Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტრანსფერ ფრაისინგი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ეკონომიკა
0
ტრანსფერ ფრაისინგი
0
SHARES
0
VIEWS

ტრანსფერ პრაისინგი საბაზრო ფასის განსაზღვრის პრინციპებს წარმოადგენს და არეგულირებს საქართველოს რეზიდენტ საწარმოსა და არარეზიდენტებს შორის განხორციელებულ ოპერაციებს (მაგალითად, უცხოურ დედა-კომპანიასა და ქართულ შვილობილ კომპანიას შორის საქონლის/მომსახურების მიწოდება, სესხის გაცემა). საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების პრინციპები სსკ-ის 126-129 მუხლებით  და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის #423 ბრძანებით რეგულირდება.

ტრანსფერ პრაისინგის პრინციპების სწორად გამოყენებისთვის საჭიროა სპეციალური ცოდნა და კვალიფიკაციის მაღალი დონე, რადგან არჩეული მეთოდებისა და მათი გამოყენების სისწორე ნაწილობრივ სუბიექტური შეფასების საკითხია და  დამოკიდებულია ამა თუ იმ პროფესიონალის კვალიფიკაციასა და მის მიერ აღნიშნული მიდგომების მყარ დასაბუთებაზე. ცნობილი გამოთქმის მიხედვით, მაღალი სუბიექტური ბუნების გამო, ტრანსფერ პრაისინგი არის ხელოვნება და არა – მეცნიერება.

ტრანსფერ პრაისინგის 5 ძირითადი მეთოდი არსებობს:

  • დამოუკიდებელი, შედარებადი ფასის მეთოდი (საქონლის ფასის შედარება იდენტური საქონლის რეალიზაციის ფასთან, შესადარებელ პირობებში, როდესაც რეალიზაცია დამოუკიდებელ პირებს შორის ხდება. ხაზი უნდა გაესვას, რომ ტრანსფერ პრაისინგის პირველი მეთოდი მსგავსი საქონლის ფასთან შედარებას ფაქტობრივად გამორიცხავს).
  • გადაყიდვის ფასის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა მთლიანი მარჟის სისწორის შემოწმების გზით).
  • ფასნამატის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა ფასნამატის სისწორის შემოწმების გზით).
  • წმინდა მარჟის მეთოდი (საბაზრო ფასის დადგენა წმინდა საოპერაციო მარჟის სისწორის შემოწმების გზით).
  • მოგების გაყოფის მეთოდი (კონტროლირებული ოპერაციის მხარეებს შორის მოგების სამართლიანად გაყოფა შესაბამისი კრიტერიუმის გამოყენებით).

სტატიაში ყველა მეთოდის დეტალურად აღწერა ვერ მოხერხდება, თუმცა წარმოდგენის შესაქმნელად მეოთხე მეთოდის გამოყენების მაგალითს მოვიყვან, ამასთან მოკლედ აღვნიშნავ, რომ ოპერაციის წმინდა მარჟის მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც, ფასის შემოწმების ნაცვლად, იმ კომპანიის მოგებიანობას ვამოწმებთ, რომელმაც კონტროლირებული ოპერაციები განახორციელა და რომელიც შესამოწმებლად ჩვენ ავირჩიეთ (შესაძლოა, შესამოწმებელ კომპანიად უცხოური კომპანიის არჩევა მოხდეს და  ქართული კომპანიის მოგება უცხოური საწარმოს მოგების კორექტირების მეშვეობით დაკორექტირდეს). თუმცა სანამ ამ მეთოდზე გადავიდოდეთ, აუცილებელია, დავასაბუთოთ პირველ, მეორე და მესამე მეთოდებზე უარის თქმის მიზეზი, რადგან გამოყენების იერარქიაში მათ უპირატესი ადგილი უკავიათ.

მეოთხე მეთოდის გამოყენების მაგალითია, როცა ქართული კომპანია ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირისგან შეიძენს მობილურ ტელეფონებს და გადაყიდის მას ქართულ ბაზარზე. კომპანია მხოლოდ აღნიშნულ საქმიანობას ეწევა და მისი წმინდა საოპერაციო მოგების მარჟა 2018 წელს 1,5%-ს შეადგენს.

ფასების შესადარებლად, საჭიროა,  რომ ხელმისაწვდომი იყოს საჯარო ინფორმაცია ყველა მოდელის ტელეფონის შესყიდვის ფასზე. გასათვალისწინებელია:

  • ტელეფონის ზუსტი მოდელი  
  • მწარმოებელი ქვეყანა  
  • გამოშვების თარიღი
  • შესყიდვის მოცულობა
  • ტრანსპორტირების პირობები და ა.შ.

აუცილებელია ყველა იმ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება, რომლებმაც შესაძლოა, შესასყიდი პროდუქციის ფასზე გავლენა იქონიოს.

დავუშვათ, რომ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო (რაც მოსალოდნელია), ასევე ვერ მოხდა მეორე და მესამე მეთოდების გამოყენება (რაც ასევე მოსალოდნელია) და გადავედით მეოთხე მეთოდზე, ამ შემთხვევაში შემმოწმებელმა უნდა მოახდინოს კომპანიის მიერ შესრულებული ფუნქციებისა და რისკების, ასევე მის მიერ კონტროლირებულ ოპერაციაში გამოყენებული აქტივების დეტალური ანალიზი და სპეციალურად შექმნილ მონაცემთა ბაზაში (მაგალითად, პროგრამა „ამადეუსი“)  უნდა მოძებნოს და გაფილტროს იმავე საქმიანობით დაკავებული კომპანიები, რომლებიც იმავე ფუნქციებს ასრულებენ და იმავე რისკებს უპირისპირდებიან. მაგალითად, თუ დავადგინეთ, რომ ჩვენი შესამოწმებელი კომპანია მარკეტინგულ საქმიანობას თავად ეწევა, ბაზრის, პროდუქტთან დაკავშირებულ და საკრედიტო რისკებს თავად ტვირთულობს, ისეთი შესადარებელი კომპანიები უნდა მოვძებნოთ, რომლებიც იმავე საქმიანობას ეწევიან საქართველოში ან მსგავს ქვეყნებში და ასევე ასრულებენ მარკეტინგის ფუნქციას და კისრულობენ ბაზრის, პროდუქტთან დაკავშირებულ და საკრედიტო რისკებს.

დავუშვათ,  რომ  მივიღეთ 9 ასეთი კომპანიის ფინანსური მონაცემებისგან შემდგარი დიაპაზონი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: 

კომპანიის სახელწოდება

რეგისტრაციის ქვეყანა

წმინდა საოპერაციო მარჟა

კომპანია 1

თურქეთი

2%

კომპანია 2

სლოვაკეთი

2.50%

კომპანია 3

პოლონეთი

3%

კომპანია 4

სლოვაკეთი

4%

კომპანია 5

თურქეთი

5%

კომპანია 6

ლატვია

5.50%

კომპანია 7

სერბეთი

6%

კომპანია 8

უკრაინა

6.50%

კომპანია 9

მოლდოვა

7%

იქიდან გამომდინარე, რომ შესამოწმებელი კომპანიის წმინდა საოპერაციო მარჟა დიაპაზონში არ მოხვდა, ჩაითვლება, რომ შესყიდვის ფასი არ გახლავთ საბაზრო და მარჟა გაუტოლდება მედიანას (დიაპაზონის შუა წერტილს), რომელიც აღნიშნულ მაგალითში არის 5%. შესაბამისად, შესამოწმებელი კომპანიის მოგება დაკორექტირდება და მოგების გადასახადის მიზნებისთვის ის იქნება 5%, ნაცვლად 1,5%-ისა.

უნდა აღვნიშნო, რომ 2017 წლის იანვრიდან ტრანსფერ პრაისინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ახალი მოგების გადასახადის პირობებში ფასის/მარჟის კორექტირებით წარმოშობილ სხვაობას მოგების გადასახადი პირდაპირ დაერიცხება ზარალისა და მოგების ფაქტობრივად გაცემის მიუხედავად.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

  • უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ შემმოწმებელს შემოწმებისას აღნიშნული საკითხი მხედველობიდან გამორჩება;
  • თუ ფასი საბაზროზე დაბალია, საკმაოდ მარტივი განსახორციელებელი და დასამტკიცებელია საგადასახადო დარიცხვა საგადასახადო ორგანოს მხრიდან;
  • როიალტისა და პროცენტის შემთხვევაში ვერ ვისარგებლებთ ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულებებით მონიჭებული საგადასახადო შეღავათებით გადახდილი თანხის იმ ნაწილზე, რომელიც საბაზროს აღემატება;
  • როგორც წესი, აღნიშნული საკითხი დაკავშირებულია მატერიალური ოდენობის საგადასახადო ვალდებულებებთან;
  • ტრანსფერ პრაისინგი მოითხოვს განსაკუთრებით მაღალ კვალიფიკაციას და წვდომას მონაცემთა სპეციალურ სისტემაზე,

აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ოპერაციების ფასის შეფასება „გაშლილი ხელის მანძილის“ პრინციპით (იმავე საბაზრო პრინციპით) მნიშვნელოვანია ფინანსური აღრიცხვის მიზნებისთვისაც. ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას  ხელმძღვანელობის მხრიდან მოითხოვება დასაბუთებული მტკიცების წარმოდგენა იმის შესახებ, რომ დაკავშირებული მხარის ოპერაცია “გაშლილი ხელის მანძილის პრინციპით” შესრულებული მსგავსი ოპერაციის ანალოგიური პირობებით განხორციელდა.

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტი, რომლისთვისაც ტრანფერ პრაისინგი აქტუალურია, ვალდებულია, მოამზადოს ტრანსფერ პრაისინგის სპეციალური დოკუმენტაცია და საგადასახადო ორგანოს მოთხოვნიდან 30 დღეში წარუდგინოს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ამ მოთხოვნამდე ტრანსფერ პრაისინგის დოკუმენტაცია უკვე გამზადებული უნდა იყოს, რადგან მისი სრულად მომზადება 30 დღეში უაღრესად რთული ამოცანაა.

დოკუმენტაციის 30 დღეში წარუდგენლობის შემთხვევაში სპეციალური ჯარიმა არ მოქმედებს, თუმცა კანონი მიუთითებს, რომ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო მტკიცების ტვირთი გადასახადის გადამხდელზე გადადის, რამაც შესაძლოა, ჯარიმაზე გაცილებით ნეგატიური ფისკალური შედეგები გამოიწვიოს. დოკუმენტაციის წარდგენის ვადის გახანგრძლივება ტრანსფერ პრაისინგის კანონმდებლობით არ არის დადგენილი, თუმცა არსებობს გარკვეული შანსი, რომ პრაქტიკაში ეს შესაძლებელი გახდეს, მცირეოდენი ხნით.

თუმცა აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადება გარანტიას არ იძლევა, რომ საგადასახადო ორგანო დარიცხვას აღარ აწარმოებს. დარიცხვა შესაძლოა მაინც განხორციელდეს, თუ დოკუმენტაციის შედგენისას ტრანსფერ პრაისინგის ყველა ნორმის დაცვა არ მოხდა და ის მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმნიშვნელოვანესია, რომ დოკუმენტაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალმა შეადგინოს, რომელსაც წვდომა აქვს სპეციალურ მონაცემთა სისტემაზე და არ არის მხოლოდ ორიენტირებული კომპანიის უკვე არსებული ფინანსური მონაცემების (საკმარისი საფუძვლის გარეშე) გამართლებაზე. სხვა შემთხვევაში, საგადასახადო დარიცხვა, დიდი ალბათობით, მაინც განხორციელდება და მომზადებული დოკუმენტაცია უსარგებლო აღმოჩნდება.

ამ შემთხვევაში ბალანსის დაცვაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაცია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით მოხდეს და დოკუმენტაციას არ ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, არამედ საფუძვლიანად ასაბუთებდეს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაცხადებული ფასი საბაზრო პრინციპის შესაბამისია.  

ტრანსფერ პრაისინგი საქართველოში საკმაოდ ახალი საგადასახადო საკითხია და მისი ცნობადობის დონე ჯერ კიდევ საგანგაშოდ დაბალია. დღესდღეობით იგი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საგადასახადო რისკს იმ პირებისთვის, რომელთაც ეს საკითხი ეხებათ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტები შესაბამის საგადასახადო კანონმდებლობას ან/და ჩემს საქართველოში მიღებულ და საერთაშორისო განათლებასა და სამუშაო გამოცდილებას ეფუძნება. მოცემული სტატიის მიზანი არ იყო საკითხის სიღრმისეული ანალიზი, თუმცა იმედი მაქვს, ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ ტრანსფერ პრაისინგის პრინციპებზე, მის მნიშვნელობაზე და გამოყენების წესებზე.  

ავტორის შესახებ: გელა ბარშოვი უდიტორული კომპანია TPsolution-ის მმართველი პარტნიორია. მანამდე ის გერმანული მულტინაციონალური კომპანიის სათავო ოფისში, ქალაქ ლაიპციგში, საერთაშორისო დაბეგვრის საკითხებში ექსპერტის პოზიციაზე, ასევე, სამაგისტრო პროგრამის პარალელურად, ქალაქ ვენაში საერთაშორისო აუდიტორულ კომპანაიაში ტრანსფერ პრაისინგის კონსულტანტად მუშაობდა. მან კარიერა დაიწყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, სადაც 2010-2017 წლებში იმუშავა.

Previous Post

საქართველოს ბანკმა Global Finance- ის ჯილდო მიიღო

Next Post

On June 7-9th Georgia will hold Mercedes-Benz Business Week for the first time

მაგდა დოლიძე

Next Post
On June 7-9th Georgia will hold Mercedes-Benz Business Week for the first time

On June 7-9th Georgia will hold Mercedes-Benz Business Week for the first time

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result