Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის მხარდაჭერით, ფერმერები კლიმატგონივრული სისტემების დანერგვას შეძლებენ
0
SHARES
0
VIEWS

ფერმერებისთვის ყოველდღიურობის გასამარტივებლად და აგროსექტორში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მიზნით, თიბისისა და მცირე მეტეოსადგურების კომპანია CVIG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ფერმერების მრავალჯერადი დახმარებაა როგორც ფინანსური კუთხით, ისე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.

თიბისის მომხმარებლებს კომპანია CVIG კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის, ინფორმაციის გაზიარებისა და მონიტორინგის კუთხით სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.

„ჭკვიანი მეურნეობის“ სისტემები ფერმერს საშუალებას აძლევს, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს და საკუთარ ნაკვეთში მიმდინარე პროცესები მუდმივად აკონტროლოს. ერთ-ერთი ასეთი სისტემა EnviroMonitor-ის მცირე მეტეოსადგურებია, რომლებიც საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია ინერგება.  იგი ლოკალური მიკროკლიმატის, მავნებლებისა და დაავადებათა წინასწარი პრევენციის უწყვეტი მონიტორინგისთვის გამოიყენება.

ამ სისტემების მოწყობით დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სოფლის განვითარების სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტით.

„კლიმატგონივრული სისტემები ახლა ინერგება ჩვენს ქვეყანაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ისეთივე პროცესები მიმდინარეობს, როგორიც, დაახლოებით ათი წლის წინ, როცა ფერმერები აქტიურად იწყებდნენ წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობას. ასე რომ, ტექნოლოგიებსა და ინფორმაციაზე წვდომა ამ კუთხით ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამიტომაც, თიბისის მიზანია, ფერმერებს გავუადვილოთ ამ სისტემების გამართვა. ჩვენ ბაზარზე შემოგვაქვს ცოდნა და ვაძლიერებთ ფერმერს, რადგან მცირე მეტეოსადგურების დახმარებით მათ საკუთარი საქმიანობის კონტროლი შეუძლიათ. ეს კი ნიშნავს გარანტირებულ მოსავალს და ფინანსების დაზოგვას“, — აღნიშნავს შოთა გონგლაძე.

კლიმატგონივრული სისტემების დანერგვა განსაკუთრებით ხელსაყრელი აგრო-სტარტაპებისთვისაა, რადგან ასე რისკები უფრო დაზღვეული იქნება და საერთო ჯამში,  მეტად საიმედო პარტნიორები შეიძლება იყვნენ, როცა საქმე მათ მხარდაჭერას ეხება.

EnviroMonitor-ის დახმარებით ფერმერს ამინდზე დაკვირვება ლოკალურად შეუძლია და იგი აღარ არის დამოკიდებული მრავალი კილომეტრით დაშორებულ მეტეოსადგურზე — ყველაფერი იქვე, საკუთარ ნაკვეთშია მოწყობილი და ინფორმაციას მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზე იღებს.

ჰაერის ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექები, მცენარეთა ფოთლის სისველე, მზის რადიაცია, მზის ჩასვლა-ამოსვლის ზუსტი დროის მაჩვენებლები, მთვარის ფაზების მონაცემები, ბარომეტრის მონაცემები,  ევაპოტრანპორაცია, ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და მარილიანობა — ამ ყველაფერზე ინფორმაციას მცირე მეტეოსადგური იძლევა.

„ჩვენ ბაზარზე 2017 წლიდან ვართ, თუმცა სისტემებზე მოთხოვნა 2020 წლიდან გაიზარდა. ჩვენი დაკვირვებით, იმ კომპანიებმა თუ ინდივიდებმა, რომლებიც მეურნეობას ამ სისტემის დახმარებით უძღვებიან, უკვე მოახერხეს საირიგაციო სისტემის დახვეწა. სისტემამ ჩაანაცვლა დამატებითი ფიზიკური ძალა და ბევრად შეამცირა აგრონომების ვიზიტები ბაღის ტერიტორიაზე. რაც მთავარია, მათ ნარგავები იდეალურ გარემოში აქვთ, შეამცირეს ქიმიკატების გამოყენება, ეს ყველაფერი კი მოქმედებს ხარისხზე, მოსავლიანობასა და ფინანსებზე“, — ამბობს ირაკლი ერაძე, კომპანია CVIG-ის მმართველი პარტნიორი.

აღსანიშნავია, რომ EnviroMonitor სისტემის გამოყენება შესაძლებელია როგორც მევენახეობა/მებაღეობისათვის, ისე სასათბურე მეურნეობებისთვის.

Previous Post

Fuckup Nights Tbilisi მეტავერსში ჩატარდა

Next Post

ელექტროენერგია, როგორც ქონების სახეობა და ექსპროპრიაციის საგანი

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ელექტროენერგია, როგორც ქონების სახეობა და ექსპროპრიაციის საგანი

ელექტროენერგია, როგორც ქონების სახეობა და ექსპროპრიაციის საგანი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Recent News

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result