Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“ჩვენ ჩვენს სტრატეგიას მივყვებით”

by ელენე კვანჭილაშვილი
March 26, 2021
in ინტერვიუ
0
“ჩვენ ჩვენს სტრატეგიას მივყვებით”
0
SHARES
0
VIEWS

6 ივნისს თიბისი ჯგუფმა ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში ინვესტორებს, ანალიტიკოსებს და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებს ინვესტორთა დღეზე უმასპინძლა.

ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში თიბისის ტოპ მენეჯმენტის პრეზენტაციების ერთ-ერთი მთავარი რიცხვი 10 მილიონი მომხმარებელი აღმოჩნდა – 2022 წლის ბოლოს, თიბისი ბანკს გადაწყვეტილი აქვს, რომ თავისი ბაზა სულ მცირე 4-ჯერ გაზარდოს. რა სტრატეგიით აპირებს ამას და რას მიიჩნევს, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში მთავარ გამოწვევად – ლონდონში, ფორბსს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ესაუბრა.

მოგესალმებით, ბატონო ვახტანგ. მე აქ მაქვს თქვენი პრეზენტაცია, სადაც მთავარ სლოგანად გაქვთ გამოტანილი, რომ ცხოვრება უნდა გაამარტივოთ თქვენი მომხმარებლებისთვის და ამბობთ, რომ ამის მიღწევა გინდათ რამდენიმე მიმართულებით — ეჯაილ ტრანსფორმაცია, ბიგ დატა ანალიზი, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნება, რეგიონალური და საერთაშორისო გაფართოება და ეკოსისტემებით სიღრმისეულად დაინტერესება — რატომ ეს მიმართულებები და რა მნიშვნელოვანი გზავნილები წაიღო დღეს ინვესტორმა ლონდონის საფონდო ბირჟის ოფისში გამართული ინვესტორთა დღიდან?

ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის. ძალიან ბევრმა ინვესტორმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გვინდოდა პასუხი გაგვეცა მათ იმ მთავარ კითხვაზე, თუ რას ვაკეთებთ დღეს, თუმცა ამასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, თუ რა არის პერსპექტივა, რა მიმართულებებით ვაპირებთ განვითარებას.

აქ ჩვენ ასეთი პასუხი გავეცით ინვესტორებს: ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა – ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მოთამაშე ბაზარზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს უამრავი ინფორმაცია და ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად მივხვდებით, თუ რა მოთხოვნები გააჩნიათ ჩვენს კლიენტებს, რა სურვილები გააჩნიათ და შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის, გამოვიცნოთ, რა სურვილები გააჩნიათ ჩვენს მომხმარებლებს და შესაბამისად, მათთვის უნიკალური პროდუქტები შევთავაზოთ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევაც ალბათ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში.

მეორე არის ის, რომ, მოგეხსენებათ, ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, თიბისი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ახალი ტექნოლოგიებით და ახალი პროდუქტებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რა ახალი მიმართულებები, რა ტიპის ახალი ტექნოლოგიების განვითარებას ვაპირებთ 3-4 წლის განმავლობაში.

შემდეგი – მესამე მიმართულება არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც ბანკი ვვითარდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ჩვენი თავი არა მარტო როგორც ბანკმა, არამედ მის გარშემო შევქმნათ ისეთი ეკოსისტემები, რომლებიც ჩვენს კლიენტებს კიდევ უფრო მეტად გაუმარტივებს მათ ცხოვრებას, მოაგებინებს მათ დროს და მათ თავისუფალი დრო უფრო მეტი დარჩებათ – ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, განსაკუთრებით ინტერნეტის გამოყენებით, რაც ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ დროს დაუტოვებს ცხოვრებისთვის. ჩვენ ამაზე უკვე ნაფიქრი გვაქვს, ინვესტიციებიც გაკეთებული გვაქვს და ვფიქრობთ, დამატებით კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია.

და ბოლოს, ბოლო წლებია ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ საქართველოში და გაგვაჩნია წარმატებული გამოცდილება – ამის გაზიარება გვინდა უცხოეთის ქვეყნებისთვის და ჩვენი გამოწვევაა, 2019-2020 წლებში შევიდეთ ორ ახალ ბაზარზე  – ეს არის აზერბაიჯანი და უზბეკეთი: თუ ავიღებთ ამ ორ ბაზარს ერთად, დაახლოებით, მათი მოსახლეობა არის 40 მილიონი.

დღეს შევეცადეთ ჩვენ ინვესტორებისთვის აგვეხსნა, რომ ჩვენ წარმატებით ვოპერირებთ საქართველოს ბაზარზე, სადაც დაახლოებით მოსახლეობაა 4 მილიონი და ამის წარმატების გაზიარება გვინდა 10-ჯერ დიდ ბაზარზე – 40 მილიონიან ბაზარზე ამ ორ ქვეყანაში და შესაბამისად, არ გვინდა გავაკეთოთ სტანდარტული ბანკი, არამედ გვინდა ამას ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით მივაღწიოთ – იმ ტექნოლოგიებით, რაც უკვე გვაქვს – მაგალითად, მობილური ბანკი; სფეისი, რომელიც ვთქვათ სულ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით არის აწყობილი; ვენდუ; ლივო .. – ის წარმატებები, რასაც საქართველოში ვაკეთებთ და რომლის მერე, მარტივად რომ ვთქვათ, კოპირებას და ამ ახალ ბაზრებზე გადატანას ვაპირებთ.

დიახ, ჩვენ გავესაუბრეთ ინვესტორებსაც და ინვესტორებიც გვეუბნებიან იმას, რომ მთავარი, რაც წაიღეს ინვესტორთა დღიდან და თქვენი პრეზენტაციებიდან ეს არის ის, რომ თიბისი ფეხს უწყობს იმ საერთაშორისო ტრენდებს, იმ მსოფლიო ტრენდებს, რომლებიც არის იგივე იგივე ინოვაციურობა, იგივე ციფრული განვითარება, იგივე ეკოსისტემების განვითარება და ეს არის მათთვის პირველ რიგში ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი. ამ ფონზეც – 10 მილიონი მომხმარებელი 2022 წლის ბოლოს – მაინც საკმაოდ ამბიციურ მიზნად მეჩვენება ..

მართალი ბრძანდებით, 10 მილიონი მომხმარებელი 2022 წლის ბოლოსთვის ეს არის ძალიან ამბიციური განცხადება, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც კერძო კომპანიამ უნდა გავაკეთოთ ესეთი ამბიციური განცხადება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ვკონცენტრირდეთ და მობილიზება მოვახდინოთ ერთი რთული ამოცანის, მიზნის დაძლევისათვის. ეს იმ ათასობით ადამიანსაც დაეხმარება მობილიზებაში, რომელიც დღეს თიბისი ბანკში მუშაობს და მე ვფიქრობ, ეს არის რთული ამოცანა, მაგრამ მობილიზების შემთხვევაში, აუცილებლად მივაღწევთ ამ მიზანს.

ჩვენ ამ 10 მილიონ მომხმარებელზე ვფიქრობთ არა როგორც ბანკის მომხმარებელზე, არამედ ჯამურად როგორც ეკოსისტემების მომხმარებლებზე და დღეს უკვე თიბისი-ს გარშემო გაერთიანებულია 3.7 მილიონი მომხმარებელი – ეს მხოლოდ საქართველოში. თუმცა, დღეს პრეზენტაციაშიც ვაჩვენეთ, რომ სულ მოკლე ხნის წინ, ერთი თვის წინ ჩვენ შევიძინეთ გადახდის აპლიკაცია უზბეკეთში – Payme, რომელსაც უკვე აპრილის ბოლოს მილიონნახევარი აქტიური მომხმარებელი ჰყავს უზბეკეთის ბაზარზე.

ბოლო კითხვა დღეისთვის და მინდა, ამ კითხვაზე გულწრფელად მიპასუხოთ. თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რაც არც თუ დიდი ხნის წინ ვითარდებოდა თიბისი ბანკის გარშემო და აქვე ვთქვათ, რომ ეს პრობლემები უკვე გადაჭრილია და დღის წესრიგში აღარ დგას – ამ ინვესტორთა დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდით?

სიმართლე გითხრათ, ეს არის სტრატეგიის ნაწილი. ჩვენ ჩვენს სტრატეგიას მივყვებით და ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია ფიქრი, რომ ეს უნდა გავაკეთოთ ..

და ეს ინვესტორებმა დაინახეს – მაგალითად, სფეისი, რომელიც წინა ინვესტორთა დღეზე მხოლოდ იდეა იყო, დღეს კი პრეზენტაციებში, როგორც თიბისი-ს ერთ-ერთი უკვე წარმატებული პროექტი, ისე მოხვდა ..

დიახ. და ეს არ არის ვთქვათ ვახოს და ვინც აქ წარადგინა პრეზენტაციები – 10-15-მა ადამიანმა – მხოლოდ მათი მიღწევა. ეს არის ის 7 ათასამდე ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად და ყოველთვის ამას ვაფიქსირებ ხოლმე, რომ ჩვენი წარმატების უმთავრესი საფუძველი არის ადამიანები და გუნდური მუშაობა. ეს არის ყველას ერთობლივი წარმატება. სტრატეგია მნიშვნელოვანია.

10 მილიონი ჩანს ძალიან ამბიციურად, მაგრამ ეს ძალიან რთულად მიღწევადი ამოცანა, ყველა ჩვენგანის მობილიზებას მოახდენს, რომ სირთულე, როგორიც უნდა იყოს ის, აუცილებლად უნდა გადავლახოთ.

Previous Post

ლარის მცურავი კურსი საქართველოს ეკონომიკას დაახრჩობს

Next Post

Global Finance names Georgia among countries with most dynamic investment attractiveness

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
Global Finance names Georgia among countries with most dynamic investment attractiveness

Global Finance names Georgia among countries with most dynamic investment attractiveness

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result