენერგიის წარმოება 80%-ით განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს, უმეტესი ნაწილი კი ოფშორული ქარის ენერგიამ უნდა დაიკავოს.

კლიმატური მიზნებისთვის გერმანიამ მილიარდობით ევრო გამოყო

შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდისთვის, გერმანიის მთავრობა გენერალური ბიუჯეტიდან 177.5 მილიარდ ევროს დახარჯავს. მთავრობის მიზანი 2023-2026 წლებში ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ტრანსფორმაციაა.

Odd Andersen/Pool via REUTERSმინისტრთა კაბინეტმა ოთხშაბათს ე.წ. „კლიმატის ტრანსფორმაციის ფონდის“ საფინანსო გეგმის პროექტი მიიღო, რომელიც ფედერალური ბიუჯეტის ნაწილია და ამჟამად საპარლამენტო განხილვას ექვემდებარება. გერმანიის ფინანსთა მინისტრ კრისტიან ლინდნერის განმარტებით, ფონდი ეკონომიკური მოდერნიზაციისა და კლიმატის დაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაფინანსების ინსტიტუტია.

ცნობისთვის, ფონდიდან გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (€56.3 მილიარდი) კლიმატმეგობრული შენობების განახლებას მოხმარდება. შენობების სექტორმა 2020 და 2022 წლების დასახული მიზნები ემისიების შემცირებასთან დაკაშირებით ვერ შეასრულა, რის გამოც, მთავრობა სექტორზე უფრო მეტად ფოკუსირებულია. სივრცისა და წყლის გათბობა ამჟამად ენერგიის მოხმარების დაახლოებით 30%-ს შეადგენს.

დამატებით €35.5 მილიარდი განახლებადი ენერგიის გადასახადის სუბსიდირებისა და ელექტროენერგიის ფასების შესამცირებლად გამოიყოფა, კიდევ €20 მილიარდი კი მრეწველობის დეკარბონიზაციას და გერმანიის წყალბადის სტრატეგიის განხორციელებას მოხმარდება. გეგმაშია სატრანსპორტო სექტორების განვითარებაც და ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

კემბრიჯის უნივერსიტეტი შენობიდან BP-ის სახელს ამოიღებს

სავარაუდოდ, კემბრიჯი გაერთიანებული სამეფოს პირველი უნივერსიტეტი გახდება, რომელიც შენობიდან ნავთობკომპანიის სახელს ამოიღებს. კემბრიჯის გადაწყვეტილება სტუდენტების მრავალწლიანი კამპანიის შედეგია. სტუდენტები უნივერსიტეტისგან BP-ის დაფინანსების შეჩერებასაც ითხოვენ.

BP-ის ინსტიტუტი 22 წლის წინ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბრიტანული გიგანტის €26-მილიონიანი შემოწირულებით დაარსდა. თუმცა ამჟამად ინსტიტუტი რებრენდინგის პირასაა და როგორც ვიცე-კანცლერი სტივენ ტუპი აცხადებს, უნივერსიტეტი ისეთი სახელის ძიებაშია, რომელიც მეტად შეესაბამება მის ღირებულებებს.

კვლევითი ცენტრი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ მოექცა. ამ თვის დასაწყისში, ახალმა ჯგუფმა, სახელად This Is Not a Drill, BP-ის დაფინანსების გაგრძელების გასაპროტესტებლად, ინსტიტუტის მინის კარები ჩაამტვრია. ამის მიუხედავად, ინსტიტუტისთვის სახელის გადარქმევის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული კვლავ არაა.

უნივერსიტეტის სპიკერის განცხადებით, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტი და ყოველთვის არის დისკუსიები საკითხთა ძალიან ფართო სპექტრზე, მათ შორის მისი მრავალი შენობისა და ინსტიტუტის სახელზე. უნივერსიტეტმა 2020 წელს გადაწყვიტა, მიეღო შემოწირულებები ენერგეტიკული კომპანიებისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეესაბამება ჩვენს მიზნებს, ვიმუშაოთ ნულოვანი ნახშირბადის მომავლისკენ.

Sprite-ი მწვანე ბოთლებში აღარ გაიყიდება

Sprite-ი, სამოც წელზე მეტი ხნის შემდგომ, მწვანე პლასტმასის ბოთლების გამოყენებას კრძალავს. Coca-Cola-ს განცხადებით, კომპანიის მიზანია, მეტად ეკომეგობრული გახდეს და ამიტომ პირველი აგვისტოდან სასმლის მწვანე შეფუთვა სუფთა პლასტმასით ჩანაცვლდება.  –

ამჟამად Sprite-ის შეფუთვის პლასტმასა მწვანე პოლიეთილენ ტერეფტალს შეიცავს, დანამატს, რომლის ახალ ბოთლებად გადამუშავება და გამოყენება არ შეიძლება. კომპანიის მთავარი ინიციატივა კი პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა. გარდა ამისა, მომხმარებლებს სასმლის ბოთლებზე განახლებული ლოგო და შეფუთვა დახვდებათ, ცნობილი მწვანე ელფერი კი კვლავ იქნება გამოყენებული Sprite-ის ეტიკეტებზე.

სუფთა კონტეინერებით უახლოეს თვეებში სხვა სასმელებიც ჩანაცვლდება, რომლებიც Coke-ის პორტფოლიოში ამჟამად მწვანე ბოთლებს იყენებენ. მათ შორისაა Fresca, Seagram’s-ი და Mello Yello. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, გარემოსდაცვითი ფირმა Break Free From Plastic-ის მიერ, Coke-ი მსოფლიოში პლასტმასით ნომერ პირველ დამბინძურებლად დასახელდა.

2018 წელს Coke-მა ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა „სამყარო ნარჩენების გარეშე“ შექმნა, რომლის საბოლოო მიზნით 2030 წლისთვის, თითოეული გაყიდული ბოთლის შეგროვება და გადამუშავება იყო. ამ ინიციატივის ნაწილი იყო გასულ წელს ახალი, 13.2 უნციის მოცულობის ბოთლის გამოშვებაც, რომელიც 100%-ით გადამუშავებული პლასტმასის მასალისგან იქნებოდა დამზადებული.

Previous Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Next Post

პელოსის ვიზიტის წინ, ჩინეთის მთავრობამ 100 ტაივანური ბრენდი აკრძალა

Salo Papalashvili

Next Post
აზიური ტურნეს ფარგლებში ნენსი პელოსი ტაივანს საქმიანი ვიზიტით ეწვევა

პელოსის ვიზიტის წინ, ჩინეთის მთავრობამ 100 ტაივანური ბრენდი აკრძალა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result