Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS

Askgov.ge-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსების ყოველთვიური სერია გრძელდება. რიგით მესამე, მარტის კონკურსში სიახლეა — ვიზუალიზაციების ავტორები ფორსეტისგან მონაწილეობის სერტიფიკატს მიიღებენ, ერთ-ერთი გამარჯვებული კი „ფლანგვის დეტექტორში“ სტაჟირებით დაჯილდოვდება. დამატებით, ყველა მონაწილეს ექნება შანსი გაიმარჯვოს და ფულადი პრიზი მიიღოს — საწყისი საპრიზო ფონდი 3500 ლარია.

კონკურსისთვის მოსამზადებელ პერიოდში, ფორსეტი სწავლებისა და კონსულტაციების გაზრდილ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ სასწავლო რესურსებს მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, დიზაინის პრინციპების, ვიზუალიზაციის კონცეფციის, აუდიტორიისა და ამბის თხრობის შესახებ.

ამასთან ერთად, ორი კვირის მანძილზე, საშუალება გექნებათ კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ კონსულტაციები ნაშრომის გაუმჯობესებისთვის.

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და მენტორობის სესიები გამარჯვების შანსს აძლევს სხვადასხვა პროფესიის და უნარ-ჩვევების მქონე მონაწილეებს

❑ რა არის Askgov.ge?

Askgov.ge საზოგადოების მიერ მართული პლატფორმაა, რომელიც ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, მარტივად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია 300-ზე მეტი საჯარო უწყებიდან და/ან გაეცნოს სხვების მიერ უკვე გამოთხოვილ მონაცემებს.

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც საჯარო დაწესებულება ფლობს, საჯარო ინფორმაციაა, იქნება ეს სტატისტიკური მონაცემი, პროექტის შესახებ ინფორმაცია, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა. დემოკრატიის მიერ მონიჭებულ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინსტრუმენტს, Askgov.ge-ის მეშვეობით, ვიყენებთ დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდისთვისა და საჯარო დაწესებულებებში მეტი გამჭვირვალობის მოპოვებისთვის.

❑ როგორ მივიღო მონაწილეობა?

მონაწილეობის მისაღებად, 14 მარტამდე დარეგისტრირდი ამ ბმულზე. მონაწილეობა შეგიძლია მიიღო როგორც ინდივიდუალურად, ასევე მეწყვილესთან ერთად.

კონკურსის პრინციპი მარტივია — თქვენი დავალებაა, Askgov.ge-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონაცემთა ვიზუალიზაცია შექმნათ. მონაცემთა ვიზუალიზაცია მოიაზრებს:

  • ინტერაქციულ ვიზუალიზაციას (ინტერაქციული დეშბორდი, რუკა, ა.შ);
  • სტატიკურ ვიზუალიზაციას (ინფოგრაფიკას);
  • ანიმაციურ გიფს;
  • სხვას.

საკონკურსო ვადაში, შეგიძლია გამოითხოვო სასურველი ინფორმაცია Askgov.ge-ს მეშვეობით, ან გამოიყენო პორტალზე უკვე არსებული მონაცემები. ვიზუალიზაციის შექმნისას, შეზღუდული არ ხარ სასურველი ხელსაწყოს გამოყენებაში (მაგ: Adobe Illustrator, Tableau, Piktochart, Canva), თუმცა, ნაშრომის საბოლოო ფორმატის საჯაროდ გაზიარება უნდა იყოს შესაძლებელი.

❑ როგორია შეფასების კრიტერიუმები?
  • სიზუსტე: რამდენად ზუსტია მონაცემების ანალიზი?
  • რელევანტურობა: რამდენად აქტუალურია მონაცემთა ვიზუალიზაციის თემა?
  • უნიკალურობა/სიახლე: რამდენად ახლებური გზები იპოვა მონაწილემ საკუთარი ამბის გადმოსაცემად? არის ეს ამბავი არაერთხელ გაშუქებული თუ მონაწილემ მოახერხა განსხვავებულად შეეხედა ამბისთვის?
  • კონცეფცია: რამდენად დახვეწილია ვიზუალიზაციის კონცეფცია (ნაშრომის სტრუქტურა, მიზანი, გზავნილი და აუდიტორია)?
  • დიზაინი: რამდენად გამართულია დიზაინი და რამდენად აკმაყოფილებს მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს?
  • ტექნიკა: ვიზუალიზაციისთვის გამოყენებული ხელსაწყოების და პროგრამების კომპლექსურობა და მიზნობრიობა.
  • პროგრესი: რამდენად დასრულებულია პროდუქტი?
  • პრეზენტაცია: რამდენად კარგად წარადგინა მონაწილემ საკუთარი იდეა/პროექტი ჟიურის წინაშე?
  • ბონუსი — მონაცემების მრავალფეროვნება: რამდენად ბევრი და რელევანტური მონაცემი გამოითხოვა მონაწილემ askgov.ge-ს პორტალიდან?*

*ბონუს ქულებში არ ჩაითვლება ინფორმაციის მოთხოვნის ის შემთხვევები, როცა საჯარო დაწესებულებას მოთხოვნილი მონაცემები საიტზე უკვე განთავსებული აქვს.
* შეფასების ყველა კომპონენტს თანაბარი ძალა აქვს.

❑ კონკურსის ვადები

11 მარტი, 17:30 — ინფო სესია — ამ ონლაინ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აგიხსნით კონკურსის წესებს, გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ.

12 მარტი — რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ სასწავლო რესურსებს, რომელთა გაცნობა რეკომენდირებულია ნაშრომებზე მუშაობისას.

17 მარტი — რეგისტრაციის დასასრული.

18–29 მარტი — მენტორობის სესიები — ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება გექნებათ, თქვენი პროგრესი და კითხები გაუზიაროთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტებს და მიიღოთ რჩევები მონაცემთა ანალიზის, ამბის თხრობისა და დიზაინის მიმართულებით.

30–31 მარტი — პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა — დღის პირველ ნახევარში თქვენს ვიზუალიზაციებს გამოგვიგზავნით, საღამოს კი, საშუალება გექნებათ, საკუთარი ნამუშევარი თავად წარუდგინოთ ჟიურის წევრებს და უპასუხოთ მათ კითხვებს. გამარჯვებულები მომდევნო დღეს გამოვლინდებიან.

❑ როგორ დავრეგისტრირდე?

შეავსე ეს ფორმა 17 მარტამდე: https://forms.gle/a2mocLrpUki3ntCE9

გაეცანი კონკურსში მონაწილეობის პრაქტიკულ სახელმძღვანელოს: https://bit.ly/3rr63lh

Previous Post

აშშ-ში CD-ის გაყიდვები 17 წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა

Next Post

როგორ გაზარდა „საქართველოს ბანკმა“ მილიონობით მომხმარებლის კმაყოფილება | Medallia-ს „ქეის სტადი“

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
როგორ გაზარდა „საქართველოს ბანკმა“ მილიონობით მომხმარებლის კმაყოფილება | Medallia-ს „ქეის სტადი“

როგორ გაზარდა „საქართველოს ბანკმა“ მილიონობით მომხმარებლის კმაყოფილება | Medallia-ს „ქეის სტადი“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result