Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დათბობა თურქეთსა და სომხეთს შორის: რეალური შესაძლებლობა ოცდაათი წლის შემდეგ

by Davit Tsiramua
April 14, 2022
in მოსაზრება, მსოფლიო, ოპედი, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
დათბობა თურქეთსა და სომხეთს შორის: რეალური შესაძლებლობა ოცდაათი წლის შემდეგ
0
SHARES
0
VIEWS

12 მარტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვედრა გამართეს, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდა დიპლომატიური ურთიერთობების უპირობო გაუმჯობესებასა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიზნით საზღვრის გასახსნელად ნორმალიზაციის მცდელობების გაგრძელებაზე.

თურქეთმა და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები მალევე დაამყარეს საბჭოთა კავშირის დაშლისა და სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თუმცა ეს ურთიერთობა ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქეთმა ჯერ კიდევ 1993 წელს, მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დროს, საზღვრები ჩაუკეტა სომხეთს. ამ დროიდან მოყოლებული ოცდაათი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ფაქტობრივად არავითარი ურთიერთობა არ არსებობდა. ეს ძირითადად განპირობებული იყო თურქეთის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი განადგურების გენოციდად არცნობის გამო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს აქტიურად უჭერდა მხარს და 1993 წელს თურქეთმა სწორედ მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორიების მიტაცების გამო ჩაუკეტა სომხეთს საზღვარი.

თურქეთმა და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა პირველად 2009 წელს სცადეს, როდესაც მხარეებმა შვეიცარიის შუამავლობით დადეს ე.წ. „ციურიხის ხელშეკრულება“,  თუმცა ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ნდობის არარსებობის გამო არც ერთი ქვეყნის პარლამენტმა მოცემული დოკუმენტი არ ცნო. ამასთანავე, თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანი ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის დაწყებით გაღიზიანებული იყო და ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა პროცესის შეჩერებისთვის. აზერბაიჯანის მთავრობა შიშობდა, რომ სომხეთი, იმ შემთხვევაში, თუ უკეთეს გეოპოლიტიკურ პოზიციას დაიკავებდა რეგიონში, არ იქნებოდა დაინტერესებული მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებზე დათმობებზე წასვლით. აქედან გამომდინარე, დღემდე ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობები ძალიან მწირი იყო.

მიუხედავად ამისა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გასული წლის ომის შემდეგ რეგიონში ბევრი რამ შეიცვალა და ანკარასა და ერევანს შორის ურთიერთობების დარეგულირების მანამდე არარსებული რეალური შესაძლებლობები შეიქმნა. პოზიტიურ ცვლილებებს სათავე 2021 წლის ზაფხულში დაედო, როდესაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უპრეცედენტო განცხადება გააკეთა თურქეთიდან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის „პოზიტიური სიგნალების“ მიღების თაობაზე. ამის შემდეგ სომხეთის პარლამენტმა „რეგიონის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების“ 5-წლიანი სამოქმედო გეგმა მიიღო. კეთილი ნების გამოსახატავად, ერევანმა თურქეთის ავიახაზებს აზერბაიჯანის მიმართულებით სომხეთის საჰაერო სივრცის გავლით ფრენის უფლებაც კი დართო. ფაშინიანის განცხადებას თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის  დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ერდოღანმა 29 აგვისტოს სომხეთთან ურთიერთობების დათბობისთვის მზადყოფნა გამოხატა. 2021 წლის დეკემბერს ორივე მხარემ გადაწყვიტა ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში განსაკუთრებული დიპლომატების დანიშვნა, რასაც იანვარში სომხეთის მთავრობის მიერ თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნაც მოჰყვა.

ყარაბაღის 44-დღიანი ომის შედეგმა ამიერკავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური რეალობა მნიშვნელოვნად შეცვალა. აზერბაიჯანმა მოახერხა მთიანი ყარაბაღის დიდ ნაწილზე კონტროლის აღდგენა. დღეს გამარჯვებულ ბაქოში თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას საფრთხედ აღარ აღიქვამენ, მაშინ როდესაც, 2009 წელს აზერბაიჯანი ამის წინააღმდეგი იყო სომხეთის მიერ  ყარაბაღის (აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ნაწილის) ოკუპაციის გამო. თუმცა ომში ბაქოსთვის ხელსაყრელმა შედეგმა, რაშიც თურქეთის დახმარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, აზერბაიჯანის წინააღმდეგობა მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეს ყარაბაღის საკითხი თითქმის მოგვარებულია და თურქეთის დახმარებამ ბაქოს მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც. აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანისთვის არ არსებობს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების საფრთხედ აღქმის მიზეზი. მეტიც, აზერბაიჯანული მხარე თავადაა დაინტერესებული როგორც სომხეთთან, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით. სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები  დიდი ხანია, ცდილობენ ორ ქვეყანას შორის შერიგების პროცესების ხელშეწყობასა და მდგრადი მშვიდობის მიღწევას. ომის შემდეგ ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს მრავალგზის შეხვდნენ მოსალაპარაკებლად რუსეთისა და ევროკავშირის შუამდგომლობით. მთავარი საკითხი აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ე.წ. ზანგეზურის კორიდორის გახსნაა, რომელიც აზერბაიჯანს საკუთარ ექსკლავ ნახჭევანთან დააკავშირებს. კორიდორს რეგიონის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი იზოლირებულია დასავლეთის მიერ და სამხრეთ კავკასიას რეალური შესაძლებლობა აქვს, ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო ჰაბი გახდეს.

კორიდორის გახსნით, აზერბაიჯანის გარდა, სომხეთსა და თურქეთსაც შეუძლიათ დიდი სარგებლის მიღება. 300-კმ-იანი საზღვრის გახსნით სომხეთს სატრანსპორტო, ეკონომიკური და სავაჭრო სარგებლის მიღება შეუძლია. თურქეთთან ღია საზღვრები ქვეყნისთვის რეგიონული იზოლაციისა და მარგინალიზაციიდან თავის დაღწევის ახალი შესაძლებლობა იქნება, რასაც გარკვეულწილად შეუძლია, სომხეთს გარკვეული ბერკეტი მისცეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის საკითხთან მიმართებით. თურქეთისთვის სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზება კი სამხრეთ კავკასიაში მის გავლენას მნიშვნელოვნად გაზრდის და მოკავშირე აზერბაიჯანთან ქვეყანას უფრო მჭიდროდ დააკავშირებს. ყარაბაღის ომში აქტიური ჩართულობის მიუხედავად, თურქეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ოფიციალური მონაწილე არ ყოფილა. ამავდროულად, რუსეთის გავლენა რეგიონში სამშვიდობო დანაყოფების განთავსების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. თურქეთის სამხედრო გავლენა კი მცირეა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაზვერვითი ოპერაციებით შემოიფარგლება. ახალი სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების დაარსება რეგიონში თურქეთის პოზიციას საგრძნობლად  გააძლიერებს და რუსეთის გავლენასაც კი გაუწევს კონკურენციას.

მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც ნორმალიზაციის პროცესების შეფერხება შეუძლია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრებზე დაძაბულობა ხშირი შემთხვევა იყო 2021 წელს და ბევრჯერ მსხვერპლითაც კი დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დაპირისპირება 2022 წელს არ მომხდარა, მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული სიტუაცია ჯერ კიდევ არასტაბილურია. სომხეთსა და აზერბაიჯანს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვთ საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხები. ამ ყველაფერმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს შეიძლება გარკვეული ზიანი მიაყენოს. ასევე აღსანიშნავია სომხეთში აზერბაიჯანის მიმართ არსებული საზოგადოებრივი უნდობლობა, რაც ომის შედეგმა განაპირობა. ყარაბაღის მეორე ომში თურქეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაწეული დიდძალი დახმარების გათვალისწინებით, საზოგადოებრივ დონეზე თურქეთის მიმართ ნდობის გაძლიერება სომხეთისთვის პრობლემატური საკითხია. სომხეთის მთავრობას სავარაუდოდ საკმაოდ გაუჭირდება საზოგადოების დარწმუნება, რომ თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სომხეთის ინტერესების ღალატის ტოლფასი არაა.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

The Thaw in Turkey-Armenia Relations: a Real Breakthrough After Three Decades

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result