Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე სტატუსი და მარეგულირებელი მხარდაჭერის მექანიზმები

by Davit Tsiramua
მარტი 31, 2022
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე სტატუსი და მარეგულირებელი მხარდაჭერის მექანიზმები
0
SHARES
0
VIEWS

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან. სემეკის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ასახელებს, იმ  მარეგულირებელ ინსტრუმენტებს, რომელთა დანერგვა და  განხორციელება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ნუგზარ ბერიძე ამბობს, რომ ენერგოუსაფრთხოება არის ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი საფუძველი. იმპორტირებულ ნახშირწყალბადოვან რესურსებზე დრამატული დამოკიდებულება (არანაკლებ 80%-ისა) და საგარეო პოლიტიკური და ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური სოციალურ -ეკონომიკური  მდგომარეობა, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევებს განსაკუთრებულად წარმოაჩენს და მათი  დროული და ადექვატური  შეფასება და შერბილების ღონისძიებების შემუშავება აქტუალურია.

იგი განმარტავს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება გულისხმობს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად, როგორც მოკლევადიან  ასევე  გრძელვადიანი  პერსპექტივაში, რაც მოთხოვნის ზრდის პირობებში, გულისხმობს ახალი წყაროების განვითარებას, იმპორტის ხელმისაწვდომობას, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას  და ოპტიმალური ფასების უზრუნველყოფას.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის განხორციელებისას  საქართველოს მთავრობა სემეკთან და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით იღებს ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდება; ელექტროენერგეტიკული საქმიანობის გამჭვირვალე და სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეთა მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციებითა და პასუხისმგებლობებით. ელექტროენერგიით შიდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის ლიკვიდურობა, აგრეთვე ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე შეუზღუდავი დაშვება;  ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების სათანადო მდგომარეობის შესანარჩუნებლად მათი სათანადო მოვლა-პატრონობა და საჭიროების შემთხვევაში განახლება; განახლებადი ენერგიის წყაროების, აგრეთვე ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების მეშვეობით მიღებული ელექტროენერგიის ხელშეწყობა; ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილური ოპერირებისთვის გადაცემისა და წარმოების საკმარისი სარეზერვო სიმძლავრის არსებობა; ელექტროენერგიაზე მოთხოვნასა და წარმოების სიმძლავრეების ხელმისაწვდომობას შორის ბალანსი; ენერგოეფექტურობისა და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის, მოთხოვნის მართვის, განახლებადი ენერგიისა და „ჭკვიანი“ აღრიცხვის ტექნოლოგიების და ელექტროენერგიის განაწილებული წარმოების დანერგვის წახალისება, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის რეალურ დროში სამართავად; ენერგიის დამზოგავი ღონისძიებების ხელშეწყობა; ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეზე დასაშვებად ელექტროენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ხელშემშლელი ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრა და ადმინისტრაციული პროცედურების მინიმუმამდე შემცირება,“ – განმარტავს ნუგზარ ბერიძე.

მისივე თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების მარეგულირებელი მხარდაჭერის საკითხებზე კვლევები ცოტაა და   ჩანასახოვან ეტაპზეა, რაც ენერგეტიკის სტრატეგიული და პოლიტიკური დოკუმენტების და შესაბამისი გადაწყვეტილებების ხარისხზე უარყოფითად აისახება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მარეგულირებელი მხარდაჭერის ძირითადი მექანიზმებია :

  • ენერგეტიკული საქმიანობის ავტორიზაცია და საქმიანობის პირობების შესრულების მონიტორინგი, რაშიც პირველ რიგში იგულისხმება ენერგეტიკული ბაზრის საკვანძო სუბიექტების – ტექნიკური და კომერციული ოპერატორების და საშუალო და მსხვილი მწარმოებლების ლიცენზირება, რაც პირველ რიგში მოიცავს მათი შესაძლებლობების სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებას და ასევე ოპერირების პერიოდში უწყვეტ მონიტორინგს და კონტროლს;
  • ენერგეტიკულ ბაზრებზე ვაჭრობის თანამედროვე მექანიზმების და უბალანსობაზე პასუხისმგებლობის მექანიზმების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს დადებით საინვესტიციო სიგნალებს;
  • ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგსა, რაც გულისხმობს ბაზარზე გამჭვირვალე, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას, ბაზრის ლიკვიდურობის ზრდას, საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრევენციულ აღკვეთას;
  • მიწოდების უწყვეტობის ინდიკატორების დამუშავება, მათი ზღვრების დაწესება, შესაბამისი მონიტორინგის განხორციელება და მაჩვენებლების გაუმჯობესების უზრუნველყოფა;
  • გონივრულ-მიზანშეწონილ ხარჯებზე დაფუძნებული წამახალისებელი სატარიფო რეგულირება, რომელიც გულისხმობს ქსელში ინვესტიციების წახალისებას და იმავდროულად მათი განხორციელების მკაცრ კონტროლს რეგულატორული აუდიტის მეთოდების გამოყენებით;
  • საქსელო ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმების ყოველწლიური შეთანხმება ენერგეტიკული უსაფრთხოების, ქსელში განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის, გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილების გათვალისწინებით;
  • ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის განვითარების მარეგულირებელი მხარდაჭერა, მათ შორის „ნეტო – აღრიცხვის“, მოხმარების მხრიდან დატვირთვის რეგულირების, ქსელზე პრიორიტეტული დაშვების, წამახალისებელი ტარიფების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით.

ნუგზარ ბერიძე მიიჩნევს, რომ    მარეგულირებელი ინსტრუმენტების დანერგვა განხორციელება უმნიშვნელოვანესი პირობებია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რაც მოითხოვს როგორს ენერგეტიკული ბაზრის მოთამაშეების, ასევე მომხმარებლების აქტიურ  ჩართულობას და  რისთვისაც საჭიროა მათი პერმანენტული სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ამოქმედება. აღნიშნული მიზნით სემეკის მიერ დაფუძნდა ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, რომელმაც უკვე დაიწყო აქტიური მოქმედება.

Previous Post

საწვავის ფასის ზრდის საპასუხოდ აშშ ნავთობის რეზერვებს გამოყენებას გეგმავს

Next Post

2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა

2021 წელს საქართველოს საგარეო ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result