Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაუნათლებელი საქართველო ევროპის გარეთ დარჩება

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
გაუნათლებელი საქართველო ევროპის გარეთ დარჩება
0
SHARES
0
VIEWS

სწრაფი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა მრავალ სფეროში მნიშვნელოვანი და ეფექტიანი რეფორმების გატარებას გულისხმობს, თან – პარალელურ რეჟიმში.

ამ სტატიაში განვიხილავთ განათლების როლს სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევის თვალსაზრისით და განათლების სფეროში ჩასატარებელ იმ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეფორმებს, რომელთა გარეშე თანამიმდევრული სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არათუ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც შეუძლებელია. 

განათლების კუთხით პრობლემა გვაქვს სამივე საფეხურზე: საბავშვო ბაღების, საშუალო სკოლებისა და უმაღლესი განათლების დონეზე. მოცემულობა არის შემდეგი: – საქართველოში ცოდნა თითქოს ყოველთვის “ფასობდა” და ყველა ნორმალური მშობელი ძალისხმევას არ იშურებს შვილებისათვის განათლების მიცემის უზრუნველსაყოფად, ახლაც და წარსულშიც. მთავრობა ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს მიმართავს განათლების დონის ასამაღლებლად: ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში დაიწერა და გადაიწერა სახელმძღვანელოები, შეიქმნა სასწავლო პროგრამები, მასწავლებელთა კომპეტენციის ამაღლების პროექტები; განათლებაზე იხარჯება უზარმაზარი თანხები (როგორც გავიგეთ, მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით განათლებაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები გაორმაგდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით). თითქოს კერძო სექტორიც ახორციელებს ინვესტიციებს განათლებაში, რაზეც კერძო საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების სიმრავლე მეტყველებს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, განათლების ხარისხის კუთხით ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს როგორც საშუალო, ისე უმაღლეს განათლებაში; თანამედროვე მსოფლიოსთან მიმართებით კი თანამიდევრულად უკან ვიხევთ, რადგან ისინი წინ მიდიან, ჩვენ კი, უკეთეს შემთხვევაში, ადგილზე ვდგავართ. რაშია საქმე?

პირველი – უნდა გვეყოს გამბედაობა და ყველაზე მწარე რეალობას გავუსწოროთ თვალი: საქართველოს პედაგოგთა – მასწავლებლები, ლექტორები, პროფესორები – ძალიან დიდი ნაწილი არ არის მზად, ხარისხიანი ცოდნა გადასცეს და აუცილებელი უნარები განუვითაროს მოსწავლეს თუ სტუდენტს. საქართველოს დღევანდელი პედაგოგიური კონტინგენტის უდიდესი ნაწილი, ისტორიული და ობიექტური მიზეზების გამო, არ არის აღჭურვილი იმ პროფესიული, ტექნიკური და პედაგოგიური ცოდნით, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლების უზრუნველსაყოფად და მათი უმეტესობა ვერც მომავალში გახდება ხარისხიანი განათლების  გარანტორი. ეს შეუძლებელია და ეს უნდა ვაღიაროთ. 

მეორე – უნდა ვიცოდეთ, რომ მთავრობებში განათლების სფეროზე პასუხისმგებელი პირები  არასოდეს აღიარებენ ფაქტს, რომ მასწავლებელთა და ლექტორთა დღევანდელი კონტინგენტით განათლების სფეროში წინსვლა წარმოუდგენელია. შესაძლებელია, ეს რეალობა მათ გააზრებული ჰქონდეთ, თუმცა მისი ხმამაღლა აღიარება პოლიტიკურად არამოგებიანია. 

ამავე დროს, ჩვენ არა გვაქვს ფუფუნება, დაველოდოთ, როდის ეყოლება საქართველოს კომპეტენტური პედაგოგიური კონტინგენტი, რადგან 80,000 მასწავლებლისა და ლექტორის კვალიფიკაციის ამაღლებას დრო სჭირდება – დრო თავის საფასურს მოითხოვს. ეს საფასური საქართველოს მომავალი რამდენიმე თაობის გაუნათლებლობა და არაკონკურენტუნარიანობა იქნება. თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ არსებული სისტემითა და რესურსებით უახლოესი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ჩვენ ვერ შევძლებთ საყოველთაო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. 

საქართველოში მაღალი დონის პედაგოგების რაოდენობა ძალიან მცირეა. ამ პრობლემის შედეგი კი ის არის,  რომ ძალიან მცირეა იმ მოსწავლეთა და სტუდენტთა რაოდენობა, რომელთაც ხარისხიანი განათლების მიღება შეუძლიათ.    

მოდი, პირობითად ამ პრობლემას დავარქვათ ტოპ-პედაგოგებთან წვდომის პრობლემა. პრაქტიკული თვალსაზრისით, მისი არსი შემდეგია:  ერთი მხრივ, არიან მოსწავლეები/სტუდენტები, რომელთაც გაუმართლათ და აქვთ შესაძლებლობა, უმაღლესი დონის პედაგოგების მოსწავლეები თუ სტუდენტები იყვნენ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა ეს მოსწავლე/სტუდენტი იყენებს ამ შანსს, შრომობს და მაქსიმალურად ღებულობს იმას, რისი მიღებაც აღნიშნული პედაგოგებისაგან არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, არიან მოსწავლეები/სტუდენტები, რომლებსაც მიუხედავად ნიჭისა, ინტერესისა, შრომისმოყვარეობისა და ხარისხიანი განათლების მიღების ძლიერი სურვილისა, არა აქვთ შესაძლებლობა, მაღალი დონის პედაგოგებისაგან მიიღონ ხარისხიანი ცოდნა. 

აქ პასუხი უნდა გაეცეს ორ მთავარ კითხვას: 1. როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა და 2. კონკრეტულად რა შედეგს მოგვცემს ტოპ-პედაგოგებთან მასობრივი წვდომის პრობლემის მოგვარება და დროის რა ინტერვალში. 

დღევანდელ განვითარებულ მსოფლიოში გამოცდილი და პრაქტიკაში წარმატებითაა განხორციელებული ონლაინ ინტერაქტიური სასწავლო პლატფორმები, ონლაინ ინტერაქტიური ლექციები, პრეზენტაციები, გაკვეთილები, განხილვები და დისკუსიები, ონლაინ ტესტირება და სერტიფიცირება. თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი ამ მეთოდებით სწავლება უკვე დანერგილია მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ და მაღალი რეპუტაციის მქონე საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში. ამ მეთოდებით განათლების მიღება შეუქცევადი პროცესია. 

უნდა გამოვიყენოთ და ჩვენს რეალობაში ეფექტიანად დავნერგოთ ეს აპრობირებული პრაქტიკა, ნოუ-ჰაუ და ტექნოლოგიები. მივცეთ საშუალება და არჩევანი, მაგალითისათვის, საგარეჯოში მცხოვრებ საშუალო სკოლის მოსწავლეს – რომელიც დაინტერესებულია, საფუძვლიანი და მაღალი ხარისხის ცოდნა მიიღოს ბიოლოგიაში – ეს ცოდნა მიიღოს ბიოლოგიის ტოპ-მასწავლებლისაგან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს და ასწავლიდეს ქუთაისში. ბიზნესის ფაკულტეტის მოსწავლე, რომელიც სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელსაც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს შეიძლება ისტორიული მატერიალიზმის ყოფილი სპეციალისტი ასწავლიდეს, მივცეთ საშუალება, ეს საგანი ქვეყნის ტოპ-სპეციალისტებთან შეისწავლოს. 

პრაქტიკული თვალსაზრისით, უნდა განხორციელდეს შემდეგი კონკრეტული ნაბიჯები: მოხდეს არსებული ინტერაქტიური ონლაინ პლატფორმის შერჩევა და ადაპტირება საქართველოსათვის. შემუშავდეს და შეირჩეს 10 პროცენტი უმაღლესი დონის პედაგოგებისა თითოეული საგნისათვის (მათი გადახალისება/შევსება უნდა ხდებოდეს პერიოდულად არსებული “ტოპებისა” და პოტენციური “ტოპების” რეგულარული შეფასების გზით). შერჩეულ ტოპ–პედაგოგებთან ერთად და მათი ხელმძღვანელობით შემუშავდეს ინტერაქტიური ონლაინ სასწავლო პროგრამები: გაკვეთილები, ლექციები, პრეზენტაციები, ონლაინ სასწავლო მასალები, ინტერაქციის პლატფორმები, ტესტირებისა და სერტიფიცირების მეთოდები. სახელმწიფოს მიერ მოხდეს ამ პლატფორმების აკრედიტაცია და ამ გზით მიღებული განათლების აღიარება როგორც საშუალო, ასევე უმაღლესი განათლებისათვის; განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.    

პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლებელია შემდეგი სცენარი განვითარდეს: კონკრეტული მოსწავლე/სტუდენტი ცხრიდან ხუთ საგანს ისწავლის სკოლაში/უნივერსიტეტში ანუ დაესწრება გაკვეთილებს/ლექციებს და მასწავლებელი/ლექტორი მის სწავლას შეაფასებს,  როგორც ეს დღეს ხდება. ოთხ საგანს, რომლებიც მოსწავლის/სტუდენტის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგეს,  შეისწავლის ტოპ-პედაგოგებისაგან ონლაინ სასწავლო პროგრამით. აღიარების კუთხით ორივე მეთოდს ექნება ერთნაირი ძალა.   

რა შედეგს მოგვცემს ტოპ–პედაგოგების მიერ განხორციელებული ონლაინ სასწავლო პროგრამები: 

– კონკრეტული საგნის სწავლა ქვეყნის ტოპ-პედაგოგთან შესაძლებელი გახდება ყველასათვის, ვისაც აქვს ამის სურვილი და ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომელ საშუალო თუ უმაღლეს სკოლაში იღებს განათლებას მოსწავლე/სტუდენტი და რომელ სკოლაში/უნივერსიტეტში ასწავლის შერჩეული ტოპ–მასწავლებელი/ლექტორი. ყველას, ვინც დაინტერესებულია, ეძლევა არჩევანი და საშუალება, მიიღოს ხარისხიანი განათლება. ანუ მივაღწევთ ტოპ–პედაგოგების მიერ გაცემული ხარისხიანი ცოდნის ხელმისაწვდომობას მასებისათვის. 

– მოხდება გაცილებით მეტი ნიჭიერი და მონდომებული მოსწავლის/სტუდენტისა და ტოპ-პედაგოგის დაკავშირება, ვიდრე ესახლა არის შესაძლებელი. ამ გზით ხარისხიანი ცოდნის მულტიპლიკაცია გაიზრდება და, შესაბამისად, გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ხარისხიანი განათლება აქვთ მიღებული სხვადასხვა მიმართულებით. 

– გაიზრდება კონკურენცია პედაგოგებში, რაც გამოიწვევს პედაგოგიური კონტინგენტის ზოგადი კომპეტენციისა და დონის ამაღლებას. ასევე მოხდება წარმატებული პედაგოგების წახალისება როგორც მატერიალური, ასევე აღიარების კუთხით და, შესაბამისად, მათი მოტივაციის გაზრდა. 

– შესაძლებელი გახდება სხვადასხვა სფეროში მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების მოწვევა და ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში მათი ჩართვა. 

– უფრო ეფექტიანად და მიზნობრივად დაიხარჯება განათლების სფეროზე მიმართული საბიუჯეტო სახსრები.  

ამ პროექტისათვის შესაბამისი საწყისი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად საჭირო იქნება გარკვეული თანხების გამოყოფა ბიუჯეტიდან, რადგან კერძო სექტორისათვის მსგავსი პროექტები კომერციულად მიმზიდველი ვერ იქნება. ამიტომ, ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამო, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს მთავრობის მიერ ინვესტიის გზით. 

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც ასევე უნდა მოგვარდეს განათლების სფეროში, არის ინგლისური ენის – დღევანდელი მსოფლიოს lingua franca–ს – საყოველთაო ფლობა ქვეყნის მასშტაბით.

თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არ ეცოდინება ინგლისური ენა, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ვერ მოახერხებს თანამედროვე მსოფლიოში ინტეგრაციას, თავისი როლისა და ადგილის განსაზღვრას, განვითარებულ ქვეყნებში არსებული ცოდნის, ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებასა და ადაპტაციას, კონკურენტუნარიანი სამუშაო ბაზრისა და ადამიანური კაპიტალის შექმნას. 

ონლაინ სასწავლო პლატფორმებთან ერთად ინგლისურის მასობრივი შესწავლა კიდევ უფრო გაზრდის ხარისხიან განათლებაზე წვდომას და მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებას. თუ აღვიდგენთ რუსული ენის ცოდნასაც, რომელსაც ერთ დროს თითქმის ყველა ფლობდა საქართველოში და ის გვეცოდინება ინგლისურთან ერთად, ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნება. ინგლისური ენის მასობრივი შესწავლისათვის უნდა გამოვიყენოთ როგორც ადგილობრივი რესურსი, ასევე მოვიწვიოთ ენის სპეციალისტები უცხოეთიდან და დავნერგოთ ენის შესწავლის ონლაინ ინტერაქტიური პროგრამები. 

ინგლისური ენის ცოდნისა და ტექნოლოგიების წყალობით ნებისმიერ ადამიანს ექნება არჩევანი და საშუალება, მიიღოს უმაღლესი დონის საშუალო განათლება, სპეციალიზებული ცოდნა თუ უმაღლესი განათლება მისი საცხოვრებელი ადგილისა თუ სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. ეს მყისიერად და საგრძნობლად გაზრდის ადგილობრივი შრომითი ბაზრის ხარისხსა და მის მიმზიდველობას ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციებისათვის; მნიშვნელოვნად გადაჭრის დასაქმების პრობლემებს; რადიკალურად შეცვლის სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკონომიკურ კლიმატს; გაზრდის კონკურენციას და ხარისხს ადგილობრივ შრომით ბაზარზე; წაახალისებს შემოქმედებით აზროვნებას; ხელს შეუწყობს ნიჭიერი ადამიანების ინტეგრაციას მსოფლიო მასშტაბით მათთვის საინტერესო და მიმზიდველ სფეროებში; უკეთესობისაკენ შეცვლის შრომის ეთიკას; ამ გზით ძალიან სწრაფად მოვახდენთ კონკრეტული ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი მიღწევების საქართველოში შემოტანასა და დანერგვას.  

Previous Post

Из Турции в Грузию был осуществлен первый товарный рейс на новом поезде

Next Post

Küresel yeniliklerin reytinginde ilk kez Gürcistan, ilk 50 ülke arasında yer aldı

მაგდა დოლიძე

Next Post
Küresel yeniliklerin reytinginde ilk kez Gürcistan, ilk 50 ülke arasında yer aldı

Küresel yeniliklerin reytinginde ilk kez Gürcistan, ilk 50 ülke arasında yer aldı

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

LuckySpin Online Slots: Quick-Play Thrills for the Modern Gamer

July 2, 2026

About Us – 2327

July 2, 2026

About Us – 2327

July 2, 2026

Welcome – 8631

July 2, 2026

Recent News

LuckySpin Online Slots: Quick-Play Thrills for the Modern Gamer

July 2, 2026

About Us – 2327

July 2, 2026

About Us – 2327

July 2, 2026

Welcome – 8631

July 2, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result