Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
„თბილღვინო“ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს აჩერებს
0
SHARES
0
VIEWS

„თბილღვინომ“, ქართული ღვინის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა და ექსპორტიორმა კომპანიამ, მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.

ზურა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი: „ბოლოდროინდელი მოვლენები და ამით გამოწვეული გლობალური წნეხი რუსეთის ეკონომიკურ სისტემაზე  დიდ გავლენას ახდენს ბიზნესის მოლოდინებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და ზოგადად, დიდ ცვლილებას მოასწავებს ლოგისტიკურ ჯაჭვშიც. ამასთან, ვფიქრობთ, რომ სანქციები რუსეთის საბანკო და ფინანსურ სისტემაზე და ვალუტის დევალვაციის პროცესი კიდევ უფრო გაართულებს მომავალში ტრანზაქციების განხორციელებას.

უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების დღიდან, კომპანიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა იმ რისკისა თუ ცვლილების  განხილვა , მათ შორის რეპუტაციული რისკისაც, რომელიც, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ჩვენს კომერციულ მდგომარეობაზე,.“

მიუხედავად რეგიონში არსებული კრიზისისა, კომპანია აგრძელებს მუშაობას წარმოების გაფართოებაზე, კორპორატიული მმართველობისა და ხარისხის კონტროლის კიდევ უფრო გაუმჯობესებული მეთოდების დანერგვაზე, თანამედროვე ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის სისტემების ბიზნესპროცესში ინტეგრირებაზე. ამ მომენტისთვის თბილღვინო მოლაპარაკებას აწარმოებს მსხვილ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რაც დიდ საინვესტიციო შესაძლებლობას იძლევა და კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამ პროცესში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს არასტაბილური და რისკიანი ოპერაციების მინიმუმამდე დაყვანა.

კონფლიქტის დაწყების დღიდან „თბილღვინო“ რეგულარულ კონტაქტზეა პარტნიორებთან უკრაინაში, რომ მათგან მოისმინოს ის ჰუმანიტარული საჭიროებები, რისი გადაჭრაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. კომპანიამ ომის პირველივე კვირაში გააგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინელ პარტნიორებთან.

ზურა მარგველაშვილი, „თბილღვინოს“ დამფუძნებელი: „მთავარი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და დახმარებაა. ჩვენ ვაგზავნით ჰუმანიტარულ ტვირთებს უკრაინაში, კომპანიისა და ჩვენი თანამშრომლების სახელით ვაკეთებთ დონაციას  სპეციალურად შექმნილ ფონდებში და გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობის განახლებას.

 

„თბილღვინო“ ქართული ღვინის მწარმოებელი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

„თბილღვინოს“ ისტორია გასული საუკუნის 60-იან წლებში იწყება. 1962 წელს საქართველოში ერთ-ერთი  ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. დაარსებიდან დღემდე, თბილღვინომ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ლონდონის საერთაშორისო კონკურსებზე: Decanter World Wine Awards, International Wine Challenge და International Wine & Spirit Competition.

„თბილღვინოს“ ვენახების ფართობი 405 ჰექტარს შეადგენს. ვენახებში გაშენებულია სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიში და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამურად, თბილისში და კახეთის რეგიონში, „თბილღვინოში“ 500-მდე ადამიანი მუშაობს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://tbilvino.ge/

Previous Post

Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა და რუსეთი დატოვა

Next Post

TBILVINO Suspends Exports to Russia

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
როსკოსმოსი: ISS-ის პროგრამა შეჩერებულია მანამ, სანამ სანქციები არ გაუქმდება

როსკოსმოსი: ISS-ის პროგრამა შეჩერებულია მანამ, სანამ სანქციები არ გაუქმდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Recent News

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result