Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წლის გარიგება ინფრასტრუქტურაში – Aqualia-მ GWP შეიძინა

by Davit Tsiramua
April 14, 2022
in Forbes Infrastructure, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
წლის გარიგება ინფრასტრუქტურაში – Aqualia-მ GWP შეიძინა
0
SHARES
0
VIEWS

2022 წლის იანვარში საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება შედგა. „საქართველოს კაპიტალმა“ მისი შვილობილი კომპანია Georgian Global Utilities-ის (GGU) საკონტროლო პაკეტი ესპანურ გიგანტს, AQUALIA-ს მიჰყიდა.

გარიგება, რომლის პირველი ფაზაც $180 მილიონი დოლარი იყო, უკვე შედგა, მის შედეგად თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია GWP-ის მაკონტროლებელი Aqualia გახდა.

გარიგებამდე GGU-ის აქტივებში შედიოდა GWP და სასმელი წყლის სისტემასთან დაკავშირებული ჰიდროელექტროსადგურები, მათ შორის „ჟინვალჰესი” და სხვა მცირე ჰესები, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 150 მეგავატი იყო. ამასთანავე, GGU-ის შემადგენლობაში შედიოდა სხვა ენერგეტიკული პროექტებიც, მათ შორის მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში (მესტიაჭალა 1; მესტიაჭალა 2; ასევე მცირე ჰესები, რომლებსაც შპს „ჰიდროლეას” გავლით ფლობს). ამ ენერგეტიკული პროექტების დადგმული სიმძლავრე 90 მეგავატ/საათია.

ესპანურ Aqualia-სთან დადებული გარიგების აღწერიდან ირკვევა, რომ იანვარში Aqualia-მ GGU-ის მთლიანი აქტივების 65% უკვე შეიძინა. ინფორმაციის თანახმად, თავად „საქართველოს კაპიტალი” იმ ჰესების პროექტებს, რომლებიც წყალმომარაგების სისტემასთან არ არის დაკავშირებული, ცალკე კომპანიად გააერთიანებს და GGU-დან გაიტანს. შედეგად, Aqualia-ს წილი GGU-ში, ანუ კომპანიაში, რომელიც GWP-ისა და სასმელი წყლის სისტემასთან დაკავშირებულ ჰესებს ფლობს, 80%-მდე გაიზრდება.

მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს კომპანიაში დარჩენილი 20%-ის გამოსყიდვის ოფციასაც, რომელიც 2025 და 2026 წლებში უნდა იყოს ათვისებული. შესაბამისად, მხარეებს შორის დადებული შეთანხმება მთლიანობაში $225 მილიონი დოლარის გარიგებას ითვალისწინებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ინვესტიციების მოზიდვა და საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული დარგების განვითარებაზე. ვფიქრობთ, კომპანია „აქუალიას“ შემოსვლა გააძლიერებს წყალმომარაგების სისტემას როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლისა და სხვა დაინტერესებული მხარეების სასარგებლოდ“, – განაცხადა საქართველოს კაპიტალის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

საქართველოში მსხვილი ინვესტიციის განხორციელების შესახებ განაცხადა Aqualia-ს CEO-მ, ფელიქს პარამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას 10 წელზე მეტი ხნის წინაც განიხილავდნენ და GWP-ის პრივატიზების პირველ აუქციონშიც აქვთ მონაწილეობა მიღებული.

„Aqualia-ს ინტერესი საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის სასმელი წყლის სისტემის მიმართ საკმაო დროს ითვლის, რადგანაც ჩვენ 2008 წელს წყლის მიწოდების სისტემის პრივატიზაციისთვის გამართულ აუქციონშიც მივიღეთ მონაწილეობა და მას შემდეგ ყურადღებით ვაკვირდებით ამ აქტივის განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ პარტნიორობის დაწყების გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა საქართველოში არსებული კარგი საინვესტიციო გარემო და დანერგილი ევროპული სტანდარტების რეგულაციები.

Aqualia-ს და საქართველოს კაპიტალის გუნდები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ შეთანხმების დოკუმენტზე, რომელიც ორივე მხარის ხედვას და ღირებულებებს გამოხატავს. ჩვენი ლოკალური პარტნიორი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და ქვეყანაში არსებული გარემოს ზედმიწევნით ცოდნა, „აქუალიას“ ტექნოლოგიურ ბაზასა და მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად, წყალმომარაგების სერვისის მიწოდების უმაღლესი ხარისხის სტანდარტს უზრუნველყოფს, რაც, შესაბამისად, ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის წარმატების გარანტიაა”, – განაცხადა FCC „აქუალიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ფელიქს პარამ.

თავად Aqualia წყალმომარაგების სისტემებს 17 ქვეყანაში მართავს და ამ მაჩვენებლით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიო მასშტაბით მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია სასმელი წყლით ყოველდღიურად 30 მილიონ ადამიანს უზრუნველყოფს. მისი სასმელი წყლის ქსელები ოპერირებენ ალჟირში; საუდის არაბეთში; კოლუმბიაში; ჩილეში; ეკვადორში; ეგვიპტეში; არაბთა გაერთიანებულ საამიროებში; ესპანეთში; საფრანგეთში; იტალიაში; მექსიკაში; ომანში; პორტუგალიაში; კატარში; ჩეხეთში; რუმინეთსა და ტუნისში.

2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 1.188 მილიარდი ევრო, EBITDA კი 283 მილიონი ევრო იყო.

კომპანიის 51%-იან წილს ფლობს ესპანური კომპანია FCC, ხოლო 49%-იან წილს – Australian ethical fund-ი. რაც შეეხება უშუალოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, კომპანიას ამ დროისთვის 2020 წლის ფინანსური ანგარიში აქვს გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს კომპანიის მთლიანი შემოსავალი 116 მილიონი ლარი იყო, ხოლო კომპანიის წმინდა ზარალმა 48.9 მილიონი ლარი შეადგინა.

GWP-ის საბალანსო უწყისის მიხედვით, მისი აქტივები 559 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 463.9 მილიონ ლარს.

თბილისის სასმელი წყლის სისტემის, ყოფილი „თბილისის წყლის” პრივატიზაცია 2007 წელს მოხდა, მაშინ სტრატეგიული აქტივის მფლობელი კომპანია Multiplex Solutions-ი გახდა, რომელმაც ობიექტში 86.6 მილიონი გადაიხადა. როგორც გამოცემა Civil.ge-ი მიუთითებს, მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ობიექტის შეძენით დაინტერესებული სხვა კომპანიებისა და მათ მიერ სახელმწიფოსთვის წარდგენილი წინადადებების შესახებაც. მათ შორის იყო კომპანია Aqualia, რომელიც სახელმწიფოს ობიექტის 107 მილიონად შეძენას სთავაზობდა. თუმცა კონკურსში Multiplex Solutions-მა გაიმარჯვა, რადგანაც მან პირობა დადო, რომ წყლის განაწილების ქსელის რეაბილიტაციაში 350 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კომპანიის აქტივების მფლობელი „საქართველოს კაპიტალის” ჯგუფი გახდა.

Previous Post

რომელ ქვეყნებს აქვთ ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი რეზერვები

Next Post

საქართველოს 10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
საქართველოს 10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი

საქართველოს 10 უმდიდრესი მუნიციპალიტეტი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

Recent News

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result