• About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact
Forbes Georgia
Advertisement
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
  • Home
    • Home – Layout 1
    • Home – Layout 2
    • Home – Layout 3
    • Home – Layout 4
    • Home – Layout 5
    • Home – Layout 6
  • News
    • All
    • Business
    • Politics
    • Science
    • World

    Hillary Clinton in white pantsuit for Trump inauguration

    Amazon has 143 billion reasons to keep adding more perks to Prime

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    Trending Tags

    • Trump Inauguration
    • United Stated
    • White House
    • Market Stories
    • Election Results
  • Tech
    • All
    • Apps
    • Gadget
    • Mobile
    • Startup

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    These Are the 5 Big Tech Stories to Watch in 2017

    Trending Tags

    • Nintendo Switch
    • CES 2017
    • Playstation 4 Pro
    • Mark Zuckerberg
  • Entertainment
    • All
    • Gaming
    • Movie
    • Music
    • Sports

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Harnessing the power of VR with Power Rangers and Snapdragon 835

    So you want to be a startup investor? Here are things you should know

  • Lifestyle
    • All
    • Fashion
    • Food
    • Health
    • Travel

    Shooting More than 40 Years of New York’s Halloween Parade

    Heroes of the Storm Global Championship 2017 starts tomorrow, here’s what you need to know

    Why Millennials Need to Save Twice as Much as Boomers Did

    Doctors take inspiration from online dating to build organ transplant AI

    How couples can solve lighting disagreements for good

    Ducati launch: Lorenzo and Dovizioso’s Desmosedici

    Trending Tags

    • Golden Globes
    • Game of Thrones
    • MotoGP 2017
    • eSports
    • Fashion Week
  • Review

    The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

    Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

    macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

    Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

    The Last Guardian Playstation 4 Game review

    Intel Core i7-7700K ‘Kaby Lake’ review

No Result
View All Result
Forbes Georgia
No Result
View All Result
Home FORBES TECH

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

by გიორგი არონია
April 14, 2022
in FORBES TECH, ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინტერნეტი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ტექნოლოგიურმა კომპანიებმა არაერთი სიახლე გაავრცელეს: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული NFT-კოლექციის, CryptoPunks-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარმოადგინა, Amazon-მა ლეგენდარული კინოსტუდია MGM-ი შეიძინა, ხოლო Intel-მა ევროპაში $88-მილიარდიანი ინვესტიცია დააანონსა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს ამ ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Discord-ი საინვესტიციო ბანკებთან პირდაპირი დალისტვის შესაძლებლობებს განიხილავს

სოციალური საკომუნიკაციო პლატფორმა, Discord-ი საინვესტიციო ბანკებთან წლევანდელი პირდაპირი დალისტვის შესაძლებლობებს განიხილავს, – ამის შესახებ გასულ კვირას Bloomberg-მა დაწერა. კომპანიის მყარი კაპიტალიზაციისა და უსაზღვრო პოპულარობიდან გამომდინარე, Discord-ის მესვეურები SPAC-კომპანიებთან შერწყმას და IPO-ს არ განიხილავენ და კომპანიის საფონდო ბირჟაზე პირდაპირ დალისტვას გეგმავენ.

დღევანდელი მონაცემებით, კერძო ინვესტორებისაგან მოზიდული კაპიტალის მიხედვით, Discord-ის ღირებულება დაახლოებით $15 მილიარდს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის შეძენით Microsoft-იც იყო დაინტერესებული, მაგრამ Discord-ის მფლობელებმა $12-მილიარდიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს. Discord-ი განსაკუთრებით პოპულარულია ვიდეოთამაშებითა და ახალი ციფრული ტექნოლოგიებით, მათ შორის ბლოკჩეინით, კრიპტოვალუტებითა და NFT-ებით დაინტერესებულ ახალგაზრდებში.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად Discord-ი ნიშურ მოთამაშედ ითვლებოდა, კომპანია მალევე განვითარდა: გასულ წელს, მაგალითად, Discord-ის მომხმარებელთა ბაზა ყოველთვიურად 150 მილიონი მომხმარებლით იზრდებოდა. 2020 წელს  კომპანიამ $100 მილიონზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით და ინსაიდერებს თუ დავუჯერებთ, მას მერე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. კომპანიის ზრდაზე ისიც მიუთითებს, რომ დეკემბერში Discord-მა ახალ ოპერაციული დირექტორად Microsoft-იდან გადმობირებული ლიზ ჰამრენი დანიშნა. განსაკუთრებულ პოპულარობას Discord-მა პანდემიისას მიაღწია, როცა კარჩაკეტილმა ადამიანებმა ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის ახალი გზების ძიება დაიწყეს.

დღემდე, ინვესტიციების სახით Discord-ს $1 მილიარდზე მეტი აქვს მოზიდული – კომპანიის ინვესტორებს შორის არიან Index Ventures-ი, Greylock Partners-ი, Benchmark-ი და Spark Capital-ი.

ექსპერტების თქმით, ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპებისთვის საფონდო ბირჟაზე პირდაპირი დალისტვა უკეთესი არჩევანია, ვიდრე IPO – პირველის შემთხვევაში, ინვესტორებს გაცილებით მეტი თავისუფლება აქვთ. ბოლო წლებში პირდაპირი დალისტვის გზით საფონდო ბირჟებზე, სხვა კომპანიებთან ერთად, Spotify, Slack-ი, Coinbase-ი და Roblox-ი მოხვდნენ.

Amazon-მა კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი $8.5 მილიარდად შეიძინა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა საკულტო ამერიკული კინოსტუდია Metro Goldwyn Mayer-ი (MGM) $8.5 მილიარდად შეიძინა, რითაც საკუთარი კინემატოგრაფიული პორტფოლიო საგრძნობლად გაზარდა. გარიგების შედეგად, Amazon-მა MGM-ის 4000-ზე მეტი ფილმი და სატელევიზიო სერიალების 17000-ზე მეტი სერია შეიძინა, მათ შორის „ჯეიმს ბონდის“, „როკი ბალბოას“, „კრავთა დუმილის“, „მხევლის წიგნის“ და „ვარდისფერი პანტერის“ ფრენჩაიზები.

აღსანიშნავია, რომ Amazon-მა შეიძინა მხოლოდ ის ფილმები და სერიალები, რომლებიც Metro Goldwyn Mayer-მა 1986 წლის შემდეგ გამოუშვა – ამგვარად, ჰოლივუდის ოქროს ხანის დროს გამოსული ფილმები WarnerMedia-ს საკუთრებაში რჩება.

როგორც ირკვევა, ორ კომპანიას შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2021 წლის მაისში მოხდა, მაგრამ ოფიციალურად ის მხოლოდ გასულ კვირას გამოცხადდა – კომპანიები ამერიკული და ევროპული მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს ელოდებოდნენ.

ცნობისთვის, MGM-თან გაფორმებული ეს ხელშეკრულება Amazon-ის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესია – თანხობრივი მოცულობით მას მხოლოდ Whole Foods-ის $13.7-მილიარდიანი შესყიდვა უსწრებს.

თავისთავად ცხადია, რომ Amazon-ის ისტორიაში მოცულობით მეორე გარიგება კომპანიისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია – ზემოთ ხსენებული ფილმებისა და სერიალების შეძენით, ჯეფ ბეზოსის ტექნოლოგიური კომპანია Netflix-თან და Disney Plus-თან გაჯიბრებას გეგმავს.

ამასთანავე, ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ამგვარად Amazon-მა ინვესტიცია MGM-ის ორ მნიშვნელოვან აქტივში დააბანდა: ინტელექტუალურ საკუთრებასა და ადამიანურ კაპიტალში. ფრენჩაიზებს რაც შეეხება, პირველ რიგში საუბარია ჯეიმს ბონდზე, რომელიც 1962 წლიდან, მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თუმცა, ფრენჩაიზების გარდა, MGM-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივს მისი თანამშრომლები, კერძოდ კი კინემატოგრაფიული ჯგუფის თავმჯდომარე მაიკლ დე ლუკა და ამავე ჯგუფის პრეზიდენტი პამელა ებდი, რომელთაც, ბოლო წლებში, არაერთი უზომოდ მოგებიანი პროექტი, მათ შორის პოლ ტომას ანდერსონის „ძირტკბილას პიცა“ და რიდლი სკოტის „გუჩის სახლი“ მოიზიდეს.

საინტერესოა ისიც, რომ Amazon-ის მიერ MGM-ის შესყიდვას საფონდო ბირჟისაგან დადებითი შეფასება მოყვა – ახალი ამბის გამოცხადების შემდეგ, კომპანიის ფასი 2.7%-ით გაიზარდა.

Google-ის წყალქვეშა კაბელით ტოგო ევროპულ ინტერნეტს დაუკავშირდა

ტოგო პირველი აფრიკული სახელმწიფო გახდა, რომელიც Google-ისა და Alphabet-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის,  პიჩაი სუნდარის $1-მილიარდიან ინიციატივას შეუერთდა – ამიერიდან, დასავლეთ აფრიკაში მდებარე ეს სახელმწიფო გაცილებით უფრო სწრაფ პორტუგალიურ ინტერნეტს გამოიყენებს, რაც ქვეყნის ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას საგრძნობლად დააჩქარებს. Google-ის ამ კაბელს, ნიგერიაში დაბადებული მწერლისა და აქტივისტის, ოლაუდა ექვიანოს პატივსაცემად – Equiano ჰქვია.

ეს პროექტი Google-მა ჯერ კიდევ 2019 წელს დააანონსა – ჯერ კიდევ მაშინ ითქვა, რომ რეგიონში არსებულ სხვა კაბელებთან შედარებით, ამ კაბელის გამტარუნარიანობა 20-ჯერ მეტი იქნება. ცნობისთვის გეტყვით, რომ Google-ისთვის ეს საერთაშორისო წყლებში გატარებული მესამე, ხოლო აფრიკაში – პირველი კერძო კაბელია. ტოგოს გარდა, Google-ის ამ კაბელით ევროპულ ინტერნეტს წლის ბოლოსთვის ნიგერია, ნამიბია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დაუკავშირდებიან.

გარდა საგრძნობლად გაზრდილი გამტარუნარიანობისა, Google-ის ამ კაბელის დახმარებით, 2025 წლამდე, ტოგოში 37 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ინტერნეტის ასეთ სიჩქარეს შეუძლია, რომ დასავლეთის ქვეყნების დონეზე დაგაყენოს“, – განაცხადა გაეროს აფრიკის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ვერა სონგვემ. დღეს, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს შორის, ტოგოში ინტერნეტი ყველაზე ძვირია – ერთი გიგაბაიტის საშუალო ფასი $8.64-ს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ინტერნეტის სიჩქარის გაზრდასთან ერთად, კომპანიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება დაიწყება, რაც, დროსთან ერთად, ინტერნეტის საშუალო ფასს საგრძნობლად შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ Google-ის ეს ინიციატივა  სრულად თანხვდენილია ტოგოს ხელისუფლების ამბიციებთან – ქვეყნის მესვეურებს სურთ, რომ 2025 წლისთვის ტოგო კონტინენტის ტექნოლოგიურ ჰაბად იქცეს. საინტერესოა, რომ 2020 წელს ტოგო პირველი ქვეყანა გახდა დასავლეთ აფრიკაში, რომელშიც 5G ქსელი გაეშვა. ამასთანავე, 2017-2020 წლებში, ინტერნეტის შეღწევადობის მაჩვენებელი გასამმაგდა – 2020 წლის მონაცემებით, ის 20%-ს შეადგენს.

Spincar-მა რებრენდინგი განიცადა და Impel-ი დაირქვა

ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთმა ლიდერმა, Spincar-მა რებრენდინგის შედეგად სახელწოდება შეიცვალა – ამიერიდან ტექნოლოგიური კომპანია Impel-ის სახელით იქნება ცნობილი. როგორც კომპანიის განცხადებიდან ირკვევა, ახალი სახელი ასახავს კომპანიის ევოლუციასა და იმ ინოვაციების ზრდას, რომლებსაც კომპანია საავტომობილო გაყიდვების სფეროში ნერგავს.

კომპანიის ახალი სახელწოდების შთაგონების წყაროდ სიტყვა „impel“-ი იქცა, რომელიც ქართულად სამოქმედოდ აღძვრას, შეგულიანებას, მოძრაობაში მოყვანასა და წინსვლას ნიშნავს. Impel-ში იუწყებიან, რომ ახალი სახელწოდება ნათლად ასახავს კომპანიის მიზანს – მისცეს რიტეილერებს მრავალფეროვანი სამომხმარებლო გამოცდილების შესაძლებლობა და ამით, საავტომობილო შოპინგის გამოცდილება კიდევ უფრო განავითაროს.

აღსანიშნავია, რომ Spincar-ს და აწ უკვე Impel-ს, ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, რადგან ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც 2021 წლის მაისში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI-ი რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა.

რამდენიმე თვეში Instagram-ს NFT-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ Meta-ს საკუთრებაში არსებულ სოციალურ ქსელს, Instagram-ს, რამდენიმე თვეში NFT-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ექნება – ამის შესახებ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა South By Southwest-ის ერთ-ერთი დისკუსიის დროს. თუმცა, მისი სხვა ანონსებისგან განსხვავებით, ამჯერად ცუკერბერგს დიდად არაფერი უთქვამს გარდა იმისა, რომ Instagram-ის მომხმარებლები აპლიკაციაში საკუთარი NFT-ების შეტანას, ხოლო მომავალში ახალი NFT-ების დამინტვას შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ Instagram-ისა და NFT-ტექნოლოგიის შერწყმაზე საუბარი ახლა არ დაწყებულა – ამ ინტეგრაციის შესახებ Instagram-ის მმართველი, ადამ მოსერი შარშანაც საუბრობდა. ამა წლის იანვარში კი მედიაში გავრცელდა რაპორტი, რომლის თანახმად NFT-ტექნოლოგიაზე Instagram-იც მუშაობდა და Facebook-იც.

აუცილებლად უნდა მიმოვიხილოთ Meta-ს მიერ NFT-მარკეტპლეისის შექმნის პერსპექტივაც, რომლის შესახებ ინფორმაცია პირველად იანვარში გავრცელდა. თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ Meta-ს ეს მიზანი მართლაც აქვს, მარკეტპლეისი, რაგინდ  ფინანსურად საინტერესო პროექტი იყოს,  დღეს და ხვალ არ გაეშვება.

ისე კი, ზოგადად, NFT-ტექნოლოგიის ინტეგრაცია Meta-სთვის არა მხოლოდ საინტერესო, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანიც არის, თუკი მარკ ცუკერბერგის მეტავერსულ ამბიციებს გავიხსენებთ. საქმე ისაა, რომ NFT-ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელი ხდება სამყაროებს შორის კონკრეტული ნივთების გადატანა – აი, მაგალითად, თუ თქვენს მეტავერსულ ავატარს კონკრეტული ტანსაცმელი აცვია, მისი გადატანა სხვა ვირტუალურ სამყაროშიც უნდა შეგეძლოთ, როგორც ეს რეალურად ხდება.

ისე კი, არ უნდა დავივიწყოთ, რომ Instagram-ი პირველი სოციალური ქსელი არ არის, რომელიც NFT-ტექნოლოგიით დაინტერესდა: რამდენიმე თვის წინ Twitter-მა მომხმარებლებს საშუალება მისცა, რომ პროფილის სურათად საკუთარი NFT-ი დაეყენებინათ. გამორიცხული არ არის, რომ ამგვარი რამ, სულ მალე, Instagram-ზეც ვიხილოთ.

Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარადგინა

ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული NFT-კოლექციის, Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა Yuga Labs-მა საკუთარი კრიპტოვალუტა, ApeCoin-ი წარმოადგინა, რომელიც კომპანიის ახალი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისათვის საჭირო მთავარი ტოკენი იქნება –  კრიპტოვალუტა, რომელზეც დეველოპერმა nWay-მ იმუშავა, მიმოქცევაში წელს ჩაეშვება.

როგორც ირკვევა, ApeCoin-ი Yuga Labs-ისგან დამოუკიდებელი კრიპტოვალუტა იქნება, რომელსაც ახლად ჩამოყალიბებული ApeCoin DAO უხელმძღვანელებს. DAO-ს, თავის მხრივ, Ape Foundation-ი ჩაიბარებს, რომლის საბჭოში, სხვებთან ერთად, Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი იქნება. როგორც ირკვევა, მიმოქცევაში ერთი მილიარდი ApeCoin-ი ჩაეშვება და თითოეული მათგანი, გადაწყვეტილების მიღებაში მის მფლობელს ერთი ხმის უფლებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ Yuga Labs-ის შესახებ გასული კვირის ტექნოლოგიურ მიმოხილვაშიც დავწერეთ, როცა ცნობილი გახდა, რომ Bored Ape Yacht Club-ის შემქმნელმა ორგანიზაციამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი NFT-კოლექცია – CryptoPunks-ი და Meebits-ი შეიძინა.

Intel-ი ევროპაში $88-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

ნახევარგამტარების ინდუსტრიის ერთ-ერთი გლობალური ლიდერი, ამერიკული Intel-ი, მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ნახევარგამტარების ევროპული წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში, ჯამურად, $88 მილიარდს დააბანდებს – ამგვარი გადაწყვეტილებით, კომპანია მიკროჩიპების გლობალურ დეფიციტთან გამკლავებას გეგმავს. „ამას რატომ ვაკეთებთ? იმიტომ, რომ მსოფლიოში ნახევარგამტარების აუარებელი მოთხოვნაა“, – განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, პეტ გელსინგერმა.

დაბალანსებული და უდრეკი ევროპული მიწოდების ჯაჭვის შესაქმნელად Intel-ი ევროპაში მის უახლეს ტექნოლოგიას ჩაიტანს და ათობით მილიარდ დოლარს გამოყოფს იმისთვის, რომ გერმანიაში, ირლანდიაში, საფრანგეთსა და იტალიაში წარმოება საგრძნობლად გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ევროკავშირის ლიდერებმა $47-მილიარდიანი „ჩიპების ევროპული აქტი“ წარმოადგინეს, რომლითაც მიზნად მიკროჩიპების ევროპული წარმოების გაფართოება და აზიურ წარმოებაზე დამოკიდებულების შემცირება სურთ. „დარწმუნებული ვარ, რომ ამიერიდან ამ ინიციატივას კიდევ უფრო მეტი კომპანია შეუერთდება“, – Intel-ის განცხადების შესახებ თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელსაც სურს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირმა მიკროჩიპების გლობალურ ბაზარზე საკუთარი წილი გააორმაგოს.

Intel-ის ახალი საინვესტიციო გეგმის მიხედვით, პირველი ნაბიჯი ევროპული წარმოების გაზრდას შეეხება – ამისთვის ამერიკული გიგანტი გერმანიაში ქარხანას ააშენებს, რომლისთვისაც 17 მილიარდ ევროს გამოყოფს. თუკი ევროკომისია Intel-ის ამ გადაწყვეტილებას მწვანე შუქს აუნთებს, ქარხანა 2027 წლისთვის გაიხსნება და მასში სამი ათასი ადამიანი დასაქმდება.

ამასთანავე, Intel-ი ირლანდიური წარმოების გაფართოებასაც გეგმავს – ამისთვის, ის ლეიქსლიპში არსებულ ქარხანას გააფართოებს და ამაში 12 მილიონ ევროს გადაიხდის, რაც კომპანიის მიერ ირლანდიაში განხორციელებულ ინვესტიციას, ჯამურად, 30 მილიარდ ევრომდე აიყვანს.

ის, რომ ბოლო დროს Intel-ი წარმადობის გაზრდას ცდილობს, საიდუმლო არავისთვის არ არის. სწორედ ამაზე მეტყველებს ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც ამერიკულმა გიგანტმა შტატ არიზონაში მდებარე საწარმოს გაფართოებასა და შტატ ოჰაიოში მიკროჩიპების მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს შექმნაში დააბანდა. საინტერესოა ისიც, რომ ამგვარი მიდგომა ამართლებს, რაზეც Intel-ის გასული კვარტლის ფინანსური შედეგები მეტყველებს: კომპანიამ საკუთარ ისტორიაში საუკეთესო კვარტლური და წლიური შედეგები დააფიქსირა.

Previous Post

The Thaw in Turkey-Armenia Relations: a Real Breakthrough After Three Decades

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025

Washington prepares for Donald Trump’s big moment

November 3, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

December 31, 2025

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

December 30, 2025

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

macOS Sierra review: Mac users get a modest update this year

Hands on: Samsung Galaxy A5 2017 review

Forbes Georgia

We bring you the best Premium WordPress Themes that perfect for news, magazine, personal blog, etc. Check our landing page for details.

Follow Us

Browse by Category

  • 30 Under 30
  • 30 Under 30
  • All News
  • Apps
  • Archive
  • Billionaires
  • Business
  • Business
  • Business
  • Caspian Energy
  • COVID-19
  • COVID-19
  • Culture
  • Culture
  • Economic Calendar
  • Economics
  • Editorial
  • English
  • English
  • Entertainment
  • Entrepreneurs
  • Executives
  • Fashion
  • Finances
  • Finances
  • Food
  • Forbes
  • Forbes
  • Forbes Auto
  • Forbes Banker
  • Forbes Banker
  • Forbes Crypto
  • Forbes Culture
  • Forbes EDU
  • Forbes EDU
  • Forbes Georgia in English
  • Forbes Georgia in English
  • Forbes GREEN
  • Forbes Guide
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Infrastructure
  • Forbes Life
  • Forbes Life
  • Forbes People
  • Forbes Property
  • Forbes Property
  • Forbes Science
  • Forbes Sport
  • FORBES TECH
  • Forbes TECH
  • Forbes Woman
  • Forbes Woman
  • Gadget
  • Gaming
  • Georgia
  • HEALTH
  • HEALTH
  • Health
  • History
  • Industry
  • İngilizce Haberler
  • Internet
  • Interviews
  • Investments
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Lifestyle
  • Management
  • Mobile
  • Movie
  • Music
  • News
  • News
  • Op-Ed
  • Opinions
  • Partner Content
  • Partner Content
  • Politics
  • Politics
  • Press Release
  • Rankings and Lists
  • Region
  • Review
  • Science
  • Science
  • Sport
  • Sports
  • Startup
  • Strategies
  • Style
  • Tech
  • Tech
  • Travel
  • Travel
  • World
  • World
  • Русском
  • ანტრეპრენიორები
  • არქივი
  • ბიზნესი
  • ბიზნესი
  • გამოძიება
  • გურმანი
  • ედიტორიალი
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკა
  • ეკონომიკური კალენდარი
  • ვაჭრობა
  • ვაჭრობა
  • თავდაცვა
  • თავდაცვა
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • თბილისის ბიზნეს ისტორიები
  • ინდუსტრია
  • ინვესტიციები
  • ინტერვიუ
  • ინტერნეტი
  • ისტორია
  • კომპანიები
  • კომპანიები
  • კომუნიკაციები
  • კულტურა
  • კულტურა
  • მენეჯერები
  • მენეჯმენტი
  • მეცნიერება
  • მილიარდერები
  • მოგზაურობა
  • მოდა
  • მოსაზრება
  • მსოფლიო
  • ოპედი
  • პარტნიორის კონტენტი
  • პოლიტიკა
  • პორტრეტები
  • პრესრელიზი
  • პროფილი
  • რა სჭირდებათ დამსაქმებლებს
  • რეგიონი
  • რედაქტორი
  • რეიტინგი
  • რჩევები
  • საქართველო
  • სიახლეები
  • სოციალური მედია
  • სპორტი
  • სტილი
  • სტრატეგიები
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • ფინანსები
  • ფორბს-მოსაზრება
  • ფორბს-მოსაზრება
  • ქართულად
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
  • ხელოვნება
  • ხელოვნება

Recent News

The Legend of Zelda: Breath of the Wild gameplay on the Nintendo Switch

January 2, 2026

Shadow Tactics: Blades of the Shogun Review

January 1, 2026
  • About
  • Advertise
  • Privacy & Policy
  • Contact

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.