Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე კულტურა

„მე ვწუხვარ ბაღზე” – ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„მე ვწუხვარ ბაღზე” – ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ეროვნულ პავილიონს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“ თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წარადგენს.

„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშულებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.

VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი – ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ მცენარეებს აერთიანებს. აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა.

ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სიურრეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.

პროექტის, “მე ვწუხვარ ბაღზე” წარმდგენი პლატფორმაა „მდგომარეობებს შორის”, მისი დამფუძნებლების: ვატო ურუშაძის, ხატია ჭოხონელიძის და გიორგი სპანდერაშვილის კურატორობით. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ პროექტს კურატორობას უწევს პლატფორმა, კურატორების ერთობა და არა ცალკეული კურატორი, როგორც აქამდე იყო მიღებული. „მდგომარეობებს შორის” – მულტიმედია სახელოვნებო პრაქტიკებზე დაფუძნებული დამოუკიდებელი პლატფორმაა, რომელიც მედია-ხელოვნებას, ტექნოლოგიებს, მეცნიერებას და თანამედროვე კულტურის სხვა სინთეზურ მოცემულობებს აერთიანებს. პლატფორმის ფუნქციონირების მთავარ პრინციპს კომპლექსური კურატორული მიდგომა წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს ახალი გამომსახველობითი და რეპრეზენტაციული ფორმების კვლევას. “მდგომარეობებს შორის” 2018 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ ყოველწლიურად მართავს ფართო მასშტაბის გამოფენებს, რითაც ხელს უწყობს საქართველოში ახალი მედია-ხელოვნების განვითარებისთვის კონტექსტის შექმნას www.inbetween.media.

ექსპოზიციის დიზაინისა და არქიტექტურის მიმართულებით პროექტის გუნდი თანამშრომლობს კომპანიაა raumlaborberlin-თან, რომელიც მრავალი საერთაშორისო პრიზის, მათ შორის, 2021 წლის ვენეციის არქიტექტურის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელია.

საქართველოს ეროვნული პავილიონი საგამოფენო სივრცეში (Spazio Punch) კუნძულ ჯუდეკაზე, დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე უმასპინძლებს.

Previous Post

FDA-მ პირველ ჩასაბერ კოვიდ-ტესტს ავტორიზაცია მიანიჭა

Next Post

ლიბერთის ახალი მასშტაბური პროექტი შშმ პირებისთვის

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ლიბერთის ახალი მასშტაბური პროექტი შშმ პირებისთვის

ლიბერთის ახალი მასშტაბური პროექტი შშმ პირებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result