Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ლუდი? ვედრო მანეთად!

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
ლუდი? ვედრო მანეთად!
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ქარხნული ლუდის წარმოება გერმანელმა კოლონისტებმა დაიწყეს, მაგრამ მიუხედავად მაღალი წარმადობისა, პროდუქტი გუბერნიის საზღვრებს ვერ გასცდა.

საქართველოში ევროპული ლუდის წარმოების ისტორია 1850-იანი წლებიდან იწყება. ამ დარგის განვითარება ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში მცხოვრებ უცხოელებთან, გერმანელ კოლონისტებთან, რომლებიც მრავლად სახლობდნენ მე-19 საუკუნის ტფილისში.

ასე, მაგალითად, 1850 წელს გერმანელმა ლუიზა მადერმა დააარსა საწარმო, რომელიც შავ, შედარებით უხარისხო ლუდს ხარშავდა. მოგვიანებით, 1865 წელს, უფრო მაღალი ხარისხის მქონე ბავარიული ლუდის ჩამოსხმა დაიწყო ასევე გერმანელმა ფრიდრიხ ვეტცელმა. ეს ის ვეტცელია, რომელიც უფრო იმითაა ცნობილი, რომ 1897-1900 წწ მიხეილის პროსპექტზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი, N 103) პირველი კლასის სასტუმრო „ვეტცელი“ ააშენა. ვეტცელის ლუდის საწარმო დღევანდელ უზნაძის ქუჩაზე მდებარეობდა.

მომდევნო ათწლეულებში, როდესაც საქართველოში ფართოდ იკიდებდა ფეხს თანამედროვე საქარხნო ტექნოლოგიები, ასევე ვითარდებოდა ლუდის წარმოებაც.

იმავე მადერმა უკვე 1880-იან წლებში ააშენა ქარხანა, რომელშიც ხუთი ცხენის ძალის ორთქლის მანქანა მუშაობდა.

ქარხანაში მხოლოდ 16 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთაც დღეში 12-საათიანი სამუშაო გრაფიკის დაცვა ევალებოდათ. გამომუშავებული ლუდის რაოდენობა არცთუ ისე ცოტა იყო თბილისის მასშტაბებისთვის. მაგალითად, 1886-1896 წლებში მადერის ქარხანამ 48 000-52 000 ვედრო ლუდის წარმოება მოახერხა, რაც, დაახლოებით, 62 400-67 000 რუსული მანეთის ღირებულების იყო.

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ვეტცელმა 1868 წელს უფრო დიდი ქარხანა გახსნა, რომელშიც ასევე დიდი სიმძლავრის მქონე ერთი ორთქლის მანქანა იდგა და 16 მუშა იყო დასაქმებული. ვეტცელის ეს ქარხანა გამორჩეული იყო იმით, რომ მასში რამდენიმე სახეობის ლუდი (ბავარიული და შავი) იხარშებოდა. ასევე ნიშანდობლივია, რომ ვეტცელის ქარხანა იმდენად წარმატებული გამოდგა ყოველწლიურად თავისი ნაწარმის გაზრდის საქმეში, რომ ლუდის ექსპორტზე გატანაც შეძლო.

მაგალითად, ვეტცელის ქარხანამ 1886 წელს 84 000 მანეთის ღირებულების 65 000 ვედრო ლუდი გამოუშვა. ერთი ვედრო ლუდის ფასი მერყეობდა 1,5-დან 2 მანეთამდე. ზოგ შემთხვევაში, ფასი 1,3-1,6 მანეთის ფარგლებში მერყეობდა.

ეროვნებით ქართველებში, ერთ-ერთი, პირველი თუ არა, გახლდათ მეორე გილდიის ვაჭარი ნიკოლოზ ლორთქიფანიძე. მას ზემოთ ხსენებული გერმანელების ლუდის საწარმოებთან ახლოს, დიდუბის ქუჩაზე (დღევანდელი დ. ყიფიანის ქუჩა) გახსნილი ჰქონდა პატარა საწარმო, რომელიც დაახლოებით 21 000 მანეთის ღირებულების 12 500 ვედრო ლუდს უშვებდა წელიწადში. პროდუქციის ასეთი, შედარებით მცირე, რაოდენობა გამოწვეული უნდა ყოფილიყო იმით, რომ ლუდს ძირითადად საქარხნო ტექნიკის გამოყენების გარეშე აწარმოებდნენ. 1886 წლისთვის მოხერხდა წარმოების საგრძნობლად გაზრდა და ლორთქიფანიძის საწარმომ 56 000 მანეთის ღირებულების 40 000 ვედრო ლუდი გამოუშვა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში, ზემოაღნიშნული ლუდის საწარმოების გარდა, ასევე არსებობდა გუტბროდისა და დეტრიხის საწარმოები.

რაც შეეხება მუშახელს, აღსანიშნავია, რომ ლუდის ქარხნებში ძირითადად ქართველები იყვნენ დასაქმებულები, რომელთა შორის ჭარბობდნენ იმერეთის მცხოვრებლები. ეს კი, თავის მხრივ, მეტყველებს საკმაოდ მაღალ სოციალურ მობილობაზე – სოფლიდან ქალაქებში გადმოსახლების გარკვეულ დონეზე, რომლის მიზეზიც საქართველოს მსხვილ ქალაქებში ქარხნული მეთოდების ფართოდ გამოყენება იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში წარმოებული ლუდი ძირითადად მაინც ადგილობრივი მომხმარებლისთვის იყო განკუთვნილი. გამოშვებული ლუდის მხოლოდ მცირე ნაწილი გადიოდა არათუ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, არამედ თბილისის გუბერნიის საზღვრებს მიღმა.

აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად საქართველოში ლუდის შესახებ საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ტრადიციებისა, აღნიშნულ სასმელს არ ჩაუნაცვლებია ღვინო. ნაწილობრივ ალბათ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნეში საქართველოში უცხოეთიდან შემოტანილი ლუდი არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პრობლემას, რადგან ის რაოდენობა, რომელიც შემოდიოდა, გერმანელებისა და ქართველების პროდუქციას პირდაპირ კონკურენციას არ უწევდა.

თბილისში ლუდის ევროპული წესით წარმოების პარალელურად, ნელი ტემპებით ვითარდებოდა ხელოვნური მინერალური წყლებისა და ლიმონათის წარმოება. მიტროფანე ლაღიძის წყლების ისტორიაზე წლების წინ გვქონდა დაწერილი, თუმცა აქ საინტერესოა ის, თუ ვინ იყვნენ ის მეწარმეები, რომლებიც ლიმონათს ლაღიძის თბილისში ჩამოსვლამდე აწარმოებდნენ.

აღსანიშნავია საამოვის ხელოვნური მინერალური წყლების დამამზადებელი საწარმო, რომელიც 1880-იან წლებში წლიურად დაახლოებით 20 000 ბოთლს უშვებდა. იდენტური საწარმოები ჰქონდათ გახსნილი ივანე გასპაროვს, იაკობ ოქოევს, ახვერდოვსა და თედორე გენადისს.

ხელფასები, რომლებიც მათ მცირერიცხოვან მუშებს ეძლეოდათ, შეიძლება 30 მანეთამდეც კი ყოფილიყო. თუმცა ეს გამონაკლისს წარმოადგენდა, რადგან მუშების ძირითადი ნაწილი თვეში 6-დან 25 მანეთამდე იღებდა.

ამრიგად, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი ხასიათდება საქართველოში სხვადასხვა დარგების განვითარებით, რომელთა შორის იყო ძირითადად უცხოელების ხელში არსებულ საწარმოებში ქარხნული მეთოდით ლუდის ჩამოსხმა.

Previous Post

В Тбилиси откроется гостиница Hampton by Hilton

Next Post

მოგზაური გუბერნატორები

მაგდა დოლიძე

Next Post
მოგზაური გუბერნატორები

მოგზაური გუბერნატორები

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Recent News

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result