Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საით მიემართება უნგრეთი?!

by Davit Tsiramua
მაისი 2, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, პოლიტიკა, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
საით მიემართება უნგრეთი?!
0
SHARES
0
VIEWS

3 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ულტრამემარჯვენე პარტიამ, უკვე მეოთხედ, უნგრეთის პარლამენტის მანდატების 2/3-ზე მეტი მიიღო. 2010 წელს ორბანის პრემიერ-მინისტრად არჩევამ და ქვეყნის კონსტიტუციის ცვლილებამ უნგრეთში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის დაქვეითების პერიოდს დაუდო სათავე.  უნგრეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყანა, რომელიც ერთ დროს დემოკრატიისკენ მიილტვოდა, დღეს ავტორიტარიზმის მსხვერპლია. 2019 წელს Freedom House-მა ქვეყნის თავისუფლების ინდექსი მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლის გამო „ნაწილობრივ თავისუფლამდე“ ჩამოაქვეითა. უნგრეთი ამ მონაცემით გაუთანაბრდა ევროკავშირის არაწევრ სერბეთსა და მონტენეგროს. ამჟამინდელ არჩევნებში უმრავლესობის მოპოვებით, ორბანს შეუძლია, კონსტიტუცია კვლავ შეცვალოს და დემოკრატიას უფრო მეტად გამოუთხაროს ძირი.

არჩევნებში  პარტია „ფიდესის“ გამარჯვება უნგრეთის მეზობელ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე მოხდა. თავდაპირველად, რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამ ორბანი უხერხულ სიტუაციაში ჩააყენა, თებერვალში რუსული გაზის ფასებზე მოსალაპარაკებლად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სტუმრობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ორბანი ყოველთვის პუტინთან ახლოს იყო, უკრაინის ომმა ამ მეგობრობის შენარჩუნება საკმაოდ გაართულა. ოპოზიციამ მთავრობას კიევის მხარდაჭერა და ევროკავშირსა და ნატოსთან ერთად ერთხმად მოქმედება მოსთხოვა. თუმცა მთავრობის მხარდამჭერი მედია აცხადებდა, რომ ოპოზიციას ბუდაპეშტის კონფლიქტში ჩათრევა სურდა. პუტინის დიდი ხნის მოკავშირე ორბანიც დაჟინებით აცხადებდა, რომ  უნგრეთს  ნეიტრალიტეტი და მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უნდა შეენარჩუნებინა. საარჩევნო კამპანიის დროს ორბანმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნგრეთს რუსეთის ახალ სამხედრო სამიზნედ აქცევდა და რუსულ ენერგომომარაგებაზე სანქციების დაწესება ქვეყნის ეკონომიკას ძირს გამოუთხრიდა.

უნგრეთის მთავრობა მხარს უჭერდა ე.წ. ნარატივს „უნგრეთი უპირველეს ყოვლისა“, და ომში ნეიტრალურობის შენარჩუნებით, ნატოს ქვეყნებიდან უკრაინაში იარაღის მარაგის უნგრეთის გავლით შეტანა აკრძალა. ორბანმა ამავდროულად შუამავლის როლის შესრულებაზეც დაიწყო საუბარი, თუმცა  უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობებისთვის  ოპოზიციის დადანაშაულებას კვლავ აგრძელებდა. ამავდროულად, მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ უკრაინაში არსებული კანონი, რომელმაც ქვეყნის ყველა ინსტიტუტში უკრაინული ენის გამოყენება დააკანონა, ქვეყნის სკოლებში, მათ შორის უნგრეთის საზღვართან არსებულ დაწესებულებებში, ორენოვანი განათლება გააუქმა. ორბანის მოთხოვნით, უნგრეთს არ უნდა დაეცვა უკრაინა, რადგან მან არ დაიცვა ეთნიკურად უნგრელი მოსახლეობა.

უნგრეთის ოპოზიციას უთანასწორო გარემოში უწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. 2010 წელს ორბანმა კონსტიტუციის ცვლილების გზით პარლამენტში წევრების რაოდენობა გაანახევრა. ამავდროულად მთავრობამ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე  საარჩევნო ოლქების საზღვრები შეცვალა, რითაც „ფიდესის“ მხარდამჭერების სოფლების პატარა ოლქებში, ხოლო ოპოზიციის ელექტორატის მხოლოდ დიდ ქალაქებში კონცენტრაცია მოახდინა, რამაც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებში გამარჯვების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუმცირა. 2014 წელს საარჩევნო ოლქების ხელახლა დაყოფის შემდეგ, ორბანის პარტიამ არჩევნებში ამომრჩევლების 45%-ის მხარდაჭერა მიიღო. უნგრეთის საარჩევნო სისტემის მიხედვით, პარლამენტში 106 მანდატი ნაწილდება საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული გზით არჩეულ კანდიდატებზე, მაშინ როდესაც 93 მანდატი საარჩევნო სიებიდან ნაწილდება.

ორბანისთვის ხელსაყრელმა საარჩევნო რეფორმამ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობისკენ უბიძგა. მაშინ როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა „ფიდესის“  წინააღმდეგ ძლიერი საერთო კანდიდატი წარადგინეს, საარჩევნო ოლქებში ორბანის პარტიის მიმართ მხარდაჭერამ მნიშვნელოვნად იკლო. ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ კვლავ შეცვალა კანონები და ე.წ. „ამომრჩეველთა ტურიზმი“ დაამტკიცა, რითაც უნგრეთის მოქალაქეებს ნებისმიერ საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის უფლება მისცა. ამავდროულად, არჩევნების წინ დაფიქსირდა ამომრჩევლების სტრატეგიულად მასობრივი გადაადგილების შემთხვევები. ოფიციალური სადამკვირვებლო დოკუმენტების მიხედვით, ამომრჩევლების გადაყვანა მიკროავტობუსების მეშვეობით ხდებოდა.

სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაზე ორბანის გავლენა ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე ოპოზიციას უჭირს ამომრჩევლისთვის ხმის მიწვდენა. 2010 წლიდან ორბანის მმართველმა პარტიამ მედიის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და პლურალიზმის ძირის გამოთხრაც დაიწყო. უნგრეთის მთავრობამ თანდათანობით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მედიაზე უჩვეულოდ დიდი გავლენა მოიპოვა. ამ ქმედებებით მმართველი პარტია მიზნად ისახავდა მთავრობის მიმართ კეთილგანწყობილი მედიის „იმპერიის“ შექმნას. 2018 წელს „ფიდესმა“   მთავრობის მხარდამჭერი მედიების გასაერთიანებლად ცენტრალური ევროპის პრესისა და მედიის ფონდი (CEPMF) დააფუძნა, რომელიც მიზნად ისახავს უნგრული ეროვნული იდენტობის „დაცვას“ და ემიჯნება კრიტიკულ მედიასაშუალებებს, რომლებიც ხშირად „უნგრეთის მოძულე“ უცხოურ აგენტებად და მოღალატეებად მოიხსენიება. ამასთანავე, 2022 წლის არჩევნებამდე, „ფიდესმა“ ოპოზიციასთან შედარებით 10-ჯერ მეტი ოდენობის თანხა გამოყო საარჩევნო ბილბორდებისთვის, რითაც ბილბორდებზე საარჩევნო კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ კანონი დაარღვია. მიუხედავად ამისა, „ფიდესმა“ მრავალგზის შეძლო საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის წინაშე პასუხისგების თავის არიდება, მაშინ როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ჯარიმების გადახდა მოუწიათ.

ორბანის მთავრობა საკუთარ მმართველობას სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვრის მოსარღვევად იყენებს. საარჩევნო ხმების სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისგან მისაღებად, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მმართველმა პარტიამ ახალგაზრდებს გადასახადები მოუხსნა, გაზარდა მინიმალური ხელფასი და პენსიაზე გასულებს დამატებითი თვის პენსიაც გადაუხადა. ინფლაციის პირობებში მთავრობამ ასევე გადაწყვიტა იპოთეკებზე საპროცენტო განაკვეთების, საკვებისა და საწვავის ფასების გაყინვა  იმ გათვლით, რომ არჩევნების პერიოდში გაჩენილი სოციალური სარგებელი დიდწილად გავლენას იქონიებდა მოქალაქეების არჩევანზე.

2022 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ უნგრეთში, ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, დემოკრატიის ხარისხი კვლავ გაუარესდება. ამის თაობაზე ხშირად ისმის ევროკავშირის მიმართ კრიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე ლიბერალური დემოკრატია დიდი ხანია, სუსტდება. ევროკავშირის წევრი ქვეყნის დემოკრატიისგან დისტანცირება ორგანიზაციის ერთიანობას არღვევს და ლახავს მის საერთაშორისო იმიჯს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემოკრატიული ღირებულებების გასავრცელებლად და დასაცავად უმნიშვნელოვანესია.

Previous Post

თიბისი კონცეპტის სივრცე MAUDI Booster აუქციონს უმასპინძლებს

Next Post

Quo Vadis Hungary?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა არის სააქციო კაპიტალი?

რა არის სააქციო კაპიტალი?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result