Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე კულტურა

გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
გურამ შავდიას სოლო გამოფენა თიბისი კონცეპტის სივრცეში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, მასპინძლობს გურამ შავდიას სოლო გამოფენას  „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ გამოფენა გაიხსნება 15 ივნისს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისამდე.

გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის – ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და  გადაარჩინა.

ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.

მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.

„ეს ომი ჩემი ნაწილი გახდა, – იქ ჩემი უახლოესი ადამიანი და მეგობარი იბრძვის“.

ომის თემაზე შექმნილი გურამ შავდიას ნამუშევრები განყენებული მოცემულობების ფიქსაციაა და არა ომის ბრუტალურობისა და  სისასტიკის ბანალური ვიზუალიზაცია.

ომმა დაგვანახა, რომ ადამიანთა ცხოვრება მყიფეა და ყოველ წუთს შეიძლება დაიმსხვრეს. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, არჩევანი გააკეთოს სიცოცხლის მნიშვნელობაზე და უთხრას ცხოვრებას დიახ!

2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, –  მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში.  სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა.

2020 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა:

2022 – “შინ მეგობრებთან“, კურატორი Mental Space, CCA, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-„თბილისი“, თბილისი
2022 – “ნიშნების მთა“, ნატალია ჰაგის გალერეა, იზრაელ ატენთან და ამადეუს ცერტასთან ერთად,  კიოლნი, გერმანია
2020 – “იცნობდე შენს მეზობელს”, Oxygen 2020, კურატორი ირენა პოპიაშვილი, სასტუმრო სტამბა, თბილისი
2014 წელს გურამ შავდია მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო ბიენალეში “New Talents 2014“, კურატორი იოხენ ჰოიფელდერი, კიოლნი, გერმანია.

2013 – თიბისი ბანკისა და გერმანიის საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის (DEG) ერთობლივი პროექტი TOUCH GEORGIA, კიოლნში, სადაც გურამ შავდია ცნობილ და ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გამოიფინა.

დღევანდელი გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.

გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

ასევე, 18 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან გურამ შავდიასთან, გამოფენის კურატორ ქეთევან კორძახიასთან და ფილოსოფოს ლევან შატბერაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ  გურამ შავდიას შემოქმედებაზე და გამოფენის კონცეფციაზე თუ რატომ ციტირებს ხელოვანი  ვიქტორ ფრანკლინის წიგნის სათაურს  „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას“.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/

Previous Post

ექსპერტების პროგნოზით, წლის ბოლომდე რუსეთს 15 ათასი მილიონერი დატოვებს

Next Post

Guram Shavdia’s Solo Exhibition at TBC Concept Flagship – “Yes to Life: In Spite of Everything”

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

თიბისი ბიზნესი მცირე მეწარმეებს მათ მოთხოვნებზე მორგებულ დაკრედიტებას სთავაზობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result