Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი

by Forbes.ge
May 18, 2023
in კულტურა, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მარჯანიშვილის #7-ში სხვადასხვა საინტერესო კულტურულ და სახელოვნებო ღონისძიებებს მასპინძლობს. აქ, აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო ღონისძიებას, დაესწრებით სხვადასხვა თემატიკის შეხვედრებს ბიზნესის, ხელოვნებისა თუ კულტურის სფეროების მიმართულებით. გიზიარებთ თიბისი კონცეპტის კალენდარს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში.

მაუდის სახელოვნებო აუქციონი

11 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, MAUDI Booster აუქციონისთვის შერჩეული ნამუშევრების ექსპოზიციას უმასპინძლებს. წარმოდგენილი ნამუშევრები გამოიფინება პირველ და მეოთხე სართულზე და ექსპოზიცია 16 აპრილს, აუქციონით დასრულდება. MAUDI Booster საგამოფენო სივრცე – მაუდის მიერ ორგანიზებული პირველი აუქციონია, რომელიც თიბისი კონცეპტთან თანამშრომლობით ხორციელდება. აუქციონი და დაგეგმილი ექსპოზიცია წარმოადგენს თანამედროვე ხელოვანების მნიშვნელოვან ნამუშევრებს, რომლებიც ასახავს მათ მიმართებას არსებულ სოციალურ და კულტურულ გამოწვევებთან.

ნამუშევრების საერთო ექსპოზიცია შესაძლებელს ხდის, რომ ერთიან ჭრილში წარმოვაჩინოთ და წინა ხაზზე წამოვწიოთ საერთო კონტექსტები და თანაკვეთები, შესაბამისად ფართო მასშტაბით დავინახოთ ქართული სახელოვნებო სცენა.

აუქციონზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, ასევე, დისტანციურად. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ მისამართზე არაუგვიანეს 14 აპრილისა – https://link.tbc.ge/Registration

აუქციონის კატალოგის ნახვა შეგიძლიათ აქ:
https://link.tbc.ge/maudibooster

წიგნის კლუბი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მდებარე ბიბლიოთეკა ყოველკვირეული წიგნის კლუბის შეხვედრების და საბას თანამშრომლობის ფარგლებში, წიგნის კლუბის შეხვედრების განახლებული სერია იწყება.  13 აპრილს 19:00 საათზე შეხვედრებს უმასპინძლებს პოეტი და დრამატურგი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. წიგნის კლუბის სტუმარი, ამჯერად, მაია ცირამუა იქნება, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია. მისმა წიგნმა „ მშვიდობით, ძია გერშვინ“ , 2020 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში – წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი. ალექსანდრე ლორთქიფანიძე და მაია ცირამუა წიგნის კლუბის სტუმრებთან ერთად, არაერთ კითხვას გასცემენ პასუხს:

  • რა არის ძალადობა? მოცემულობა თუ შეძენილი თვისება.
  • როგორ მოქმედებს ომი და ძალადობა ბავშვებზე, რომელთა ფსიქიკაც სწორედ ამ პირობებში ყალიბდება.

19 აპრილი:

წიგნის შესახებ: „1984“ -ინგლისელი მწერლის ჯორჯ ორუელის მაგნუმ ოპუსია, რომელიც დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნად ითვლება მსოფლიოში. წიგნი ჯორჯ ორუელმა, რომლისთვისაც უცხო არ იყო არც საბჭოთა ტოტალიტარიზმი და არც ბრიტანული კოლონიალიზმი, 1948 წელს დაწერა, რითაც დისტოპიური რომანი ახალ საფეხურზე აიყვანა. მიიჩნევა, რომ ესაა წიგნი, რომლის არაერთი პასაჟი რეალობად იქცა, ხოლო ყველაზე უარესი ეპიზოდები, კი შეიძლება ერთ დღესაც ჩვენს გარშემო განვითარდეს. Და მაინც, არის თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს? ალტერნატიული შეხედულება – 1984, წიგნი გადარჩენის ყველაზე ნამდვილ და ერთადერთ გზაზე-სიყვარულზე.

აქტუალური თემები:

  • 1984 -გაფრთხილება თუ წინასწარმეტყველება?
  • დისტოპიური სამყარო- გამოგონილიდან რეალობამდე
  • სიყვარული, როგორც რევოლუცია
  • კულტები და სისტემები- დიდი ძმა, მტრის ხატი და ტოტალიტარიზმი

მომხსენებლის შესახებ: პოეტი და დრამატურგი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სამი პოეტური კრებულის ავტორია, 2019 წელს, ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა, მისმა კრებულმა „დისტოპიესები“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა.

წიქარა მუზეუმი მუზეუმში – გამოფენა 28 აპრილამდე

ილუსტრატორებთან ერთად ტურები: 15 და 16 აპრილი

1 აპრილიდან თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის მე-2 სართულზე , თიბისის და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა წიქარა — მუზეუმი მუზეუმში.

პროექტის იდეის ავტორები, კურატორები და ილუსტრატორები არიან გიო ჯინჭარაძე, ეკა ტაბლიაშვილი, ხატია ჩიტორელიძე და თათია ნადარეიშვილი. ექსპოზიცია აერთიანებს როგორც კურატორების, ისე თამარ ნადირაძის, ზურა მჭედლიშვილის, ვარლამ ჯმუხაძის, ირაკლი ჭუმბურიძის და ნატო ბაგრატიონის ნამუშევრებს.

4 კვირის განმავლობაში ხელოვნების მოყვარულებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ გამოფენას მარჯანიშვილის 7-ში, ყოველდღე, კვირის გარდა (დასვენების დღეებია 9 და 25 აპრილი), 10:00 დან 20:00 საათამდე.

ღონისძიებები თიბისი კონცეპტისა და Coaching Lab-ის თანამშრომლობის ფარგლებში 

კონცეპტ შეხვედრების ფარგლებში, 14 აპრილიდან დაიწყება Coaching Lab-ის შეხვედრების სერია, რომელიც 4 სამუშაო სესიას მოიცავს შემდეგ თემებზე: ცვლილებების მართვა VUCA სამყაროში, ემოციების მართვა, კეთილდღეობა და თვით ლიდერობა კრიზისის დროს.

  • 14 აპრილი – ცვლილებების მართვა Vuca სამყაროში – ირინა ჭოჭუა
  • 21 აპრილი – ემოციების მართვა – ეკატერინე ბაბუნაშვილი.

სამუშაო სესიებს, თიბისი კონცეპტის მასპინძლობით, გაუძღვებიან ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, IFC-ის სერტიფიცირებული ქოუჩი, TED-ის სპიკერი და ნეიროქოუჩინგის პროგრამების ავტორი და ეკატერინე ბაბუნაშვილი, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი PCC და ბიზნეს ტრენერი, ICF საქართველოს წარმომადგენლობის პირველი პრეზიდენტი.

Coaching Lab-ის შექმნა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ფრაზამ “ადამიანური რესურსების ინჟინერია” პრაქტიკული და მნიშვნელოვანი შინაარსობრივი დატვირთვა მიიღო. კომპანიის მთავარი მისია არის ადამიანური პოტენციალის აღმოჩენა, კვლევა, განვითარება, ახალი გონებრივი სტრატეგიების შექმნა და მათი დანერგვა პოზიტიური ცვლილებებისთვის.

Previous Post

„მწვანე კონცხი ბოტანიკოს“ სააღდგომო აქცია – ფასდაკლება ბინებზე და 10 ათას ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად

Next Post

რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალი $750-მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალი $750-მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

რობერტ პატინსონის „ბეტმენის“ შემოსავალი $750-მილიონიან ნიშნულს უახლოვდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result