Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

როგორია ბიზნესის მოლოდინები – BAG-ის კვლევა

by Davit Tsiramua
March 17, 2022
in ბიზნესი, საქართველო, ყველა სიახლე
0
როგორია ბიზნესის მოლოდინები – BAG-ის კვლევა
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ინდექსის 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნებულია. ასევე, ბიზნესები მიიჩნევენ, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი ისევ დადებითად ფასდება. თავად BAG-ის განმარტებით, კვლევის საველე სამუშაოების ძირითადი ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე ჩატარდა, შესაბამისად, ის „ომამდელ“ რეალობას და მოლოდინებს ასახავს.

„აღსანიშნავია, რომ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მიმდინარე წლის 14-28 თებერვლის მონაკვეთში მიიღეს მონაწილეობა, შესაბამისად, გამოკითხვა სრულად ვერ ასახავს იმ ნეგატიურ ეფექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალურ და, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე იქონია.

პანდემიის პირველი ტალღის მწვავე ნეგატიური ეფექტის შენელების შემდეგ, 2020 წლის მეორე კვარტლიდან მოყოლებული, ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობის უარყოფითი შეფასებების ფონზე, ბიზნესის საერთო მოლოდინი დადებითი იყო, თუმცა პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა ნელი ტემპებით უმჯობესდებოდა. საგულისხმოა, რომ ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობა დადებითად მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევარში შეფასდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, რადგან არც ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი და არც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი საგრძნობლად არ შეცვლილა. მოლოდინის მცირედი გაუმჯობესების პარალელურად, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა, თუმცა უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის შემდეგ პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს.

საგულისხმოა, რომ სექტორულად განსხვავებული მდგომარეობა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის I კვარტალში, ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია, ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში ეს მაჩვენებელი 2021 წლის IV კვარტალთან შედარებით გაუარესებულია. აღნიშნული კლება ვაჭრობის სექტორში – გაუარესებულმა მოლოდინებმა, ხოლო მრეწველობის სექტორში მიმდინარე მდგომარეობის მკვეთრმა გაუარესებამ გამოიწვია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინა კვარტალთან შედარებით, ბიზნესკლიმატის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიუხედავად, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა გაუარესდა მშენებლობის სექტორშიც. ეს შესაძლოა, განპირობებული იყოს სექტორში გამოკითხულ კომპანიათა 38%-ში შემცირებული გაყიდვებით.

შეგახსენებთ, რომ კვლევის ფარგლებში, გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა, მშენებლობა.

BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებას. შესაბამისად, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნესგარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMCG კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“ – წერს BAG.

Previous Post

ფინანსური ტექნოლოგიები განათლებაში – ედუფეი

Next Post

მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

მსოფლიოში პირველად, ევროკავშირში CO2-ის ემისიის ტარიფი დაინერგება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result