Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • მარტი-აპრილი

by Forbes.ge
აპრილი 21, 2022
in ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • მარტი-აპრილი
0
SHARES
0
VIEWS

რუსეთ-უკრაინის ომთან ერთად დღეს მსოფლიოს ფასების სწრაფად ზრდა აწუხებს. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა, ხოლო  აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო ზრდის ფასებზე ზეწოლას მატების მიმართულებით. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლის და მომსახურების ფასებზე გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია მარტსა და აპრილში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. 2022 წლის იანვარში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 1.1%-ით გაძვირდა, თებერვალში – 0.9%-ით, მარტში კი 2.5%-ით. ჯამში, იანვარ-მარტში ინფლაციამ 4.5% შეადგინა,  წლიური ინფლაცია (2021 წლის მარტი 2022 წლის მარტთან) კი 11.8%-ია.

თებერვალში წლიური ინფლაცია 13.7% იყო. მარტში 11.8%-მდე შემცირება ე.წ. საბაზისო ეფექტით არის განპირობებული. 2021 წლის მარტის, ერთი თვის ინფლაცია 4.2% იყო, მიმდინარე წლის მარტის კი – 2.5%. განახლებული წლიური ინფლაციის (მარტი/მარტთან) მაჩვენებელში გამოაკლდა გასული წლის მარტის 4.2% და დაემატა მიმდინარე წლის მარტის 2.5% ინფლაცია. შედეგად, თებერვლის 13.7%-იანი ინფლაცია 1.9% პუნქტით შემცირდა (4.2%-2.5%) და 11.8%-ს გაუტოლდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, მარტი/მარტთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) გაძვირდა 21.6%-ით. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 17.8%-ით გაძვირდა,  სასტუმროები და რესტორნები – 13.1%-ით, ავეჯი და საოჯახო ნივთები – 12.7%-ით. 4.2%-ით მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის ანუ მკურნალობის ფასმა.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 263%-ით, კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ ბადრიჯანი მოდის, რომელიც 61%-ით გაძვირდა. ბენზინი 46%-ით გაძვირდა, კარტოფილი – 40%-ით, წიწიბურა – 38%-ით და ა.შ.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში შარვალი და კაბა გაიაფდა 20%-ით. სურსათიდან მნიშვნელოვნად მწვანე ლობიო (15%-ით), ხახვი (10%-ით) და ლიმონი (10%-ით) არის გაიაფებული.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

კომბოსტო

263%

ბადრიჯანი

61%

ქლიავი

60%

ბენზინი

46%

დიზელის საწვავი

46%

ელექტროყავადანი

43%

კარტოფილი

40%

თერმომეტრი

40%

მარგარინი

38%

წიწიბურა

38%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ მარტის თვეში (მარტის ფასები რომ შევადაროთ თებერვლის ფასებს) ყველაზე მეტად დიზელის საწვავი გაძვირდა – 42%-ით. შემდეგ მოდის ბენზინი 19%-ით. ყურძენი 15%-ით გაძვირდა, შაქარი – 14%-ით. მარტში გაძვირებით ყველაზე მეტად ტრანსპორტი და საწვავი იყო გამორჩეული, რომელიც საშუალოდ 8.9%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარში ყველაზე მეტად – 20%-ით – მწვანე ლობიო და მწვანილი გაიაფდა. 13%-ით გაიაფდა პომიდორი, 10%-ით – კიტრი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

დიზელის საწვავი

23%

ბენზინი

19%

ყურძენი

15%

შაქარი

14%

ბავშვის ტრუსი

13%

ბავშვის წინდები

13%

ბანანი

11%

მაცივარი

9%

საქალაქთაშორისო მგზავრობა

9%

მსხალი

9%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

მაღალი ინფლაციის შესაჩერებლად 30 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5% პუნქტით, 11%-მდე გაზარდა. ამის მიზანია სესხების გაცემა შემცირდეს, რის შედეგადაც საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა ნაკლებად გაიზრდება და ფასების ზრდის ტემპიც მოიკლებს.  სებ-ი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომას 11 მაისს გამართავს, სადაც რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებაზე იმსჯელებს. ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, ან უცვლელად დატოვებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის მარტის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მარტში დაფიქსირებული წლიური 11.8%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 35-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 34 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ვენესუელაა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 284%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის სუდანი 260%-ით და ლიბანი 215%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, მარტის მონაცემებით 61%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-7 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურებაა. რუსეთში წლიური ინფლაცია 16.7%-ია, რაც რუბლის გაუფასურებას და რუსეთზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. სომხეთში წლიური ინფლაცია 7.4%-ია, აზერბაიჯანში 12.2%.

ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს აზერბაიჯანი (12.2%), ყაზახეთი (12%0 და ლატვიაა (11.5%).

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ბოლივიაშია – 0.8%. ასევე დაბალი ინფლაციაა იაპონიაში – 0.9% და ჩინეთში – 1.5%.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიეტუვაშია – 15.7%. შემდეგ მოდის ესტონეთი 15.2%-ი და ჩეხეთი 12.7%-ით. აშშ-ში მარტში წლიური ინფლაცია 8.5%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 41 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 5.6%-ია.

19 აპრილს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ქვეყნების მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი განაახლა, მათ შორის, წლიური ინფლაციის მაჩვენებლებიც. ფონდის პროგნოზით, 2022 წელს მსოფლიოში ფასები 6.8%-ით გაიზრდება. განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია 4.4% იქნება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში – 8.5%. ფონდი 2022 წელს საქართველოში 7.6%-იან ინფლაციას პროგნოზირებს, რუსეთში – 24%-ს, თურქეთში – 52%-ს.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 68%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი 100 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 8 წლის რეკორდული მაჩვენებელია. მარტის დასაწყისში ბარელი ნავთობის ფასი 130 დოლარამდეც იყო გაზრდილი, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, რადგან რუსეთი ნავთობის მიმწოდებელი ქვეყანაა და მასზე დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების კლებას მოელიან. თუმცა აჟიოტაჟის გადავლის და ამერიკის მიერ რეზერვებიდან ნავთობის მიწოდების ზრდის გამო, ბარელი ნავთობის ფასი 105 დოლარამდე შემცირდა. ლითონები და მინერალები 50%-ით გაძვირდა. ბუნებრივი აირი 174%-ით არის გაძვირებული.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში ყავა 68%-ით გაძვირდა, ხორბალი – 72%-ით, ზეთი – 74%-ით, რძე – 39%-ით, შაქარი – 22%-ით, ბრინჯი – 27%-ით. ბოლო ერთ თვეში ყველაზე მეტად ზეთი გაძვირდა – 12%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები უკვე შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ბევრმა ქვეყანამ უკვე გაზარდა, მაგრამ ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, კიდევ ზრდაა მოსალოდნელი.

Previous Post

რა არის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი?

Next Post

შეთანხმება მიღწეულია: ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Twitter-ის CEO: ილონ მასკი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს არ შემოუერთდება

შეთანხმება მიღწეულია: ილონ მასკი Twitter-ის მფლობელი გახდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Recent News

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result