Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“

by Davit Tsiramua
May 2, 2022
in Forbes GREEN, ეკონომიკა, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი „მწვანე სიახლეები“
0
SHARES
0
VIEWS

გასული კვირა კლიმატური მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ცალკეულმა სახელმწიფოებმა, ორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა თუ კომპანიებმა „მდგრადი ნაბიჯები“ გადადგეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიამ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის სამიზნე 45%-მდე გაზარდა, ხოლო საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Global Citizen-მა $1 ტრილიონამდე მოცულობის ექვსი „მდგრადი განვითარების ფონდის“ დაარსების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, მწვანე წყალბადის ქარხნის მშენებლობისთვის პორტუგალია, დანია და ჰოლანდია გაერთიანდნენ, ხოლო ტაივანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მწვანე გეგმებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელეს.

ბოლოსკენ უნდა აღინიშნოს Intel-ის ძალისხმევაც, რომელიც 2040 წლისთვის გლობალური ოპერაციებიდან ემისიებს მინიმუმამდე დაიყვანს.

Global Citizen-ი $1 მილიარდამდე მოცულობის ექვს „მდგრადი განვითარების ფონდს“ აარსებს

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Global Citizen-ი, სიღარიბის აღმოფხვრის ხელშესაწყობად, $1 მილიარდამდე მოცულობის ექვს „მდგრადი განვითარების ფონდს“ აარსებს. ფონდები განვითარებად სამყაროში გარემოსა და სოციალურ ზემოქმედებაზე იქნება ფოკუსირებული.

Global Citizen Impact Funds-ის მიზანი, გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმის მიღწევისთვის, ღარიბი ქვეყნების ფინანსური დახმარებაა. გაეროს გეგმა სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავს. ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს 2030 წლის მიზნის შესასრულებლად ყოველწლიურად დაახლოებით $400 მილიარდის საგარეო დაფინანსება სჭირდებათ, თუმცა ამჟამად ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებენ.

Global Citizen-ის განცხადებით,  სწრაფი ცვლილებების მხარდასაჭერად, NPX-თან პარტნიორობით შეიქმნა ფონდები, რომლებიც მდგრადი განვითარების დასაფინანსებლად ინვესტორებსა და ფილანთროპებს გააერთიანებს. ორგანიზაციის მიზანი, მომავალი 6-9 თვის განმავლობაში, დონორთა თანხების საშუალებით, თითოეული ფონდიდან სულ მცირე $25 მილიონის შეგროვებაა. გარდა ამისა, Global Citizen-ი სამომავლოდ ფონდების სწრაფი გაფართოებისა და $1 მილიარდამდე დაფინანსების მოგროვების იმედსაც გამოთქვამს.

შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები One Acre Fund-საც მოიცავს, რომელიც აფრიკაში, კლიმატური ცვლილებების ფარგლებში, მცირე ფერმერების მხარდამჭერია. One Acre Fund-ის მიზანი, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დარგული 44 მილიონი ხის გადარჩენაა. წარმატების შემთხვევაში, გეგმა მომდევნო ათწლეულში 1 მილიარდზე მეტი ხის გაზრდასაც ითვალისწინებს. სხვა ფონდები ფოკუსირებული იქნება მალარიის გავლენასა და მკურნალობაზე, ასევე ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებაზე, სუფთა წყლის ხელმისაწვდომობასა და სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

ევროკომისია 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის სამიზნეს ზრდის

რუსული წიაღისეული საწვავისგან დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკომისიის მიერ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის სამიზნედ 40%-ის მაგივრად 45% განისაზღვრა.

ფოტო: REUTERS/Pascal Rossignol

45%-იან განახლებად მიზანს უკვე აქვს ევროკავშირის ასამბლეის წამყვანი მომლაპარაკებლისა და განახლებადი ინდუსტრიული ჯგუფ SolarPower Europe-ის მხარდაჭერა. ევროკომისიის ახალი მიზნის განხორციელება ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული. სწორედ ეს ჯგუფები აწარმოებენ მოლაპარაკებებს კლიმატური ცვლილებების კანონების ფარგლებში, განახლებადი მიზნების მიღწევისა და ევროკავშირის ემისიების სწრაფად შემცირების საკითხში.

2020 წელს ევროკავშირის მიერ გამოყენებული მზის, ქარისა და ბიომასის ანუ განახლებადი ენერგიის წილმა 22% შეადგინა. სუფთა ენერგიის წილი ევროკავშირის ქვეყნებს შორის განსხვავებულია: მაგალითად, შვედეთში თუ 50%-ს უტოლდება, ლუქსემბურგში განახლებადი ენერგიის წილი მხოლოდ 10%-ია.

ბრიუსელის შეფასებით, 2030 წლისთვის, ევროკავშირის ქარისა და მზის სიმძლავრე გასამმაგდება. ქარის ენერგია – 480 გიგავატით, ხოლო მზის ენერგია 420 გიგავატით გაიზრდება და ყოველწლიურად 170 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოთხოვნას დაზოგავს. რუსული წიაღისეული საწვავის 2027 წლამდე შეწყვეტის შესახებ გეგმას კომისია მაისში წარადგენს.

ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების პროექტებისთვის აშშ $6.4 მილიარდს გამოყოფს

აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტი მომავალი ხუთი წლის განმავლობაში შტატებს სათბური აირების ემისიების შესამცირებელი პროექტების დასაფინანსებლად $6.4 მილიარდს გადასცემს.

ფოტო: REUTERS/Chris Keane

ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება კონგრესის მიერ ნოემბერში დამტკიცებული $1 ტრილიონის მოცულობის ინფრასტრუქტურული კანონპროექტის ნაწილია. კანონპროექტი აშშ-ში ველოსიპედებისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების განვითარებას უზრუნველყოფს, რაც საწვავზე მომუშავე მანქანების ეტაპობრივად ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.

$6.4 მილიარდის პროგრამა შტატებისგან სატრანსპორტო გამონაბოლქვის შესამცირებლად საჭირო გეგმების შემუშავებას ითხოვს. დასაფინანსებლად პოტენციურ პროექტებში ასევე გადის: საცობების შემცირება, ელექტრიფიკაციის სისტემები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტები, გარე განათებისა და მოძრაობის კონტროლის მოწყობილობების ენერგოეფექტიანი ალტერნატივებით ჩანაცვლების პროექტები.

ამერიკის შეერთებული შტატების ემისიების უდიდეს წილს სატრანსპორტო სექტორი იკავებს. 2020 წლის მონაცემებით, ტრანსპორტის გამონაბოლქვმა მთლიანი ემისიების 27% შეადგინა. 2030 წლისთვის, სათბური გაზების 2005 წლის დონესთან შედარებით განახევრება იგეგმება.

პორტუგალიურ-დანიურ-ჰოლანდიური კონსორციუმი მწვანე წყალბადის ქარხნის მშენებლობას გეგმავს

პორტუგალიური Madoqua Renewables-ი, დანიის საფონდო მენეჯერ Copenhagen Infrastructure Partners-თან (CIP) და ჰოლანდიურ ფირმა Power2X-თან თანამშრომლობით მწვანე წყალბადის ქარხანაში $1.1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს.

პორტუგალიურ-დანიურ-ჰოლანდიური კონსორციუმი მწვანე წყალბადის პროექტს პორტუგალიის საპორტო ქალაქ სინესში განახორციელებს. ქარხანა წარმოებას სავარაუდოდ 2025 წლისთვის დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ პარალელურად, მწვანე წყალბადის ქარხნის განახლებადი ენერგიით მოსამარაგებლად, ქარისა და მზის პარკებიც გაშენდება. შეგახსენებთ, რომ მწვანე წყალბადი სწორედ განახლებადი ენერგიის გამოყენებით იწარმოება.

კომპანიების განცხადებით, ქარხანაში 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროლიზატორი განთავსდება, რომელიც წელიწადის განმავლობაში 50.000 ტონა მწვანე წყალბადისა და 500.000 ტონა მწვანე ამიაკის წარმოებას შეძლებს. პარტნიორობის შეთანხმება გასულ კვირაში დაიდო, ლიცენზირება კი სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის დასრულდება. ქარხანამ სრულ სიმძლავრეს 2030 წლისთვის უნდა მიაღწიოს.

სინესის ქარხანაში წარმოებული მწვანე წყალბადი სავარაუდოდ ადგილობრივი მრეწველობის მიერ იქნება გამოყენებული. გარდა ამისა, წყალბადი მილსადენის საშუალებით ბუნებრივი აირის არსებულ ქსელში ტრანსპორტირდება ან ექსპორტისთვის, მწვანე ამიაკის შესაქმნელად გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ სინესში მწვანე წყალბადის პროექტების განხორციელებას პორტუგალიის უმსხვილესი კომუნალური კომპანია EDP და ნავთობისა და გაზის კომპანია Galp Energia-ც გეგმავენ.

ტაივანი, წმინდა ნულოვანი ემისიებს მისაღწევად, მწვანე ენერგიაში ინვესტირებას გეგმავს

ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენის განცხადებით,  წმინდა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ქვეყანა მწვანე ენერგიაში, ჭკვიან ქსელებსა და ენერგიის შესანახი აღჭურვილობის განვითარებაში ინვესტიციებს განახორციელებს.

ფოტო: REUTERS/Tyrone Siu

პრეზიდენტის განცხადებით, ვინაიდან ტაივანის ინდუსტრიები ექსპორტზეა ორიენტირებული, ქვეყანას გლობალურ მწვანე მიწოდების ჯაჭვში შეღწევა სჭირდება, ამისთვის კი ახალ ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელება და ნახშირბადის გრძელვადიანი შემცირებაა აუცილებელი. ტაივანმა შარშან განაცხადა, რომ ქვეყანა 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევას გეგმავდა და 2030 წლისთვის ამ მიმართულებით, $30.7 მილიარდის დახარჯვის პირობაც დადო.

გასულ კვირაში კაბინეტმა კლიმატის კანონმდებლობის შესწორების პროექტი დაამტკიცა, რომელიც 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევასა და ნახშირბადის ფასების სქემის დანერგვას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის განცხადებით, 2050 წლისთვის, ტაივანის ენერგომომარაგების 60%-ს – განახლებადი ენერგია, წყალბადი დაახლოებით – 10%-ს, ხოლო ნახშირბადის დაჭერით გამომუშავებული ენერგია დაახლოებით 20%-ს უნდა შეადგენდეს.

შედარებისთვის, 2020 წელს ქვანახშირი ტაივანის ელექტროენერგიის 45%-ს უზრუნველყოფდა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირი დაახლოებით 36%-ს. აღსანიშნავია, რომ 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის გეგმა Foxconn-მაც, მსოფლიოს უმსხვილესმა ელექტრონიკის  კონტრაქტულმა მწარმოებელმა და Apple-ის მთავარმა მიმწოდებელმა დაისახა. კომპანია 2030 წლისთვის „მინიმუმ 50% მწვანე ენერგიას“ გამოიყენებს.

Intel-ი 2040 წლისთვის გლობალური ოპერაციებიდან ემისიებს მინიმუმამდე დაიყვანს

Intel-ი გლობალურ ოპერაციებში 2040 წლის ბოლომდე სათბური ემისიების ნულამდე შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, ახალი გეგმის ფარგლებში, გაიზრდება კომპანიის ენერგოეფექტიანობა, Intel-ის პროდუქტებსა და პლატფორმებში შემცირდება ნახშირბადის კვალი და მომხმარებლებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობით ემისიების შემცირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

ფოტო: Intel

კომპანიის განცხადებით, კლიმატური ცვლილება გადაუდებელი გლობალური საფრთხეა. პლანეტის დაცვა კი დაუყოვნებელ ქმედებებს მოითხოვს. კომპანია კლიმატურ კრიზისს არა მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, არამედ მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის მდგრადი ქმედებების განხორციელების გაადვილებითაც შეებრძოლება. Intel-ის გეგმით, მისი ოპერაციებიდან, რომლებიც ცნობილია Scope 1-ისა და 2-ის სახელით, ემისიები წმინდა ნულოვან ნიშნულამდე 2040 წლის ბოლომდე დავა. შეგახსენებთ, რომ პირდაპირი და არაპირდაპირი ემისიები შესაბამისად, Scope 1 და Scope 2-ის სახელითაა ცნობილი, ხოლო მიმწოდებლისა და პარტნიორის მიერ გამომუშავებულ ემისიებს Scope 3 ეწოდება.

Intel-ისთვის პრიორიტეტული, საერთაშორისო სტანდარტებისა და კლიმატის მეცნიერების შესაბამისად, კომპანიის ემისიების აქტიური შემცირებაა. დასახული მიზნის განხორციელების შუალედური ეტაპისთვის Intel-მა 2030 წელი დაადგინა. ემისიების ნულოვან ნიშნულამდე შემცირების გარდა, კომპანია 4 მილიარდი კილოვატი საათი ენერგიის დაზოგვისთვის ობიექტებში $300 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე ააშენებს ახალ ობიექტებს და გლობალური დათბობის დაბალი პოტენციალის მქონე მწვანე ქიმიკატების დასადგენად კვლევებს აწარმოებს.

გასული ათწლეულის განმავლობაში, Intel-ის სათბური აირების ემისიები იმაზე 75%-ით დაბალია, ვიდრე ინვესტიციებისა და შესაბამისი ქმედებების არგანხორციელების შემთხვევაში იქნებოდა.

EU: 2021 წელს ევროპამ კლიმატური ქაოსი განიცადა

ევროკავშირის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული მოხსენებით, გასულ წელს ევროპელებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ზაფხული დაუდგათ, რომელიც ტყის ხანძრებით, წყალდიდობებითა და კონტინენტზე ძლიერი სიცხეებით გამოირჩეოდა.

ფოტო: REUTERS/Nicolas Economou

გასულ ზაფხულს დაფიქსირებული ტემპერატურა, ბოლო სამი ათწლეულის საშუალო ტემპერატურას 1 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა. იტალიაში კი ევროპის დროებითი რეკორდი, 48.8C დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალმა ტემპერატურამ ხმელთაშუა ზღვაში ტყის ხანძრები და იტალიაში, თურქეთსა და საბერძნეთში 800.000 ჰექტარის გადაწვა გამოიწვია. რეკორდული ნალექი ბელგიასა და დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობების მიზეზი გახდა.

გლობალურად, ბოლო შვიდი წელიწადი ყველაზე ცხელი იყო. კლიმატის მეცნიერების დასკვნით, კლიმატური ცვლილებების შედეგად გასულ წელს წყალდიდობების სიხშირე  20%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, 2021 წელს, ზღვის ტემპერატურა ბალტიისა და ხმელთაშუა ზღვის ნაწილებში 1990-იანი წლების სატელიტური ჩანაწერების შემდგომ ყველაზე მაღალი იყო, კონკრეტულად ბალტიის ნაწილში საშუალოზე 5 ცელსიუსით მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

ევროკავშირის Copernicus Climate Change Service-ის ყოველწლიური ანგარიში თანამგზავრის დაკვირვებებსა და კომპიუტერულ მოდელებს ეყრდნობა, რაც უზრუნველყოფს განახლებად ინფორმაციას კონტინენტის კლიმატური მდგომარეობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, 2021 წლის რეკორდული ტემპერატურა და ექსტრემალური ამინდი ქვეყნების მხრიდან გადაუდებელი ქმედებებისა და სათბური ემისიების გამონაბოლქვის შემცირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

Previous Post

ამერიკული სანქციების ფონზე Huawei-მ კვლევასა და განვითარებაზე $22 მილიარდი დახარჯა

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025

Recent News

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

რატომ გაყიდა აშშ-ის მთავრობამ პიკასოსა და ბასკიას ნახატები ჯამში $35 მილიონად?

September 5, 2025
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result