Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი და ბილაინი – მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
მაგთი, სილქნეტი/ჯეოსელი და ბილაინი – მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება
0
SHARES
0
VIEWS

2018 წელს მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 481 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 7.3%-ით (32.7 მლნ ლარით) მეტია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, საცალო შემოსავლების თვალსაზრისით, “მაგთიკომის” საბაზრო წილი 46.9%, “სილქნეტი|ჯეოსელის” – 36.7%, ხოლო “ვიონი საქართველოს” წილმა 16.4% შეადგინა.

2018 წელს მობილური შემოსავლების 74% (356 მლნ) ფიზიკური პირების სეგმენტმა, ხოლო 26% (125 მლნ) იურიდიული პირების სეგმენტმა დააგენერირა.

მობილური ოპერატორების საბაზრო წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ასე განაწილდა: “მაგთიკომის” საბაზრო წილი გაიზარდა და 40.3% შეადგინა, “სილქნეტი|ჯეოსელი” – 35.8%, “ვიონი საქართველო” – 23.9%.

მარეგულირებელი კომისიის 2018 წლის მონაცემების მიხედვით, თვის განმავლობაში, ერთი აბონენტისგან მიღებულმა საშუალო შემოსავალმა ARPU – Average Revenue per User (დღგ-ს და აქციზის გარეშე) საშუალოდ 8.2 ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 80 თეთრით გაიზარდა.

ოპერატორების ჭრილში 2018 წლის IV კვარტლის მონაცემებით, ARPU-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “მაგთიკომს” აქვს, შემდეგ “სილქნეტი|ჯეოსელს”, ხოლო ყველაზე მცირე თანხას მობილურ კავშირზე “ვიონი საქართველოს” აბონენტები ხარჯავენ.

რაც შეეხება თვეში აბონენტების მიერ საშუალოდ ნასაუბრევ დროს, (მხოლოდ გამავალი წუთების რაოდენობა) 2018 წელს ჯამურმა გამავალმა ხმოვანმა ტრაფიკმა 9.9 მლრდ წუთი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით, ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა.

აბონენტების მიერ თვეში საშუალოდ ნასაუბრევ დროს (გამავალი ზარების მეშვეობით) MOU ეწოდება. მობილური ოპერატორების ჭრილში, MOU-ს მონაცემები თითქმის იდენტურია. როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტს ვიონი საქართველოს აბონენტები საუბრობენ, მას მცირედით ჩამოუვარდება მაგთიკომი და სილქნეტი.

რაც შეეხება კომპანიების წილებს მობილური ინტერნეტის აბონენტების მიხედვით, ის შემდეგნაირად ნაწილდება: 2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი “სილქნეტი|ჯეოსელს” 1.136 მლნ ჰყავდა, მას მოსდევს “მაგთიკომი” 976 ათასი მომხმარებლით და “ვიონი საქართველო” – 836 ათასით.

თუმცა აბონენტთა საერთო რაოდენობაში მობილური ინტერნეტ მომხმარებლების წილის მაჩვენებლები განსხვავებულია: პირველ ადგილზე არის “ვიონი საქართველო”, მობილურ ინტერნეტს კომპანიის აბონენტების 66% მოიხმარს. ამავე მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს “სილქნეტი” 59%-ით და “მაგთიკომი” – 45%-ით.

4G ტექნოლოგიით მობილური ინტერნეტის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი “ვიონი საქართველოს” აქვს – 3გბ. მეორე პოზიციას იკავებს “მაგთიკომი” – 2.9 გბ, ხოლო “სილქნეტი|ჯეოსელი” – 1.2 გბ.

Previous Post

ჩემპიონთა ლიგა: პურიც და სანახაობაც

Next Post

Retail Revenue of Mobile Operators Increasing

მაგდა დოლიძე

Next Post
Retail Revenue of Mobile Operators Increasing

Retail Revenue of Mobile Operators Increasing

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result