Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბათუმი იმპერიათა გზაგასაყარზე

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ისტორია
0
ბათუმი იმპერიათა გზაგასაყარზე
0
SHARES
0
VIEWS

რეგიონის ერთ-ერთი მთავარი საპორტო ქალაქი მულტიკულტურული ბიზნესისტორიით გამოირჩევა. მეცხრამეტე საუკუნის მიჯნაზე ბათუმში როტშილდებისა და ნობელების ინტერესები გადაიკვეთა.

ქართულ პორტებს რთული ისტორია აქვთ. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა ბათუმს, ფოთსა და სხვა მცირე ზომის პორტებს, მოწინავე საექსპორტო/ საიმპორტო ქალაქები გამხდარიყვნენ. ამისთვის კი რეგიონში სტაბილური გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო საჭირო. სწორედ ამ უკანასკნელი კომპონენტის დეფიციტი შეინიშნებოდა საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში.

ნაწილობრივ ხერხდებოდა საქართველოს პორტების პოტენციალის სწორად გამოყენება, როდესაც მას უცხო ძალა ეუფლებოდა. ასე მოხდა რუსეთის იმპერიის შემთხვევაშიც, როდესაც 1877-1878 წლების რუსეთ- თურქეთის ომის შედეგად, ქალაქი ბათუმი საქართველოს ტერიტორიას დაუბრუნდა. დაიწყო პორტის ტრანზიტის- თვის გამოყენება. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1870-იან წლებში ბაქოში აღმოჩენილი ნავთობი, რომლის ტრანსპორტირების საჭიროება დადგა კასპიიდან ევროპაში. უმოკლესი გზა კი მხოლოდ საქართველოზე გადიოდა.

ბათუმი მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში ეკონომიკურად აქტიურად ვითარდებოდა. მაგალითად, 1899 წლისათვის ბათუმში 366 საწარმო ირიცხებოდა. მათი მესაკუთრეები იყვნენ ბერძნები, თურქები, სპარსელები, პოლონელები, ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები და იტალიელებიც კი. 1902 წლის მონაცემებით, ბათუმიდან 285 ნავთითა თუ ნავთობით დატვირთული გემი გავიდა, რაც ჯამში 54 573 000 ფუთს შეადგენდა. 1908 წლის ტვირთბრუნვის მიხედვით ბათუმი პეტერბურგისა და ოდესის პორტების შემდეგ 42,9 მილიონი ფუთის ტვირთბრუნვით მესამე ადგილზე იყო რუსეთის იმპერიაში.

1902 წლისთვის ბათუმში ოპერირებდა გემით მომსახურე 24 საზოგადოება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისური, ფრანგული თუ გერმანული წარმომავლობის იყო. თუმცა იყვნენ ისეთებიც, როგორიც არის “ბელგიური ანონიმური საზოგადოება” თუ როტერდამიდან ნავთმზიდი ამერიკული საზოგადოება.

1901 წლისთვის ბათუმში აკრედიტებული იყო თურქეთის, ინგლისის, საბერძნეთის, იტალიის, იაპონიისა და სპარსეთის საკონსულოები. გარდა ამისა, ბათუმში წარმომადგენლები ჰყავდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ბელგიას, გერმანიას, ნიდერლანდს, ავსტრია-უნგრეთსა და ნორვეგია- შვედეთს.

1903 წელს ამერიკაში, ტეხასში, აღმოაჩინეს ნავთობის დიდი საბადოები, დაიწყეს მათი ექსპლუატაცია და 1907 წლისათვის აშშ-მ ნავთობის მოპოვების მასშტაბებით რუსეთსაც გაუსწრო. 1903 წელს ნავთობსაბადოები აღმოჩენილ იქნა ინდოეთში, ბირმასა და ინდოეთის ჩრდილო- აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია ასამში, რამაც ამ მხრივ ბათუმის მომავალი განვითარება შეაფერხა.

თუმცა ზემოთ მოყვანილი ბათუმის ზოგადი ინდუსტრიული განვითარების სურათიდან, დავუბრუნდეთ უშუალოდ ნავთობის თემას. ბაქოდან ბათუმში ნავთობის გადატანის საშუალებების შეცვლა (ხელით გადატანიდან მატარებლებზე გადასვლა) იმდენად მწვავედ დადგა მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში, რომ ბაქოდან ბათუმში რკინიგზის გაყვანის საკითხის განხილვა დაიწყეს.

ბაქო- თბილისი- ბათუმის რკინიგზის აშენებაში 10 მილიონი ამერიკული დოლარი როტშილდებმა ჩადეს. მათ ასევე გამოყვეს კრედიტები მცირე ნავთობგადამმუშავებელი საწარმოების შესაქმნელად.

ამ ტერიტორიაზე გადაიკვეთა როტშილდებისა და ნობელების ინტერესი. ვითარება დაიძაბა 1882 წელს, წინა წელს იმპერატორ ალექსანდრ II-ის მკვლელობის შემდეგ, როდესაც საიმპერატორო დეკრეტით ებრაელებს რუსეთის ტერიტორიაზე მიწის ყიდვა ან დაქირავება აეკრძალათ. თუმცა კანონს დიდი გავლენა არ მოუხდენია როტშილდების გეგმებზე და 1883 წელს ბაქო-თბილისის რკინიგზა გაიხსნა. როტშილდებმა 1886 წელს ხელთ იგდეს ცნობილი რუსი მეწარმეების, ბუნგეს და პალაშკოვსკის კომპანია “Societé Commerciale et Industrielle de Naphte Caspienne et de la Mer Noire” (კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია), უფრო ცნობილი რუსული აბრევიატურით – БНИТО.

როტშილდებმა ბათუმში ასევე დაარსეს ნავთობის ექსპორტისთვის გათვალისწინებული თუნუქის ბიდონებისა და მათი ჩასაწყობი ყუთების დამამზადებელი ქარხანა, რომელშიც 469 ადამიანი მუშაობდა. წელიწადში ქარხანა 2,8 მილიონ ცალ ნავთის ტარას აწარმოებდა. როტშილდების ქარხანაში იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე ტექნოლოგიები იყო გამოყენებული – ისეთი, როგორიც არის ორთქლის ძრავა.

ნავთის ტარის წარმოებაში როტშილდებს მძლავრი კონკურენცია გაუწიეს ქართველმა მეწარმეებმა. მაგალითად, 1885 წელს ბათუმში რიხნერმა (1889 წლიდან ალექსანდრე მანთაშევის საკუთრებაში გადავიდა) და სიდერიდისმა ორთქლის ძრავაზე აწყობილი ორი ქარხანა გახსნეს, სადაც 30-მდე მუშა იყო დასაქმებული.

1887 წელს კონკურენცია როტშილდებთან უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წვრილი საწარმო შეიქმნა ხაჩატურიანცის (რომლის საწარმო პროდუქციით ნობელებს ამარაგებდა), მანთაშევისა და ძმები ცოვიანოვების მიერ. ამრიგად, მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ბათუმში მხოლოდ ნავთის ტარის 5 ქარხანა/ საქარმო არსებობდა. ყველა მათგანი აღჭურვილი იყო მექანიკური სახელოსნოებით, სახერხი საწარმოებითა და საქვაბე განყოფილებებით.

ჯამში, მუშათა რაოდენობა ამ ქარხნებში/ საწარმოებში 2000 ადამიანზე მეტი იყო. პროდუქციის ღირებულება 7,4 მილიონ მანეთს აღწევდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გახლდათ. რაც შეეხება პროდუქციის რაოდენობას, მაგალითად, 1898 წლისთვის დაახლოებით 22 მილიონი თუნუქის ყუთი, ხოლო მათ ჩასაწყობად 11 მილიონზე მეტი ხის ყუთი დამზადდა.

ასევე ნიშანდობლივია კიდევ ერთი ფაქტი ბათუმის შესახებ. 1900 წლისთვის პორტის საწარმოებში (ნავთის ტარის წარმოების გარდა) ხდებოდა ნავთობის გადასხმა საქაჩების მეშვეობით. არსებობდა 17 ორთქლის მანქანა 653 ცხენის ძალის სიმძლავრისა. იქვე მოქმედებდა რამდენიმე დინამომანქანა.

ასეთი იყო მე-19-20 საუკუნეების მიჯნის ბათუმის პორტის ძირითადი მახასიათებლები. პორტი, სადაც კონცენტრირებული იყო მსხვილი ევროპული კომპანიები და ის ქართული საწარმოები, რომლებიც მათ ხანდახან საკმაოდ მძლავრ კონკურენციას უწევდნენ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში გამოიკვეთა მსხვილი კომპანიების მიერ პატარა კონკურენტების შესყიდვის დინამიკა. ფაქტობრივად, პირველი მსოფლიო ომის დაწყების პერიოდისთვის, ზოგადად ბათუმის და განსაკუთრებით კი მისი პორტის ინდუსტრიული პოტენციალი მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების ხელში აღმოჩნდა.

Previous Post

Через 2.5 года сумма от продаж квартир достигнет $1.1 млрд – самые дорогие районы Тбилиси

Next Post

“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ “მინი ქალაქს” ააშენებს

მაგდა დოლიძე

Next Post
“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ “მინი ქალაქს” ააშენებს

“ალიანს ჯგუფი” ბათუმში პირველ ენერგოეფექტურ “მინი ქალაქს” ააშენებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Популярный способ: kraken ссылка для безопасного доступа

აგვისტო 15, 2026

Recent News

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Популярный способ: kraken ссылка для безопасного доступа

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result