• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result

Home მოსაზრება ეკონომიკა

შავი ზღვის საკონტეინერო ბაზარი და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საკონტეინერო გადაზიდვებზე რეგიონში

by Davit Tsiramua
April 6, 2022
in ეკონომიკა, ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
შავი ზღვის საკონტეინერო ბაზარი და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საკონტეინერო გადაზიდვებზე რეგიონში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

შავი ზღვის რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების ბრუნვა 2021 წელს წინა წელთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, რაც პანდემიური ეკონომიკის აღდგენის ნიშნად შეიძლება, ჩაითვალოს. დატვირთული კონტეინერების ბრუნვის ზრდა დაფიქსირდა რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა. 2021 წელს ყველაზე მაღალ ზრდას – 12%-მდე – რუსეთმა მიაღწია, ხოლო საქართველოში კლების მაჩვენებელი 12%-იან მაჩვენებელს გასცდა. გასულ წელს უკრაინამ შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია შავი ზღვის რეგიონის საკონტეინერო ბრუნვაში და შეადგინა 829,725 TEU, შემდეგ მოდის რუსეთი – 660,581 TEU, რუმინეთი – 481,210 TEU მოცულობით.

ზემოაღნიშნულ ქვეყნებში იმპორტის მოცულობა 2020 წელთან შედარებით, 2021 წლის შედეგით, 2,4%- ით გაიზარდა. ყველაზე დიდი იმპორტის მოცულობის ზრდა აჩვენეს რუსეთმა და რუმინეთმა – შესაბამისად, 10,4%-ით და 6,4%-ით. უკრაინასა და ბულგარეთში, შესაბამისად, 5,6%-ით და 0,6%-ით გაიზარდა, ხოლო საქართველოში იმპორტის მოცულობა 17,8%-ით შემცირდა. რეგიონიდან ექსპორტი გაიზარდა 2,9%-ით, ძირითადად, რუსეთისა და საქართველოს ექსპორტის მოცულობის 14,0% და 14,2%-იანი ზრდის ხარჯზე. ბულგარეთში დატვირთული ექსპორტის (სავსე კონტეინერის გატანა) მოცულობა გაიზარდა – 4,7%, ხოლო უკრაინისა და რუმინეთის დატვირთული ექსპორტის მოცულობა შემცირდა შესაბამისად 3,9%-ით და 1,3%-ით.

ამრიგად, თითოეული ქვეყნის მიერ დატვირთული მოცულობის პროცენტი 2021 წელს განაწილდა დაახლოებით შემდეგნაირად: უკრაინა – 34,21%, რუსეთი (ნოვოროსიისკი) – 27,23%, რუმინეთი – 19,84%, საქართველო – 10,20%, ბულგარეთი – 8,52%.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელი გახდა პანდემიური ეკონომიკიდან და შეზღუდული სავაჭრო აქტივობებიდან გამოსვლის გარდამტეხი ეტაპი, 2022 წელმა ახალი გამოწვევები გააჩინა. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყება მალევე აისახა როგორც უკრაინაზე, ისე შავი ზღვის რეგიონზე. საომარი მდგომარეობის გამო უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია, საზღვაო პორტებს შეჩერებული აქვთ ოპერირება – ისინი კომერციულ გემებს ვერ იღებენ. შესაბამისად, ვერ ხორციელდება იმპორტ/ექსპორტი სავაჭრო პარტნიორებთან. ვინაიდან უკრაინას შავი ზღვის საკონტეინერო ბრუნვის დაახლოებით მესამედი უკავია, საომარ მდგომარეობას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება რეგიონისათვის, რაც დაახლოებით საერთო საკონტეინერო ბრუნვის 35%-იან შემცირებას გამოიწვევს. შექმნილმა ვითარებამ შავი ზღვის აუზში რეგიონული მიწოდების ჯაჭვი მნიშვნელოვნად შეაფერხა და ისეთი ოპერაციული სირთულეები გამოიწვია, როგორიცაა უკრაინული საიმპორტო ტვირთნაკადების რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში გადამისამართება და ტვირთების ნაწილის სხვა სატრანსპორტო საშუალებებით მიწოდება. აღნიშნული, ცხადია, იწვევს უკრაინული იმპორტით დატვირთული კონტეინერების დამატებით მოცდენისა და შენახვის ხარჯების ზრდას. ოპერაციული სირთულეები, კერძოდ, ცარიელი კონტეინერების მიზნობრიობის შეცვლა, საბოლოო ჯამში ქმნის მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს, რაც სცდება შავი ზღვის რეგიონულ გამოწვევებს და აუცილებლად მიიღებს გლობალურ ხასიათს.

უკრაინული საიმპორტო/საექსპორტო ტვირთნაკადების გარკვეულმა ნაწილმა რუმინეთის, კერძოდ, კონსტანტის პორტის დატვირთვა გამოიწვია. უკრაი­ნელი ტვირთმფლობელები საკუთარი ტვირთების რუმინეთსა და მოლდოვაში გადაყიდვას ცდილობენ. კონსტანტის პორტის დატვირთვის ზრდაზე გავლენას ჰუმანიტარული ტვირთებიც ახდენენ. უკრაინული იმპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი, დროებითი შენახვის მიზნით, განთავსებულია საქართველოსა და თურქეთის საპორტო ტერმინალებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის წამომწყები რუსეთიც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ნოვოროსიისკის პორტის სახით. რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების პირობებში ნოვოროსიისკის პორტში მოსალოდნელია საკონტეინერო ბრუნვის დრამატული შემცირება (ნებადართულია მხოლოდ საკვები, ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთის მიღება). დაწესებული სანქციების გამო წამყვანი საზღვაო საკონტეინერო ხაზები არ იღებენ რუსული წარმოშობის ტვირთებს, შესაბამისად, მოსალოდნელია შავი ზღვის საკონტეინერო ბრუნვის დაახლოებით 25%-ით შემცირება და რეგიონში თვიურად დაახლოებით 60%-ით შემცირება (გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და სანქციები). აღნიშნული 60%-ის დაახლოებით 8% დაკავშირებულია შიდარეგიონულ საკონტეინერო გადაზიდვებთან (იგულისხმება თავად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის გადაზიდვები), ხოლო 52% მოდის საოკეანო გადაზიდვებზე აზიის, ევროპის, ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან.

რუსეთის მიმართ საერთაშორისო სანქციები, გარდა იმისა, რომ თავად რუსული წარმოშობის ტვირთების გადაზიდვებს აჩერებს, მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება მეზობელი ქვეყნების ტვირთბრუნვასა და მათ საკონტეინერო მომსახურებებზე. ამის ნათელი მაგალითია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, ვინაიდან მათთვის შავი ზღვის აუზი წარმოადგენს კარიბჭეს დანარჩენ მსოფლიოსთან ვაჭრობაში. აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში მრავლადაა წარმოდგენილი რუსული ინვესტიციები და მნიშვნელოვანი კომპანიების აქტივების მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენები. არსებული შეზღუდვების შედეგად ზემოაღნიშნული კომპანიების ტვირთების გადაზიდვაც იბლოკება. მათ გლობალური საზღვაო კომპანიები არ ემსახურებიან, შედეგად, მცირდება საკონტეინერო ბრუნვაც. აღნიშნული საკითხი შედარებით მარტივად მოგვარებადია აქციონერთა სტრუქტურების გადახალისების განხორციელებით.

გრძელვადიან პერიოდში რუსეთის უკრაინაში აგრესიის გავლენას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში საკონტეინერო ბრუნვაზე რამდენიმე მიმართულება აქვს. ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტად პროგნოზირება, თუ რამდენად დაზარალდება ეს ქვეყნები. ზარალის ზუსტად აღრიცხვა პოსტფაქტუმ იქნება შესაძლებელი, როცა განვლილი პერიოდის საკონტეინერო ბრუნვის მაჩვენებლების სტატისტიკა გვექნება.

ზემოაღნული გამოწვევების საპირწონედ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ მოსალოდნელ შესაძლებლობებსაც, რომლებიც უნდა მივიღოთ რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედების შედეგად. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი და ძირითადი სატრანზიტო „ტრანსციმბირული სარკინიგზო კორიდორი“ დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ტვირთზიდვისათვის არასანდო მარშრუტი გახდეს, რამაც შესაძლოა, აღნიშნული კორიდორის სრული ჩამოშლა გამოიწვიოს, რაც პირდაპირ ნიშნავს ახალი აბრეშუმის გზის ანუ შუა კორიდორის სატრანზიტო დერეფნის მნიშვნელოვან გააქტიურებას. ჩინური მხარისთვის ყახაზეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო კორიდორი შესაძლოა გახდეს ერთადერთი ალტერნატივა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის სწრაფი ტვირთზიდვისათვის (იგულისხმება ძირითადად ჩინური და ევროპული ტვირთები), რაც გამოიწვევს როგორც ქართული პორტების საკონტეინერო გადამუშავების ზრდას, ისე რუმინეთისა და ბულგარეთის პორტების ინტენსიფიკაციას.

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება და სანქტ-პეტერბურგისა და ნოვოროსიისკის პორტების ჩაკეტვა, რომლებიც ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ექსპორტ/იმპორტს ემსახურებოდნენ, დანარჩენ მსოფლიოში აუცილებლად გამოიწვევს აღნიშნული ტრანზიტული ტვირთების ქართულ პორტებზე გადმოსროლას და ევროპული მიმართულებების შემთხვევაში რუმინეთისა და ბულგარეთის პორტების დატვირთვის ზრდასაც, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის შავი ზღვის რეგიონში საკონტეინერო ტვირთბრუნვის საერთო მოცულობას. უკრაინისა და რუსეთის ტვირთბრუნვების ჩანაცვლება სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ ვერ მოხდება ერთმნიშვნელოვნად, თუმცა ზემოაღნიშნული შესაძლებლობები ნამდვილად იქცევა გარკვეულ დამატებით სტიმულად რეგიონში საკონტეინერო გადაზიდვების ინტენსიური პროცესის შენარჩუნებისათვის, და აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინული ეკონომიკა მალევე აღიდგენს ძალებს, უფრო მეტი ინტენსივობით დაიტვირთება ქვეყნის საზღვაო/საპორტო ინფრასტრუქტურა, რაც გააძლიერებს შავი ზღვის რეგიონის პოზიციონირებას გლობალურ მიწოდების ჯაჭვში.

Previous Post

რამდენ მგზავრს ემსახურებიან ქართული აეროპორტები და რა არის მათი შემოსავალი?

Next Post

The Black Sea Container Shipment Market and the Impact of the Russia-Ukraine Conflict on Container Shipments in the Region

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ორბანის გამარჯვება უნგრეთში: გავლენა ევროკავშირზე, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან

ორბანის გამარჯვება უნგრეთში: გავლენა ევროკავშირზე, ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.