Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

გადაურჩება ევროპა რუსული გაზის გარეშე მომავალ ზამთარს?

by Salo Papalashvili
July 27, 2022
in ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
გადაურჩება ევროპა რუსული გაზის გარეშე მომავალ ზამთარს?
0
SHARES
0
VIEWS

მიუხედავად იმისა, რომ Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ათდღიანი შეჩერების შემდგომ აღდგა, ევროპა მომავალი ზამთრისთვის კვლავ ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშეა. ფაქტია, რუსეთმა ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის რაოდენობა, რომელიც ქარხნების ელექტროენერგიისა და ზამთარში სახლების გასათბობად გამოიყენება, უკვე შეამცირა. პრეზიდენტმა პუტინმა კი ევროპა გაზის მიწოდების კიდევ უფრო შემცირების შესახებაც გააფრთხილა.

ყოველწლიური შეკეთების დაწყებამდე, Nord Stream 1-ით ბუნებრივი აირის მიწოდება 60%-ით შემცირდა. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები შიშობენ, რომ მილსადენი შესაძლოა, საერთოდაც არ გაიხსნას, რადგან პუტინი მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებითაა დაინტერესებული. უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირისა და რუსეთის დაპირისპირება რეგიონში ენერგეტიკული კრიზისის საფრთხეს ქმნის.

ცნობისთვის, რუსეთი არც უკრაინაში შეჭრამდე ყიდდა საკუთარ გაზს მოკლევადიან სპოტ-ბაზარზე. მას შემდგომ, რაც ევროკავშირმა რუსეთის ბანკებსა და კომპანიებს სანქციები დაუწესა და უკრაინაში იარაღის გაგზავნა დაიწყო, კრემლმა ექვს ქვეყანას გაზის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, დამატებით ექვსს კი რაოდენობა შეუმცირა.

გერმანიაშიც კი, ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში, Nord Stream 1 მილსადენით მიწოდება ორი მესამედით შემცირდა. მიზეზად რუსეთმა კანადაში შესაკეთებლად გაგზავნილი მილსადენის ტურბინის დაგვიანებული დაბრუნება დაასახელა. რუსეთის ბრალდების საპასუხოდ, კანადის მთავრობამ Nord Stream 1-ის მილსადენის შეკეთებული ტურბინის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც ტურბინების რუსული სანქციებისგან გასათავისუფლებლად „დროებითი ნებართვაც“ გასცა. ევროპელმა ლიდერებმა ტურბინის გაუმართაობის მომიზეზებას პუტინის მხრიდან პოლიტიკური გაურკვევლობის შესაქმნელად და ენერგიის ფასების ზრდისკენ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი უწოდეს.

მოთხოვნა იზრდება, კომუნალური კომპანიები სახლების გათბობისა და ელექტროსადგურების მუშაობისთვის რეზერვებს ამცირებენ, ევროკავშირის ქვეყნები კი ზამთრამდე გაზის საწყობების ავსებას ცდილობენ. ევროკავშირის მიზანი ზამთრისთვის საწყობის შესაქმნელად ნაკლები გაზის გამოყენებაა. ევროპის ბუნებრივი აირის რეზერვები მხოლოდ 65%-ითაა შევსებული, მაშინ როდესაც 1-ელი ნოემბრისთვის 80%-ით შევსებაა დაგეგმილი.

უკრაინის ომამდე, რუსეთი ევროპას ბუნებრივი აირის 40%-ს აწვდიდა. ომის შემდგომ მიწოდება დაახლოებით 15%-მდე შემცირდა, რამაც ფასების ზრდა და ინდუსტრიების უდიდეს ნაწილში ენერგოდეფიციტი გამოიწვია. კომპანიებს ღამით ენერგიის სხვა წყაროებზე, მაგალითად, საწვავსა და ელექტროენერგიაზე გადართვაც არ შეუძლიათ, რადგან რიგ შემთხვევებში მოწყობილობა, რომელიც გამდნარ ლითონს ანდაც მინას ინახავს, სითბოს გამორთვისას ფუჭდება.

ენერგიის მაღალი ფასები ევროპაში რეცესიის საფრთხეს ზრდის, რეკორდული ინფლაციით კი მომხმარებელს საკვების, საწვავისა და კომუნალური ხარჯები სწრაფადვე ეზრდება. გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტამ შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს ისედაც პრობლემურ ეკონომიკას.

Nord Stream 1 კი ევროპისთვის ბუნებრივი აირის მთავარი მილსადენია, რომელიც ბალტიის ზღვის ქვეშ გადის. გაზსადენის მიწოდების შემცირებულ დონეზეც, ევროპას ზამთრისთვის საწყობის შესავსებად, 12 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დაზოგვა დასჭირდება, რაც 120 ტანკერი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ეკვივალენტურია.

რუსული გაზი ევროპას დამატებით სამი მილსადენით მიეწოდებოდა, თუმცა პოლონეთისა და ბელარუსის გავლით არსებული მილსადენი უკვე დაკეტილია. მეორეს კი უკრაინისა და სლოვაკეთის გავლით კვლავ შემოაქვს გაზის შემცირებული რაოდენობა, რასაც თურქეთის გავლით ბულგარეთში შეტანილი ბუნებრივი აირი ემატება. რუსული გაზის გარდა ევროპას მილსადენებით ბუნებრივი აირი ნორვეგიიდან, ჩრდილოეთ აფრიკიდან და აზერბაიჯანიდან მიეწოდება.

საფრანგეთის საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებით, მიუხედავად მიწოდების შემცირებისა, მაღალი ფასები პუტინისთვის რეალურად შემოსავლის ზრდას ნიშნავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ევროპაში ექსპორტირებული ნავთობისა და გაზიდან რუსეთის მიერ მიღებული შემოსავალი, ბოლო წლების საშუალო მონაცემთან შედარებით, გაორმაგდა კიდეც და $95 მილიარდს მიაღწია. რუსეთის ენერგორესურსებისგან მიღებული შემოსავალი ბოლო ხუთ თვეში სამჯერ აღემატება ზამთრის თვეებში ევროპაში ექსპორტირებული ენერგორესურსებისგან მიღებულ შემოსავალს.

ამის პარალელურად კი, ევროკავშირმა უფრო ძვირად ღირებულ ალტერნატივებს მიმართა. ევროპა თხევად ბუნებრივ აირს აშშ-დან და კატარიდან ელის, გერმანია კი ჩრდილოეთის ზღვაზე LNG-ტერმინალების მშენებლობას სწრაფი ტემპით აგრძელებს. თუმცა მხოლოდ LNG დეფიციტს ვერ შეამსუბუქებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აგვისტოდან მარტის თვემდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ.

ქვეყნები დაჟინებით ეძებენ ალტერნატიულ ენერგორესურსებს. მაგალითად, იტალია, საფრანგეთი და ევროკავშირი, ამ კვირის განმავლობაში ამტკიცებენ და ხელს აწერენ შეთანხმებებს ალჟირთან, აზერბაიჯანთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს მოაკლდებათ გათბობა ამ ზამთარს, რადგან ხელისუფლება ვალდებულია, ენერგიის გადანაწილების მიზნით პირველად ბიზნესსექტორი შეზღუდოს. გერმანიის მთავრობამ შესაძლებელია, ბუნებრივი აირის მომწოდებლებს დართოს ნება, მომხმარებლებს გაზის მიწოდება გაუზარდონ.

ამ გადაწყვეტილებებმა შეიძლება დიდი დარტყმა მიაყენოს ინდუსტრიას, ანდაც დიდი ზიანი მოუტანოს რიგით მომხმარებლებს გაზრდილი გადასახადებით.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირს აძლევს რეკომენდაციას, წაახალისოს კამპანიები, რომელთა ფარგლებშიც მოსახლეობა მზად იქნება, დაზოგოს და შეინახოს გაზი და საჭიროების შემთხვევაში ეს რეზერვები გაუნაწილონ სხვებს.

„ევროპელი ლიდერები უნდა იყვნენ მზად ამ შესაძლო რეალობისათვის, რათა აღმოფხვრან პრობლემები, რომლებიც ცუდად გამართული მომარაგების სისტემით, ანდაც არათანამიმდევრული მოქმედებებით იქნება გამოწვეული, – განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა. „ეს ზამთარი შესაძლოა, იქცეს ისტორიულ გამოცდად ევროპული სოლიდარობისა – მარცხი სრულიად მიუღებელია, რადგან ამ მარცხს გავლენა გაცილებით ფართო სპექტრზე ექნება, ვიდრე მხოლოდ ენერგოსექტორია“.

Previous Post

ევროკავშირმა გაზის მოხმარების შესამცირებლად შეთანხმებას მიაღწია

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „ელგიმ“ მზის პანელები დაამონტაჟა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result