Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჯილდო — 50Best

by Davit Tsiramua
July 20, 2022
in Lifestyle, ბიზნესი, ინდუსტრია, მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჯილდო — 50Best
0
SHARES
0
VIEWS

წელს, უკვე მეოცედ, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანი დასახელდა. ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული რეიტინგი ლონდონში შედგა.

იდეა, შედგენილიყო იმ ადგილების სია, სადაც მსოფლიოში საუკეთესო საჭმელი მზადდება, ბრიტანეთში, საკვებისა და რესტორნების მიმართულებით მომუშავე ჟურნალისტებს გაუჩნდათ. დაჯილდოების პირველი ცერემონია 2003 წელს ლონდონში გაიმართა. კონცეფცია მარტივი იყო და ასეთივე დარჩა: ანონიმური ექსპერტები მთელი მსოფლიოდან კვების ამა თუ იმ გასტრონომიულ სივრცეს ხმას კონფიდენციალურად აძლევენ, შემდეგ კი შედეგები ჯამდება. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და ნამდვილი დღესასწაულია. ის სხვადასხვა ქალაქში ტარდება. ლონდონთან ერთად, უკვე გაიმართა ნიუ-იორკში, მელბურნში, ბილბაოში, სინგაპურსა და ანტვერპენში.

მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის რეიტინგში მოხვედრა დღეს ყველაზე საპატიო აღიარებად მიიჩნევა. ეს რეიტინგი რესტორნისთვის პრესტიჟულობით მიშლენის ვარსკვლავის ფლობასაც კი აღემატება. ამას თავისი მიზეზი აქვს: თუ მიშლენის საოცნებო ვარსკვლავი თავის თავში კონსერვატიულობას, კონკრეტულ ჩარჩოებს გულისხმობს, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის რეიტინგში მოსახვედრად მსგავსი წინაპირობები არ არსებობს. ბრიტანელებს, რომლებმაც ეს რეიტინგი დაახლოებით ოცი წლის წინ შექმნეს, არანაირი შეზღუდვა არა აქვთ. აქ უმთავრესი პირობა – კრეატიულობაა. არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რასაც გასტრონომიული სივრცე უნდა მოერგოს.

ამ რეიტინგის შესადგენად მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორნის დაჯილდოების ორგანიზატორებს ყოველწლიურად 1000-ზე მეტი შემფასებელი ჰყავთ. ისინი უკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულ ადამიანებს, რომლებმაც რეალურად კარგად იციან თავიანთი საქმე და იწვევენ მათ შემფასებლებად.

მთელ ამ პროცესში ზედმიწევნით დაცულია გენდერული ბალანსიც: მაგალითად, ღონისძიება ერთდროულად მიჰყავთ ქალს და მამაკაცს;  სამზარეულოშიც მზარეულებს ანალოგიურად ასაქმებენ.  . ამას რესტორნის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. სწორედ ამ ყველაფერზე ორიენტირებულობამ და უშუალობამ გახადა ეს რეიტინგი ასეთი პოპულარული. დღეს ნებისმიერ შეფ-მზარეულს ურჩევნია, ამ რეიტინგში მოხვდეს, ვიდრე თუნდაც მიშლენის 3 ვარსკვლავი ჰქონდეს. მეტიც, არიან ისეთებიც, ვინც სხვადასხვა მიზეზით, თავის დროზე მიღებული მიშლენის ვარსკვლავი დააბრუნა, მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის  მოხვედრა კი მიზნად აქვს ქცეული.

ევროპაში მაღალი კლასის რესტორნები კულტურის ნაწილია, იქ ყველამ იცის ამ რეიტინგის შესახებ, საშუალო და მაღალი შეძლების მომხმარებლები სწორედ ამ პლატფორმას იყენებენ როგორც უტყუარ რეკომენდაციას. შედიან ვებგვერდზე და ამის მიხედვით ირჩევენ რესტორანს. უფრო მარტივად აღსაქმელი რომ იყოს, მაგალითად, სინგაპურში ამ რეიტინგის 100-ეულში 93-ე ადგილზე მოხვდა ერთ-ერთი რესტორანი და მან იმ წელს 650 პროცენტით მეტი ივაჭრა, ვიდრე სხვა წლებში, არადა, ეს რესტორანი უკვე  12 წლის გახსნილი იყო.

ცალკე სალაპარაკოა დაჯილდოების ცერემონიაც. ალბათ არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ სანახაობას სათანადოდ აღწერს. მე ამ ღონისძიებას სინგაპურში ვესწრებოდი და ეს იყო ყველაზე ძვირად ღირებული, ყველაზე შთამბეჭდავი შოუ, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინო. ცალკე პლანეტა!

იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოში ტურიზმი ისე განვითარდება, რომ ფინანსურად შეძლებული ქვეყნებიდან მეტი და მეტი სტუმარი გვეყოლება და გაჩნდება მოთხოვნა – გაიხსნას ისეთი გასტრონომიული სივრცეები, რომლებიც მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის მოხვდება.

Previous Post

სურსათით ვაჭრობის აღსადგენად EU რუსულ ბანკებზე სანქციების შერბილებას გეგმავს

Next Post

ევროკავშირის ენერგეტიკული დამოკიდებულების ვიზუალიზაცია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ევროკავშირის ენერგეტიკული დამოკიდებულების ვიზუალიზაცია

ევროკავშირის ენერგეტიკული დამოკიდებულების ვიზუალიზაცია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result