Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

“ფინკა ბანკის” ახალი ბიზნესმოდელი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ინტერვიუ
0
“ფინკა ბანკის” ახალი ბიზნესმოდელი
0
SHARES
0
VIEWS

ინტერვიუ “ფინკა ბანკის” კომერციულ დირექტორთან, გიორგი ნადარეიშვილთან.

ბატონო გიორგი, ახალი რეგულაციების შემდეგ როგორი სურათი გვაქვს – რა ცვლილებები განახორციელა “ფინკა ბანკმა”?

ბანკის მენეჯმენტმა თავიდანვე აქტიურად იმუშავა ეროვნულ ბანკთან. ამ ცვლილებების პარალელურად დროულად გადავაწყვეთ ჩვენი ბიზნესპროცესები ისე, რომ ახალ რეგულაციებთან სრულ თანხვედრაში ვიყოთ. ჩვენი მთავარი სეგმენტი, რომელსაც ვემსახურებით, არიან მცირე მეწარმეები და ფერმერები, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობისთვის ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ. აგრობიზნესსაქმიანობის დაფინანსება ბანკის პრიორიტეტია, შესაბამისად, შევეცადეთ, პროცესები ისე დაგველაგებინა, რომ მიზნობრივი სეგმენტი არ დაზარალებულიყო.

ზოგადად, შარშან და წელსაც საკრედიტო პორტფელის ზრდის მაჩვენებლები დაგეგმილთან შედარებით ნაკლებია, რაც ნამდვილად ლოგიკურია ამდენი ცვლილების ფონზე და მოსალოდნელიც იყო. ეს დიდწილად უკავშირდება ახალ რეგულაციებს, რომლებიც 2018 და 2019 წლებში შევიდა ძალაში. შიდა პროცესების ცვლილებასთან ერთად ჩვენ შევქმენით რამდენიმე ახალი პროდუქტი, რათა მოვრგებოდით მომხმარებლების საჭიროებებს. თუმცა მთავარი არ იცვლება – ბანკი აგრძელებს მიზნობრივი სეგმენტისთვის პასუხისმგებლიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას.

ბანკის მენეჯმენტს კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ იმ პირობებში, როდესაც კონკურენცია ძალიან დიდია, მცირე და საშუალო ზომის ბანკების მომავალი დიდად არის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოვემსახურებით არსებულ და ახალ კლიენტებს. “ფინკა” ნიშურ სეგმენტზე – სოფლის მოსახლეობასა და აგრობიზნესში დაკავებულ მეწარმეებზე ფოკუსირებული ბანკია. ჩვენ მათ ენაზე ვსაუბრობთ, გვესმის მათი საჭიროებები და მუდმივად ვცდილობთ, მივაწოდოთ ის პროდუქტები და სერვისები, რაც მათ კონკრეტულ პერიოდში სჭირდებათ.

რა საჭიროებების წინაშე არის საბანკო სექტორი და კონკრეტულად “ფინკა ბანკი” ამჟამად?

დღეს საფინანსო სექტორში მთავარი გამოწვევა არის მაღალი კონკურენცია. კონკურენციაში ვგულისხმობ არა მხოლოდ კლიენტების მოზიდვას, არამედ საჭირო პერსონალის დასაქმებასაც. დრო შეიცვალა და აშკარად ჩანს, რომ ახალგაზრდები საბანკო სექტორში სტაბილური სამსახურის ქონას საკუთარი ბიზნესიდეების რეალიზაციას ამჯობინებენ. ბანკებს შორის კონკურენცია იდეების კონკურენციაც არის. იმარჯვებს ის, ვინც სწრაფად აუღებს ალღოს მომხმარებლის საჭიროებებს.

20 წლის წინ საბანკო ბიზნესის წარმოება გაცილებით ადვილი იყო, ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ახლად დაწყებული გახლდათ. დღეს მხოლოდ ფულის გაცემა საკმარისი არ არის. მომხმარებელს სჭირდება პროდუქტი, რომელიც მის საჭიროებებს ადვილად პასუხობს. დღევანდელი საბანკო კონკურენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების კონკურენციაცაა და ბანკების ბიზნესსტრატეგიები სულ უფრო ხვდება ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გავლენის ქვეშ.

ჩვენი და ზოგადად ბევრი ბიზნესის მომავალი, რა თქმა უნდა, ციფრულია. ამ მიმართულებით გაძლიერება და ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ჩვენი მთავარი ამოცანაა. სწორედ ხელმისაწვდომობის გაზრდას უკავშირდება ჩვენი ახალი კონცეფცია, რომელზეც ამჟამად ვმუშაობთ. სექტემბრამდე დასრულდება ორი მსხვილი პროექტი, რომლებიც ბანკის მოქნილობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

რა პროექტს გულისხმობთ, როგორია “ფინკა ბანკის” განვითარების სტრატეგია?

“ფინკა ბანკი საქართველო”, როგორც FINCA Impact Finance ფინანსური ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელის ნაწილი, კვლავ გარდაქმნის პროცესშია. ჩვენი მიზანია გაფართოება და მეტ ლოკაციაზე ყოფნა: მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტებით მოხერხებულად და უპრობლემოდ სარგებლობის საშუალება უნდა ჰქონდეთ, მათ არ უნდა სჭირდებოდეთ კილომეტრების გავლა ბანკში მისასვლელად. სწორედ ამ მიზნით დავიწყებთ ჩვენი სერვისცენტრების გარდაქმნას: მსხვილ სოფლებსა და ქალაქებში ბანკს ექნება ცენტრები, სადაც ფინანსური სერვისების გვერდით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებაც იქნება შესაძლებელი, რასაც უკვე აქტიურად ვახორციელებთ ჩვენს პარტნიორ, აგროსფეროს წარმომადგენელ, კომპანიებთან. სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი” ჩვენი ერთ- ერთი მსხვილი პარტნიორია მოსავლისა და მსხვილფეხა პირუტყვის დაზღვევის მიმართულებით.

ჩვენი ახალი ბიზნესმოდელის მიხედვით, აღარ იქნება აუცილებელი ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება იმ ადამიანებისთვის, ვისაც “ფინკა ბანკში” მუშაობის სირვილი გაუჩნდება, რადგან ახალი ტექნოლოგიები მოგვცემს საშუალებას, რომ მათ ამ გამოცდილების არქონის მიუხედავად შეძლონ ეფექტიანად მუშაობა. მომხმარებლის გამოცდილება არის ის, რასაც ჩვენ ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით. ჩვენ ვართ ნიშური ბანკი რეგიონებში მცხოვრები მცირე და საშუალო ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის და პასუხისმგებლობით ვაგრძელებთ ფინანსური და არაფინანსური სერვისების მიწოდებას.

ბატონო გიორგი, რას მოუტანს ეს ახალი კონცეფცია როგორც კომპანიას, ისე მომხმარებელს – რას ნიშნავს “ახლოს მომხმარებელთან”?

ჩვენ ორ მნიშვნელოვან შედეგს ველოდებით: პირველი – “ფინკა ბანკი” ფიზიკურად უფრო ახლოს მივა მომხმარებელთან, რითაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ბანკთან ურთიერთობა მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

მეორე – ბანკი არ იქნება მხოლოდ ფინანსური სერვისის მიმწოდებელი, არამედ ერთგვარი ჰაბი, სადაც აგროსფეროსთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზების პარალელურად ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, დააზღვიოს მოსავალი, პირუტყვი, ქონება და ა.შ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გავრცელება და ფერმერებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა, შესაბამისად, ყველგან, სადაც “ფინკა ბანკი” იქნება წარმოდგენილი, ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა, მეურნეობის გაფართოებისა და ბიზნესის გაძლიერებისათვის საჭირო ინფორმაცია მიიღონ გამოცდილი ექსპერტებისაგან – ყველაფერი, რაც მათ ამისთვის დასჭირდებათ, დახვდებათ “ფინკა ბანკის” ახალი კონცეფციის ცენტრებში.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, გახლავთ ფინანსური წიგნიერების გავრცელება ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რათა მათ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით ამ მიმართულებით. ბანკის საერთაშორისო აღიარება გლობალური SMART Campaign-ის მიერ არის დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომხმარებლის უფლებების დაცვა. წელს სერტიფიკატი მეორედ მოვიპოვეთ და დავაკმაყოფილეთ ბევრად რთული კრიტერიუმები. სწორედ ეს არის დასტური ჩვენი პასუხისმგებლიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანობისა.

ციფრული სერვისები “ფინკა ბანკის- თვის” – რა როლი აქვს მათ და რა მიმართულებით გსურთ მათი განვითარება?

ბევრი ბიზნესის მომავალი ტექნოლოგიურია. ამიტომაც ჩვენ პირველ რიგში იმ თანამშრომლებში ვახორციელებთ ინვესტირებას, ვისაც გავლენის მოხდენა შეუძლია ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიებზე. ამჟამად ამ მიმართულებით გვყავს ძალიან საინტერესო გუნდი, რომელსაც ბევრი სასიკეთო ცვლილების ინიცირება და დანერგვა შეუძლია.

შარშან ჩვენ საიუბილეო წელი გვქონდა – აღვნიშნეთ საქართველოში საქმიანობის 20 წელი. ჩვენი 20-წლიანი მუშაობის შედეგები მართლაც შთამბეჭდავია – ამ ხნის განმავლობაში 27 000 სამუშაო ადგილი შექმნეს ჩვენმა მომხმარებლებმა, მათი 36% ქალების მიერ არის შექმნილი. ჩვენი მომხმარებლების 62% ქალაქგარეთ ცხოვრობს. ამ პერიოდში ჩვენი მომხმარებლების 90%-მა განახორციელა საკუთარი გეგმები, რისთვისაც “ფინკა ბანკის” სესხი აიღო. ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია ჩვენთვის.

2019-2020 წლები “ფინკა ბანკისთვის” ბიზნესპროცესების ტრანსფორმაციის პერიოდი იქნება. ჩვენი მიზანი – ხელმისაწვდომობის გაზრდაა, განსაკუთრებით – რეგიონებში, ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებით და ახალი პროდუქტების დანერგვით.

Previous Post

1 დოლარი 2.95 ლარი, 1 ევრო 3.29 ლარი

Next Post

Waltbay Ltd has become the new owner of KazTransGas-Tbilisi

მაგდა დოლიძე

Next Post
Waltbay Ltd has become the new owner of KazTransGas-Tbilisi

Waltbay Ltd has become the new owner of KazTransGas-Tbilisi

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result