Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მომავლის ელექტროენერგიის ბაზრები

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
მომავლის ელექტროენერგიის ბაზრები
0
SHARES
0
VIEWS

სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი სალომე ჯანელიძე ენერგეტიკული ბაზრების ეტაპობრივ ტრანსფორმირებასა და, ამ კუთხით, საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკულ რეფორმაზე საუბრობს.

„საქართველოში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. მიმდინარეობს საბითუმო და საცალო ბაზრების გახსნა, ხორციელდება კონკურენციის ხელშემწყობი ღონისძიებები და ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საპილოტე პროექტების სახით ხდება ელექტროენერგიის ლოკალური, ინოვაციური ბაზრების გამოცდა. ყველა ამ რეფორმის ცენტრში კი მომხმარებელი დგას – ემანსიპირებული და თავისუფალი.

სემეკი უკვე არაერთი წელია, ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომლის მიზანიც მომხმარებლის გაძლიერებაა. დადგინდა მომსახურების პირობები და სტანდარტები, მათი დარღვევის შემთხვევებისთვის კი – საკომპენსაციო ზომები. დაინერგა ინოვაციური კომერციული ხარისხის პროგრამა, რომელიც რეალურ დროში აკონტროლებს მომხმარებლების მიმართვებზე კომუნალური კომპანიების რეაგირებას: თითოეულ განცხადებას ენიჭება სპეციალური კოდი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია, კომისიისგან მიიღოს სრული ინფორმაცია კომპანიის მიერ განხორციელებულ საპასუხო ქმედებებზე. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. სემეკი ნერგავს მომხმარებლების პორტალს, სადაც მომხმარებელს, მათ შორის, შეეძლება, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს მომარაგების წყვეტებზე, საკუთარ მოხმარებაზე, გაგზავნოს განცხადებები კომპანიებსა და კომისიაში. სექტემბრიდან ასევე ამოქმედდება მიმწოდებლის არჩევის პლატფორმა, რომელიც ძალაუფლების დინამიკას შეცვლის. მომხმარებელს შეეძლება, ერთ ვებგვერდზე იხილოს ელექტროენერგიის მიწოდების ყველა მოქმედი შეთავაზება, ეფექტიანად შეადაროს ისინი ერთმანეთს და შეაჩეროს არჩევანი ისეთზე, რომელიც მისთვის ყველაზე სარგებლიანი იქნება.

მომხმარებლებს ახალი ჰორიზონტები გაუხსნა ე.წ. ნეტო აღრიცხვამ, რომელიც სემეკმა 2016 წელს დანერგა. მომხმარებელს, მათ შორის საყოფაცხოვრებოს, უფლება აქვს, დაამონტაჟოს 500 კილოვატამდე სიმძლავრის, განახლებადი ენერგიების წყაროზე მომუშავე ელექტროსადგური საკუთარი სახლის სახურავზე, მოიხმაროს გამომუშავებული ელექტროენერგია, ჭარბი კი მიჰყიდოს ელექტროენერგიის მიმწოდებელს. ამგვარად მომხმარებელს შეუძლია, თავისი მცირე წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციაში –  წიაღისეული საწვავის განახლებადი ენერგიის წყაროებით ჩანაცვლებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა სრულად შეცვალა მსოფლიოს ენერგეტიკული დღის წესრიგი და დააჩქარა წიაღისეული საწვავების განახლებადი ენერგიებით ჩანაცვლების პროცესი. 2019 წელს განხორციელებული კვლევის თანახმად,  შენობების სახურავებზე განთავსებული მზის ელექტროსადგურებით შესაძლებელია ევროკავშირის მთლიანი მოხმარების 25%-ის დაკმაყოფილება. ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ ევროკომისიის ახალი გეგმა, REPowerEU, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მზის ენერგიას განიხილავს. მეტიც, ევროკავშირის მზის ენერგიის სტრატეგიის თანახმად, სახურავზე მზის ენერგიის ინფრასტრუქტურის განთავსება სავალდებულო უნდა გახდეს კომერციული და საჯარო შენობებისთვის 2027 წლიდან, ხოლო ახალაშენებული საცხოვრებელი შენობებისთვის – 2029 წლიდან.  ამგვარი ინიციატივები, ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ელექტროენერგიით ვაჭრობის მომავლის მოდელების შესაქმნელად.

ისტორიულად, ელექტრომომარაგება ცალმხრივი საქმიანობა იყო – საწარმოები გამოიმუშავებდნენ ან ყიდულობდნენ ელექტროენერგიას, რომელსაც შემდგომ მომხმარებლებს აწვდიდნენ. გამრღვევი ტექნოლოგიების შედეგად, თანდათანობით ხდება ელექტროენერგეტიკული ბიზნესის დეცენტრალიზება. ამ მხრივ, ბლოკჩეინი – ტექნოლოგია, რომელიც ბიტკოინებს უდევს საფუძვლად – მოწინავე როლს იკავებს და საშუალებას აძლევს ერთ არეალში მცხოვრებ მომხმარებლებს, საკუთარი გამომუშავებული ელექტროენერგიით ლოკალურად ივაჭრონ. ბლოკჩეინების მეშვეობით იქმნება სავაჭრო პლატფორმა და მონაცემთა რეესტრი, რომელიც პლატფორმის მონაწილეებთან ინახება.  მომხმარებლები აღჭურვილი არიან „სმარტ“-მრიცხველებით, რომლებიც რეალურ დროში აღრიცხავს და გზავნის ინფორმაციას ენერგიის წარმოებისა და მოხმარების თაობაზე.  მხარეთა შორის ურთიერთობები კი „სმარტ“-კონტრაქტების – კოდირებული გარიგებების – მეშვეობით ხორციელდება, რომლებიც თვითაღსრულებადია შესაბამისი მონაცემების დადასტურებისთანავე. ბრუკლინის მიკროქსელები ასეთი პლატფორმის მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია. 2016 წელს დაწყებული პროექტი საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, მობილური ტელეფონის სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, მიეღოთ მონაწილეობა ბაზარზე, სადაც მომხმარებლების მიერ გამომუშავებული მზის ენერგია აუქციონზე იყიდებოდა. მომხმარებელთა „სმარტ“-მრიცხველებიდან მათი ბლოკჩეინის ანგარიშს გადაეცემოდა მოხმარებისა და გამომუშავების თაობაზე ინფორმაცია, რის საფუძველზეც გენერირდებოდა ყიდვა-გაყიდვის ბრძანებები.

ლოკალურ ვაჭრობას შეუძლია, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად შეუმციროს ელექტროენერგიის ხარჯები. დაზოგვის შესაძლებლობა კიდევ უფრო იზრდება, თუ მოხმარებელს ხელი მიუწვდება ენერგიის შემნახველ სისტემებზე და შეუძლია, გამომუშავებული ენერგია მოგვიანებით, უფრო მაღალ ფასად გაყიდოს. Huawei-ს მიერ მაისში წარდგენილი „სმარტ“-სისტემა, FusionSolar-ი, აერთიანებს მზის პანელებს,  ენერგიის შემნახველებსა და  ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ამინდისა და მომხმარებლის ჩვევების მიხედვით სისტემის ავტომატურ ოპტიმიზაციას აკეთებს.

ელექტროსისტემის უსაფრთხო ოპერირებისა და საიმედოობისთვის აუცილებელია, ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ყოველთვის ერთმანეთის ტოლი იყოს; ქარისა და მზის ენერგია კი შედარებით რთულად პროგნოზირებადია.  ქსელის დაბალანსება გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს როგორც დეცენტრალიზებული ვაჭრობის განვითარებისთვის, ისე – სისტემის ოპერატორებისთვის, რომელთა უპირველესი მიზანი მიწოდების უსაფრთხოებაა და ამიტომ სისტემის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი ყოველთვის სიფრთხილეს იჩენენ. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, ქსელში ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალის 100%-ის ინტეგრირება მხოლოდ 2030 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, არსებობს მაგალითები, როცა ელექტროსისტემა გარკვეული პერიოდი სრულად განახლებად ენერგიაზე მუშაობს: მაგალითად, დანიაში, რომელიც აქტიურად იყენებს ქარის ენერგიას. ახალი რეკორდი დაამყარა კალიფორნიამ ა.წ. 3 აპრილს, 15:39 წუთზე, როცა ქსელში არსებული ელექტროენერგია სრულად მზისა და ქარისგან იყო მიღებული.

აქტიური მომხმარებელი ქსელის ოპერატორისთვის მხოლოდ ვალდებულებების გაზრდას არ გულისხმობს. მოთხოვნის საპასუხო მართვა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ელექტროენერგეტიკული ქსელის ოპერირებაში. ქსელის პიკური დატვირთვისას, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეამცირონ ელექტროენერგიის მოხმარება ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ – მაგალითად, დღის ნაცვლად, ღამის საათებში დამუხტონ ელექტროტრანსპორტი. ბუნებრივია, ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ამინდს ვერ შექმნის. ამიტომ აგრეგატორების მეშვეობით ხდება ასობით მომხმარებლის გაერთიანება და ბაზრისთვის ე.წ. მოხმარების მოქნილობის მიწოდება, რაც ხელს უწყობს სისტემის სტაბილურობას.

ბაზრის მომავლის მოდელში მომხმარებლებს მეტი ძალაუფლება აქვთ. ძალაუფლებასთან ერთად კი – პასუხისმგებლობაც მეტია. თითოეული კილოვატი, რომელსაც საკუთარი სახლის სახურავზე გამომუშავდება, ერთი კილოვატით ნაკლები იმპორტირებული ელექტროენერგია და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ასაშენებლად დადებული კიდევ ერთი აგურია“.

Previous Post

Deutsche Bank-ის CEO: გერმანიის ეკონომიკა გაზის კრიზისისთვის მზად არის

Next Post

მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეული

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეული

მსოფლიოს უდიდესი საზღვაო გადამზიდი კომპანიების ათეული

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result