Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაუძლებს თუ არა რუსეთი სანქციებს?

by Davit Tsiramua
July 28, 2022
in ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
0
SHARES
0
VIEWS

უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გა­მო და­სავ­ლე­თის ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს. სანქციები მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა მიმართულებებს. რუსეთისთვის ყველაზე მძიმე ეკონომიკური სანქციებია, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საბრძოლო და ორმაგი დანიშნულების საქონლით საგარეო ვაჭრობის აკრძალვა, გარკვეული რუსული საქონლის იმპორტის შეჩერება, ასობით რუსი ბიზნესმენისა და მათი კომპანიების საქმიანობის შეჩერება, რუსეთის ეროვნული ბანკის და ოლიგარქების უცხოური აქტივების გაყინვა, მსხვილი რუსული ბანკების „სვიფტ“-ის სისტემიდან გათიშვა, ნავთობის ახალი მილსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება, რუსეთიდან ცნობილი ბრენდების გასვლა და ა.შ.

ეკონომიკური სანქციების მიზანია, რუსეთს უკრაინაში დაწყებული ომის გამო მაღალი ეკონომიკური ფასის გადახდა მოუწიოს. ეკონომიკურ ფასში რუსეთის ეკონომიკის დასუსტება, შემცირება იგულისხმება. თუ მიზანი მიიღწევა, რუსეთი ფართომასშტაბიანი ომის დაფინანსებას ვეღარ შეძლებს. ეკონომიკური სანქციების მოკლევადიანი მიზანი რუსეთისთვის იარაღის წარმოებაში პრობლემების შექმნაა. რუსეთის მიერ წარმოებული თანამედროვე იარაღი (მაგალითად, მართვადი რაკეტები, დრონები) დასავლეთის ქვეყნებიდან იმპორტირებული ტექნოლოგიებით იწარმოებოდა. სწორედ ამიტომ შეიზღუდა ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანა. მაგალითად, საყოფაცხოვრებო თუ ციფრულ ტექნიკაში ჩამონტაჟებული მიკროჩიპები, შესაძლოა, იარაღის წარმოებაში იყოს გამოყენებული.

პირველ რიგში, სანქციებმა რუსეთის ეკონომიკაზე მოლოდინების კუთხით იმოქმედა. ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუბლი 80%-ით გაუფასურდა, რამდენიმეჯერ შემცირდა რუსული კომპანიების აქციები ფასი, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები სწრაფად გაიზარდა, რუსეთის მოსახლეობის ნაწილმა სანქციებისგან თავის დასაღწევად სხვა ქვეყნებში დაიწყო გადასვლა. რუსეთი სწრაფი დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. რუსეთმა რუბლით დოლარის ყიდვა მაქსიმალურად შეზღუდა, მოახერხა მიმდინარე საგარეო ვალების დაფარვაც. რუბლმა გამყარება დაიწყო და ომის დაწყებამდე არსებულ კურსსაც კი ჩამოსცდა. რუბლის ასეთი გამყარება რუსეთის ეკონომიკისთვის დამაზიანებელიც კი არის, რადგან ექსპორტით მიღებული შემოსავალი უმცირდება და ამასთან ერთად, რუბლის კურსის გამყარებისთვის დაწესებული შეზღუდვები ბიზნესს აზიანებს, თუმცა რუბლის გამყარებას პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დანიშნულება ჰქონდა, ომის პროპაგანდას სჭირდებოდა იმის ჩვენება, რომ რუსეთი დასავლეთის სანქციებს უძლებს. რამაც მართლა შეუმსუბუქა რუსეთს სანქციების ტვირთი და რუბლის კურსზე ზეწოლა, ეს 40%-ით გაძვირებული ნავთობია.

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ნავთობისა და გაზისგან მიღებული შემოსავალი, ეს კარგად ჩანს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის მარტის თვის მონაცემებიდან. 2022 წლის მარტში რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა 420 მილიარდი რუბლით (დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი მარტის კურსით) მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე 2021 წლის მარტში. ამას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა – ბიუჯეტის პირდაპირი შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან გაორმაგდა. 2021 წლის მარტში იყო 582 მილიარდი რუბლი, 2022 წლის მარტში კი 1,208 მილიარდი რუბლი, რაც ნავთობზე ფასების ზრდამ და რუბლის გაუფასურებამ განაპირობა (მარტში რუბლი მნიშვნელოვნად იყო გაუფასურებული). რომ არა ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან შემოსავლების ზრდა, ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებში ზრდის ნაცვლად 206-მილიარდიანი (2 მილიარდი დოლარი) კლება ექნებოდათ. მარტში რუსეთის ბიუჯეტის ხარჯები 37%-ით გაიზარდა და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, შემოსავლებიც არ იზრდებოდეს.

სანქციების მიზანი არც იყო და ვერც იქნებოდა რუსეთის ეკონომიკის ნგრევა, ჩამოშლა. სანქციებს აქვს ის მიზანი, რაც მათ პოტენციალს შეესაბამება: რუსეთის ეკონომიკის თანდათან დასუსტება, რაც ომის მნიშვნელოვანი ხარჯების პირობებში კიდევ უფრო მწვავედ აისახება მოსახლეობაზე, და რუსული სამხედრო ინდუსტრიის მნიშვნელოვნად შეფერხება. ამის პარალელურად, დასავლეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს. შეიძლება ითქვას, უკრაინის რესურსები მზარდია, რუსეთის კი – კლებადი. ომი რაც მეტხანს გაგრძელდება, სამხედრო და ფინანსური სიძლიერის დისბალანსი მით უფრო უკრაინის სასარგებლოდ შეიცვლება.

თუმცა დღეს არის ფაქტორები, რაც რუსეთს ეხმარება, სანქციებს გაუძლოს:

1

პირველ რიგში, ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ მიუერთდნენ და რუსეთთან ეკონომიკურ უერთიერთობებს ჩვეულებრივ აგრძელებენ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთისა და ინდოეთის პოზიცია, სადაც ჯამში 2.8 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ასევე მნიშვნელოვანია ინდონეზია, პაკისტანი, ბრაზილია და ა.შ. ცალკე აღსანიშნავია ნავთობით მდიდარი არაბული ქვეყნები, ირანი და ვენესუელა. დასავლეთის ქვეყნებისა და რუსეთის გარეშე, დღეს მსოფლიო ეკონომიკა 40 ტრილიონ დოლარამდეა და ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, სადაც რუსეთს შეუძლია, ივაჭროს. რაც უფრო მალე მოახერხებს დასავლეთი არადასავლური დიდი ქვეყნების ნაწილი მაინც დაითანხმოს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შეზღუდვაზე, რუსეთის ეკონომიკის ვარდნა მით უფრო დაჩქარდება. სწორედ ამით არის გამოწვეული ბოლო პერიოდში ამერიკის პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტების მოხშირება. მინიმუმ იმას თუ მიაღწევს დასავლეთი, რომ ჩინეთი და ინდოეთი არ გაზრდიან რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარებას, სანქციების პირობებში ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის. ის სტრატეგია, რაც დღეს დასავლეთს აქვს, რომ თანდათანობით უარი თქვან რუსულ ნავთობსა და გაზზე, საგრძნობი შედეგის მომტანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დასავლეთის ბაზარს სრულად ვერ ჩაანაცვლებს და ნავთობის ფასი შემცირდება.

2

რუსეთი არ არის ღარიბი ქვეყანა. უკრაინასთან ომის დაწყებამდე რუსეთში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი 12,200 აშშ დოლარი იყო (31,000 PPP დოლარი), რაც უფრო მაღალია, ვიდრე, მაგალითად, ბულგარეთის და თურქეთის საშუალო შემოსავალი. შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკის 10-15%-ით კლება, როგორც ამას წელს საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რუსეთს არ გააღარიბებს იმ დონეზე, რომ სოციალური აფეთქება დაიწყოს ან მთავრობამ მისი ძირითადი ფუნქციების შესრულება ვერ შეძლოს. ამას ემატება პროპაგანდით გამოკვებილი და დაშინებული რუსეთის მოსახლეობა, რომელიც აიტანს ეკონომიკურ პრობლემებს ომის მიზნებიდან გამომდინარე ან პროტესტს ვერ გაბედავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022-2023 წლებში რუსეთის ეკონომიკა 150 მილიარდი დოლარით შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ომის გარეშე 2022-2023 წლებში რუსეთის ეკონომიკა გაიზრდებოდა (სავალუტო ფონდი 5%-ით ზრდას მოელოდა), მაშინ სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკის დანაკარგი 250 მილიარდ დოლარამდე იზრდება. თუმცა ნავთობის ფასის კლების ან რუსულ ნავთობზე ემბარგოს გეოგრაფიულად ზრდის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკის კლება გაცილებით მეტი იქნება.

რომ შევაჯამოთ, დღეს არსებული სანქციებით რუსეთის ეკონომიკის სწრაფი და მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ სანქციების დაწესება და გამკაცრება არ შეჩერებულა და რთულია იმის პროგნოზირება, სადამდე მივა. ამ ეტაპზე დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გაცილებით დიდი გავლენა აქვს ომის ბედზე, ვიდრე რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მაგრამ, იარაღისგან განსხვავებით, სანქციების გავლენა გრძელვადიანია და თანდათანობით დაასუსტებს რუსეთს. ამისთვის მთავარია, დასავლეთის ქვეყნებმა ერთობა და სანქციების მიმართ ერთგულება წლების განმავლობაში შეინარჩუნონ. ეს უკვე ძალიან საშიში მომავალია რუსეთისთვის. თუ დასავლეთი ნავთობის ფასის მნიშვნელოვნად შემცირებას მოახერხებს და დიდ არადასავლურ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ შემოიერთებს, მაშინ რუსეთის ეკონომიკა 1990-იან წლებს დაუბრუნდება, როცა მისი ეკონომიკა დღევანდელზე 2-ჯერ ნაკლები იყო. 1990-იანი წლების ბოლოს რუსეთის ამბიციები სხვა ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობის ნაცვლად, არსებული ტერიტორიების შენარჩუნებას ვერ სცდებოდა.

Previous Post

საქართველოს სწრაფი კვების ბაზარი

Next Post

თემურ ჭყონიას მაგიური M

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თემურ ჭყონიას მაგიური M

თემურ ჭყონიას მაგიური M

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Текущее состояние kraken at: актуальная информация и особенности доступа

June 9, 2026

Уникальность кракен сайт зеркало: что нужно знать в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result