Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა გვითხრა კრისტინ ლაგარდმა

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
რა გვითხრა კრისტინ ლაგარდმა
0
SHARES
0
VIEWS

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი პირველი ქალი ხელმძღვანელია ამ თანამდებობაზე, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.

ლაგარდი Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიაში მესამე ადგილზეა. ის ფინანსურ და ეკონომიკურ რეკომენდაციებს აძლევს მსოფლიოს 189 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, რუსეთსა და ბრიტანეთს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლაგარდი სტუდენტებს შეხვდა, რომლებთან საუბარიც სამი რჩევით დაიწყო:

“გახსოვდეთ ეს 3 ფაქტორი სიტყვით გამოსვლისას: თუ გინდათ რომ დაგინახონ მაშინ დადექით ფეხზე; თუ გსურთ რომ მოგისმინონ, ისაუბრეთ ხმამაღლა; თუ გინდათ რომ დაგაფასონ ისაუბრეთ მოკლედ”.

IMF-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, საქართველო ბევრ გამოწვევას გაუმკლავდა და ქვეყნის ისტორიაში ახალი თავი ეკონომიკური ჭრილობებით დაიწყო.

“საქართველო დღეს დიდ ტრანსფორმაციას განიცდის. გეგმიური ეკონომიკა იცვლება ახალი ეკონომიკით: იზრდება ვაჭრობა, იქმნება მეგობრული ბიზნეს გარემო, – ეს ტრანსფორმაცია კი მუხლჩაუხრელი მუშაობის შედეგია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს”, – ამბობს ლაგარდი და დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკასა და ისტორიაში ერთ-ერთი პირველი თავი მაშინ დაიწერა, როდესაც ქვეყანაში ღვინის წარმოება დაიწყო.

“ყურძნის მოსავალი ყოველ წელს კარგი არაა. ზოგიერთ წელს ის კარგია, ზოგიერთ წელს კი არა – სწორედ აქ იჩენს თავს კრეატიულობა და ინოვაციურობა. საქართველო ძლიერი უნდა იყოს, რათა გაუძლოს როგორც კარგ წელს, ისევე ცუდს”.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ უფრო ცოცხალი ეკონომიკა ჰქონდეს? – “დღეს საქართველოს კარგი ეკონომიკური მოსავალი აქვს. ბოლო ათი წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი შემციდრა, სიცოხლის ხანგრძლივობა კი გაიზარდა”, – ამბობს ლაგარდი და ხაზს უსვამს რომ საქართველოს ეკონომიკა სუსტია გარე შოკების მიმართ.

“არის ესეთი გამოთქმა: “იჩქარე ნელა“. ეს გამოთქმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესს კარგად ერგება. ქვეყანაში უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება დაუცველ მდგომარეობაში აყენებს შინამეურნეობებს. ნაბიჯებია გადასადგემელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ასევე ადგილობრივი ობლიგაციების გამოშვების კუთხით.

კიდევ ერთი საკითხია ვალის შემცირება, განსაკუთრებით საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობაში. მდგრადი დაკრედიტების სისტემა ქვეყანას ძალიან წაადგება. აუცილებელია მწყობრი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა და ეს საფრთხე არის უთანაბრობა. საქართველოში ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა არაა. ზოგი შემეკამათება, თუმცა მე ვიტყვი რომ გავლენა მდგრად განვითარებაზე ამ ჭრილში საკმაოდ მაღალია“.

რა უნდა გაკეთდეს საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის? კითხვაზე საპასუხოდ ლაგარდი 3 ფაქტორს ასახელებს: სამუშაო ადგილების შექმნა, პროდუქტიულობა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა.

“საქართველოში მშპ-ს გრძელვადიანი ზრდის პროგნოზი 5.2%-ია. თუ მას მსაზღვრელად ავიღებთ ქვეყანას 10 წელი დასჭირდება, რომ ცხოვრების ევროპულ სტანდარტს დაუახლოვდეს. სწორი პოლიტიკაა საჭირო რათა ეს პერიოდი შემოკლდეს. აქ არის საჭირო კრეატიული აზროვნება. ახალი ინგრედიენტები გვჭირდება. ესეთია მაგალითად ინფრასტრუქტურა. მე ვიცი რომ საქართველო ბევრს მუშაობს რათა სატრანსპორტო ჰაბად იქცეს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების საფუძველზე ივაჭრებთ ბარიერების გარეშე, თუმცა თუ არ გექნებათ გზები ვერ ივაჭრებთ, ამიტომ ორივე კომპონენტი მნიშვნელოვანია“.

“ჩვენ გვჭირდება ტვინებს შორის კავშირები“, – ამბობს ლაგარდი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ინვესტიციების შემოსვლის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი მუშახელის არარსებობაა.

“ყველა ამბობს, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, თუმცა პრობლემა ისაა რომ საჭირო კადრებს ვერ პოულობენ. ადამიანებმა უნივერსიტეტის ხარისხის გარეშეც უნდა შეძლონ დასაქმება. განათლების სისტემის რეფორმის შედეგი გრძელვადიანია, მოკლე პერიოდში კი შრომის ბაზრის კუთხითაა საჭირო ცვლილებები. აუცილებელია პროფსეიული განათლებით შრომის ბაზარზე არსებული დანაკლისი დაკმაყოფილდეს“.

კრისტინ ლაგარდმა ისაუბრა ეკონომიკაში ქალთა ჩართულობაზეც და აღნიშნა, რომ საქართველოში ზრდის ერთ-ერთი შემაფარხებელი ფაქტორი სწორედ ისაა, რომ უთანაბრობა ქალებსა და კაცებს შორის საკმაოდ მაღალია.

“საქართველოში ტალანტი დაუფასებელია. ქალთა ჩართულობა ძალიან მცირეა. ქართველი ქალები ძალიან ძლიერები არიან, მათი გვერდზე გაწევა არ შეიძლება. ეს წყვეტა უნდა ამოვავსოთ და შედეგად მეტ ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ. შოთა რუსთაველის ციტატას მოვიშველიებ“ ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია”.

კიდევ ერთ გამოწვევად ლაგარდი გადახდისუუნარობის კუთხით არსებულ სიტუაციას ასახელებს.

“საქართველოს შესანიშნავი შედეგები აქვს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, განსაკუთრებით ქრთამის აღების შემცირების კუთხით. საქართველოში არსებობს იმის შესაძლებლობა რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საჯარო მმართველობა. დამოუკიდბელი უნდა იყოს სასამართლო სისტემა. განათლებით იურისტი ვარ და ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანი გარემო.

ამ ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირება წამებში ხდება, ეს რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა ლიკვიდაციას დღეები, თვეები, წლები სჭირდება. იურისტებს ნამდვილად არ გაუმართლათ. ლიკვიდაციის პროცესი დასაახვეწია, ამით უმოქმედო სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა იზრდება“.

Previous Post

საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება – „ჩემი პირველი სახლი“

Next Post

Georgia – Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth

მაგდა დოლიძე

Next Post
Georgia – Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth

Georgia - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

Recent News

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result