Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჯონი დეპის იურისტი, კამილ ვასკესი Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა

by იზა გვარამაძე
June 8, 2022
in მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ჯონი დეპის იურისტი, კამილ ვასკესი Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა
0
SHARES
0
VIEWS

ჯონი დეპსა და ემბერ ჰერდს შორის გამართული გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი იურისტი, კამილ ვასკესი იურიდიული კომპანია Brown Rudnick-ის პარტნიორი გახდა, – დაწინაურების შესახებ განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. Brown Rudnick-ს კამილ ვასკესი 2018 წელს შეუერთდა, სასამართლო დავებისა და საარბიტრაჟო მიმართულებით. საერთო ჯამში, კამილ ვასკესს გახმაურებული სასამართლო დავების წარმართვის ათზე მეტი წლის გამოცდილება აქვს დაგროვილი, მათ შორის ცილისწამების, საკონტრაქტო და დასაქმებასთან დაკავშირებული დავების მიმართულებით.

„პარტნიორის რანგში კამილის ხილვა ძალიან გვახარებს“, – განაცხადა Brown Rudnick-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა. „ისტორიულად, ასეთ სიახლეებს ფისკალური წლის ბოლოს ვაცხადებთ, მაგრამ კამილის გამოსვლამ ჯონი დეპის სასამართლო პროცესის დროს მთელი მსოფლიო დაარწმუნა, რომ ის ამ ნაბიჯისთვის ახლაც მზად იყო. კამილით ძალიან ვამაყობთ და ერთი სული გვაქვს ვნახოთ, თუ რას მიაღწევს ის ჩვენი უახლესი პარტნიორის რანგში“.

„მოხარული ვარ, რომ პარტნიორად გამოცხადების საკითხზე Brown Rudnick-მა სრული ნდობა გამომიცხადა. ძალიან ამაყი ვარ იმ საუცხოოდ ნიჭიერი გუნდით, რომლის ხელმძღვანელობის პრივილეგია მქონდა – ეს ჯგუფი გუნდური მუშაობისა და კოლაბორაციის ნათელი მაგალითია“, – განაცხადა კამილ ვასკესმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Brown Rudnick-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იურიდიული კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში – U.S. News & World Report-ის ინფორმაციით, ის რიგით მე-10 იურიდიული ფირმაა ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის გახმაურებული სასამართლო დავა 1-ელ ივნისს დასრულდა. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჯონი დეპმა სასამართლოზე წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა ემბერ ჰერდის მხრიდან განზრახული ცილისწამების ფაქტი – საუბარია ჰერდის ავტორობით 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპედზე. მართალია,  ემბერ ჰერდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით ცილისწამებისთვის $10 მილიონის, ხოლო სადამსჯელო ზომის სახით $5 მილიონის გადახდა დაევალა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შტატ ვირჯინიის კანონმდებლობით, სადამსჯელო ზომების განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობა $350 ათასს შეადგენს, მოსამართლემ $5-მილიონიანი სასჯელი $350 ათასამდე შეამცირა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ ემბერ ჰერდის სარჩელის ერთი ნაწილი მაინც დააკმაყოფილა – მათი თქმით, ჯონი დეპის ყოფილმა ადვოკატმა, ერთ ეპიზოდში, ემბერ ჰერდს ცილი დასწამა. შედეგად, ჯონი დეპს ემბერ ჰერდისადმი კომპენსაციის სახით $2 მილიონის გადახდა დაევალა.

Previous Post

სტრადივარის ვიოლინო შესაძლოა, Christie’s-ის აუქციონზე $11 მილიონად გაიყიდოს

Next Post

პოლონეთმა უკრაინასთან $650 მილიონის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი გააფორმა

იზა გვარამაძე

Next Post
პოლონეთმა უკრაინასთან $650 მილიონის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი გააფორმა

პოლონეთმა უკრაინასთან $650 მილიონის ღირებულების სამხედრო კონტრაქტი გააფორმა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result