Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები

by Davit Tsiramua
მაისი 17, 2022
in Forbes Crypto, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი კრიპტოსიახლეები
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული:Telegram-ს ემატება კრიპტოგადარიცხვები, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელიც ბიტკოინს ოფიციალურ ვალუტად აღიარებს, Gucci მომხმარებელს კრიპტოს გამოყენების საშუალებას მისცემს, Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების ინტეგრირებას გეგმავს,  ხოლო სტეიბლკოინი UST კოლაფსის წინაშეა. ამ და სხვა სიახლეებს ჩვენს ყოველკვირეულ კრიპტობლოგში მოვუყარეთ თავი.

Telegram-ს კრიპტოგადარიცხვები ემატება

ეს ახალი ფუნქცია საშუალებას მისცემს Telegram-ის მომხმარებლებს, ტონკოინი – ტელეგრამის კრიპტოვალუტა, საკომისიოს გარეშე გადარიცხონ. კომპანიის მიზანი კრიპტოვალუტის გადარიცხვის პროცესის გამარტივება და ყოველი ტრანზაქციის დროს გრძელი კრიპტომისამართების გამოყენების აუცილებლობის გაუქმებაა.

Telegram-ს თვეში 550 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მათთვის, განსაკუთრებით კი კრიპტოვალუტების გამოყენებით დაინტერესებული პირებისთვის, ახალი გადარიცხვების სისტემის დანერგვა სასიამოვნო სიახლე უნდა იყოს.

ექსპერტების შეფასებით, კომპანიის ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კრიპტოაქტივები  უფრო პოპულარული, ხოლო Telegram-ი სწრაფი და იაფი ტრანზაქციებისთვის ხელსაყრელი პლატფორმა გახადოს. ასეთ მომსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ტრანზაქციები ქვეყნებს შორის ხორციელდება და პლატფორმა უკვე ისედაც პლანეტის მასშტაბით ემსახურება მომხმარებელს.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელიც ბიტკოინს ოფიციალურ ვალუტად აღიარებს

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა გახდა მეორე ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი ოფიციალურ ვალუტად აღიარა. მანამდე იმავე ნაბიჯის გადადგმა შარშან სალვადორმა გადაწყვიტა.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყანა მდიდარია ოქროს და ბრილიანტის რეზერვებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მაინც ღარიბი და დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

კრიპტოვალუტების კანონის მიღებას, რომელიც კრიპტოაქტივებს ლეგალურს ხდის, პარლამენტის ყველა წევრი დაეთანხმა. ხელისუფლება თვლის, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ნაბიჯი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. მათ ასევე სჯერათ, რომ ეს კანონი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება.

Gucci მომხმარებელს კრიპტოს გამოყენების საშუალებას მისცემს

Gucci-ს ზოგიერთ მაღაზიაში საქონლის შეძენა კრიპტოვალუტის გამოყენებით ხდება შესაძლებელი. კომპანიის მენეჯმენტი მიზნად ისახავს ზაფხულში, კიდევ უფრო მეტ ფილიალში გააჩინოს მსგავსი ოფცია და ასევე გაზარდოს გამოყენებადი კრიპტოების ნაირსახეობა.

კრიპტოვალუტებით გადახდა მოხდება QR-კოდის მეშვეობით, რომელიც გადაეგზავნება მყიდველს და მომხმარებელი კრიპტოს გადარიცხვას მისი საშუალებით შეძლებს. გადახდა შესაძლო იქნება ათზე მეტი კრიპტოვალუტით. Gucci-ს მაღაზიები მიიღებენ ბიტკოინს, ბიტკოინ ქეშს, ეთერიუმს, შიბა ინუს, დოუჯკოინსა და კიდევ მრავალ ციფრულ აქტივს.

Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების ინტეგრირებას გეგმავს

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Instagram-ი პლატფორმაზე NFT-ების დამატებას გეგმავს. კომპანიის ეს ნაბიჯი კრიპტოს მოყვარულებისთვის სასიხარულოა, თუმცა იმ ხალხისთვის, ვინც თვალს ადევნებს Meta-ს გეგმებს ვირტუალური სამყაროს განსავითარებლად, მოსალოდნელი უნდა ყოფილიყო.

Meta-ს დამფუძნებელმა ბევრი დეტალი არ გაამხილა, თუმცა დაზუსტებით თქვა, რომ NFT-ები დაემატებოდა Instagram-ს, როდესაც მათი გუნდი ამ საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ სირთულეებს მოაგვარებდა.

“ჩვენ ვმუშაობთ, რომ ახლო მომავალში NFT-ები Instagram-ზე შემოვიტანოთ. დღეს არ ვარ მზად, რომ გამოვაცხადო, თუ რის დამატებას ვაპირებთ”, – განაცხადა ცუკერბერგმა. წინა ზაფხულს Instagram-მა უმასპინძლა “კრეატორების კვირას”, რაც სპეციალურად NFT-ის კრეატორებისათვის განკუთვნილი დახურული შეხვედრა იყო.

UST სტეიბლკოინის კოლაფსი

სტეიბლკოინი – UST, რომელიც მომხმარებელს სტაბილურ ფასს – $1 ჰპირდება, გაუფასურდა. ზოგადად სტეიბლკოინები უდიდეს როლს თამაშობენ კრიპტობაზარში. მათი მთავარი დანიშნულება ერთი კრიპტოვალუტის მეორეში მარტივი გადაცვლა და ტრანზაქციების გამარტივებაა.

UST არის სტეიბლკოინი, რომლის უკანაც დგას LUNA-ს ტოკენი. მთავარი განსხვავება ამ სტეიბლკოინსა და სხვ სტეიბლკოინებს შორის ის არის, რომ UST ალგორითმულია.  არსებული გადაცვლის მექანიზმის მიხედვით, $1-ის LUNA-ს გადაცვლა ყოველთვის შესაძლებელი უნდა ყოფილიყო $1 UST-ში. თუმცა კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, ამ მეთოდმა შეიძლება გრძელვადიანად ვერ გაამართლოს და როგორც ახლა გამოვლინდა, შესაძლოა ის სტაბილურობა, რომელსაც UST ჰპირდება მომხმარებელს, მალევე გაქრეს.

რადგანაც LUNA-ს საბირჟო ფასი UST-ის საბირჟო ღირებულებაზე დაბლა დაეცა, შესაძლოა, რომ $1 UST-ს გადაცვლა $1 LUNA-ში გართულდეს, ან შეუძლებელი გახდეს.

UST- ფასის ვარდნასთან ერთად, LUNA-ს ფასი 97%-ით დაეცა.

Previous Post

ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში – „ბიზნეს დიალოგი“

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result