Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Social Impact Award 2022 – კონკურსი სოციალური მეწარმეებისთვის განაცხადებს იღებს

by Forbes.ge
October 8, 2025
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Social Impact Award 2022 – კონკურსი სოციალური მეწარმეებისთვის განაცხადებს იღებს
0
SHARES
0
VIEWS

Impact Hub Tbilisi-ის მიერ ორგანიზებული, სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა Social Impact Award-ის საკონკურსო ნაწილი დაიწყო!

პროექტი საქართველოში უკვე მეექვსე წელია, ტარდება და მისი მიზანია ახალგაზრდების განათლება სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021 გამარჯვებული გუნდები

პროგრამის პირველი ეტაპი, სამუშაო სესიები,  რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე, უკვე დასრულდა.

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 6 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომლებიც მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებენ Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს ვენაში (ავსტრიაში) გაიმართება.

თიბისის სტარტაპერი მე-2 წელია Social Impact Award-ის მხარდამჭერია.

„თიბისი ჩვენი ძალიან ერთგული მხარდამჭერი და მეგობარია. ძალიან გვიხარია, რომ გვყავს ასეთი ძლიერი პარტნიორი, რომელიც იზიარებს სოციალური მეწარმეობის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, თიბისი არ არის მხოლოდ შორს მდგომი პარტნიორი, არამედ მთელი თავისი არაჩვეულებრივი გუნდით და რესურსით ჩართულია და გვეხმარება საერთო მიზნების უკეთ მიღწევაში. ზოგადად სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და ამ კონცეფციის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს. მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს, მივცეთ სტიმული და შესაძლებლობა, თავიანთი ინოვაციური და საინტერესო მიდგომებით, ჩაერთონ აქტუალური სოციალური პრობლემების გადაჭრაში. ასეთი პროგრამები, სწორედ ამ მიზნის მიღწევის საშუალებაა,“

Impact Hub Tbilisi-ს დამფუძნებელი, ქეთი ებანოიძე.

ქეთი ებანოიძე

იმფაქთ ჰაბ თბილისმა პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო. 6 წლის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1200+ სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან; ინკუბაცია გაიარა 130-მდე ახალგაზრდამ (40 გუნდი), გამოვლინდა 20 გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გადაეცა დაფინანსება სოციალური ბიზნესსაქმიანობის წამოსაწყებად. ყველა გამარჯვებული პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Charge X Social Impact Award-ის 2021 წლის გამარჯვებული კომპანიაა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში ელექტრომობილების დამტენებს აწარმოებს. კონკურსში Charge X-ის სამკაციანი გუნდი ელექტრომობილების დამტენების ქირაობა-გაქირავების პლატფორმის შექმნის იდეით მივიდა.

„ჩვენი იდეა იყო, არსებული ბიზნესის გვერდით, შეგვექმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება იქირაოს, ან გააქირაოს ელექტრო მოწყობილობების დამტენები. მენტორებთან ორთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად ეს იდეა ჩამოვაყალიბეთ მისი საბოლოო სახით. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის განმავლობაში, ექსპერტებთან მსჯელობის, პროექტის სხვა მონაწილეებთან აზრების გაცვლის, გარედან დანახული დეტალების გათვალისწინების შედეგად, თავდაპირველმა იდეამ სახე იცვალა – ბევრი დეტალი ამოვარდა, ბევრი დაემატა და საბოლოო ჯამში მივიღეთ ბიზნესგეგმა, რომელიც თავის თავში ბევრ მნიშვნელოვან პუნქტს მოიცავს. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანი და ამიტომ ვურჩევთ ყველა ახალგაზრდას, ვისაც აქვთ ბიზნესიდეა სოციალური მიმართულებით, ჩაერთონ პროექტში და მიიღონ მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც საშუალებას მისცემს მათ, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად.“

Charge X -ის დამფუძნებელი, დავით ხასია.

დავით ხასია

2021 წლის პროექტის კიდევ ერთი გამარჯვებულია კომპანია „ბუტკო“ – მცენარეების პირველი სასტუმრო საქართველოში, რომელიც იტოვებს, უვლის, მკურნალობს მცენარეებს და ამასთანავე, უფასო კონსულტაციას უწევს თავის მომხმარებელს. ახალი იდეა – კომუნა, რომელიც გააერთიანებს და გააძლიერებს მცენარეთა მოყვარულებს – უკვე დამუშავების პროცესში იყო, როდესაც „ბუტკოს“ დამფუძნებლებმა Social Impact Award-ის შესახებ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიგეს და კონკურსში განაცხადი შეიტანეს.

„მთელი პროცესის განმავლობაში გვყავდა მენტორი, რომელიც ნებისმიერ საკითხში გვერდში გვედგა, გვაძლევდა ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს. მენტორშიფის გარდა, რაც ამ პროექტის ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია, Social Impact Award-ის ინკუბაციის პერიოდი მოიცავდა ლექციების ციკლს ბრენდინგზე, ფინანსურ და იურიდიულ საკითხებზე, ფიჩინგზე. ლექციები შეეხო თემებს, როგორიცაა ბიზნეს მოდელი, თარგეთინგი, მარკეტინგი. ამ თემებზე დეტალურმა მსჯელობამ, მიგვახვედრა, როგორ უნდა გვექცია ეს იდეა ჯერ ბიზნესმოდელად, შემდეგ პროდუქტად თუ სერვისად. რეალურად ნულიდან დავიწყეთ იდეაზე მუშაობა, პროექტის დასრულების შემდეგ კი უკვე გვქონდა დახვეწილი ბიზნეს გეგმა, საკომუნიკაციო გეგმა, მარკეტინგული გეგმა. გარდა ამისა, ამ პროექტს ჰყავს მსოფლიო აუდიტორია, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით დისტანციურად. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ეს შესაძლებლობაც – ვესაუბრო გერმანელს, დანიელს თუ რუმინელს და მოვისმინო მათი აზრები ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ანუ ეს კომუნა გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ საზღვრებს გავცდეთ და სხვა სივრციდან შევხედოთ ჩვენს ბიზნესს.“

„ბუტკოს“ თანადამფუძნებელი, არჩილ ღოღობერიძე.

არჩილ ღოღობერიძე

Social Impact Award-ი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. დაინტერესებულმა მონაწილეებმა სოციალური ბიზნესიდეები, პროექტის სახით, ონლაინ პლატფორმაზე უნდა წარადგინონ: link.tbc.ge/SIA-register.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 29 მაისი.
Previous Post

საქართველოს ბანკი და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ

Next Post

პრემიერ-მინისტრმა უმდიდრესი ინდოელი მილიარდერი, გაუტამ ადანი საქართველოში მოიწვია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
პრემიერ-მინისტრმა უმდიდრესი ინდოელი მილიარდერი, გაუტამ ადანი საქართველოში მოიწვია

პრემიერ-მინისტრმა უმდიდრესი ინდოელი მილიარდერი, გაუტამ ადანი საქართველოში მოიწვია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result