Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეპოქის დასასრული: როგორ შეიძლება რუსეთის WTO-დან და IMF-დან გაძევება?

by იზა გვარამაძე
მარტი 11, 2022
in ეკონომიკა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
ეპოქის დასასრული: როგორ შეიძლება რუსეთის WTO-დან და IMF-დან გაძევება?
0
SHARES
0
VIEWS

მეორე მსოფლიო ომის შედეგებთან გასამკლავებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოკავშირეებთან ერთად ინსტიტუტები ჩამოაყალიბა, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში გლობალურ ეკონომიკურ წესრიგს მართავდნენ, ორიენტირებულები იყვნენ ევროპის აღდგენაზე, სიღარიბესთან ბრძოლასა და სავაჭრო დავების მშვიდობიან მოგვარებაზე.

1945 წლის შემდგომ პირველად, ევროპის რეგიონში უდიდესი ომი მძვინვარებს და დასავლური ქვეყნების ნაწილი განიხილავს სტრატეგიებს, რაც რუსეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO), მსოფლიო ბანკსა და სხვა მნიშვნელოვან ინსტიტუტებს დაატოვებინებს. ამის პარალელურად კი რუსეთი უკრაინაში შეჭრას კვლავ მხოლოდ „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებს.

სტატიაში წარმოდგენილია ძირითადი მცდელობები რუსეთის იმ მნიშვნელოვანი ინსტიტუტებიდან გაძევებისა, რომლებიც მშვიდობიან სამყაროში, დაცვის მკაფიო მექანიზმების გარეშე შეიქმნა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF)

ევროკავშირის ოფიციალურ პირთა ნაწილი გლობალური კრიზისის კრედიტორებზე რუსეთის გავლენის შემცირების გზებს განიხილავს, რომლის შექმნაშიც მონაწილეობა თავის დროზე საბჭოთა კავშირმა  მიიღო, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არც კი შეერთებია. რუსეთი და უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდში მხოლოდ 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაწევრდნენ.

IMF-ის შეთანხმების პუნქტები არ მოიცავს დებულებებს შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელთა დანერგვასაც წარსულში მისი ბევრი წევრი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც ითხოვდა. რუსეთის გაძევებაზე საკითხის დასმის შემთხვევაში, ქვეყნის მიერ შეთანხმების მუხლების დარღვევის ფაქტები უნდა გამოვლინდეს, მაგალითისთვის, როგორიცაა: სავალუტო ფონდისთვის სარეზერვო აქტივებზე, საგადასახადო ბალანსზე, ვაჭრობასა და სავალუტო ოპერაციებზე საჭირო ეკონომიკური მონაცემების მიწოდებაზე უარის თქმა.

დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, წევრებს, რომლებიც IMF-ის ხმის მიცემის უფლებამოსილებაზე 70%-ს ფლობენ, „გონივრული პერიოდის“ შემდგომ, რუსეთისთვის ხმის მიცემის შეჩერება შეუძლიათ. კიდევ ერთი „გონივრული პერიოდის“ შემდგომ კი, ხმების 85%-ით,  ქვეყნისთვის წევრობაზე უარის თქმის იძულებაც შეეძლებათ. უფრო სიმბოლური, თუმცა მარტივი ნაბიჯი რუსი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ალექსეი მოჟინისთვის, საპატიო წოდების, IMF-ის აღმასრულებელი დეკანის სტატუსის ჩამორთმევა იქნება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად რუსეთისთვის სავაჭრო სტატუსის ჩამორთმევის გზებს ეძებს, რაც მათ ქვეყნისთვის ბევრად მაღალი გლობალური ტარიფის დაწესების შესაძლებლობას შექმნის.

აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის სავაჭრო სტატუსის შეჩერება კონგრესის აქტს გულისხმობს. თუმცა ბიუჯეტის კანონპროექტი და კანონმდებლობა რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის შესახებ, გამორიცხავდა რუსეთთან მუდმივი სავაჭრო ურთიერთობის დებულების გაუქმებას. ამის ნაცვლად, კანონმდებლობა რუსეთის WTO-ის წევრობის გადახედვის საშუალებას ტოვებს.

რუსეთის გაძევება, რომელიც WTO-ს 2012 წელს, 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდგომ შეუერთდა, საკმაოდ რთული იქნება. პროცესის ჩამოყალიბებისთვის WTO-ს უმრავლესობის 2/3 სჭირდება, რუსეთის გასაძევებლად კი – სამი მეოთხედი. თუმცა, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება, 164 წევრ ქვეყანას შორის კონსენსუსის საფუძველზე ხდება. კიდევ ერთი კარგი გამოსავალი, რუსეთის მოკავშირე ბელარუსისთვის ორგანიზაციაში გაწევრებაზე უარის თქმა იქნება.

WORLD BANK GROUP

მსოფლიო ბანკმა გასულ კვირას რუსეთსა და ბელარუსში თავისი ყველა პროგრამის მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნული ნაბიჯით, ბელარუსში დაახლოებით $511-მილიონიანი ღირებულების პროექტებისთვის თანხის გაცემა შეჩერდება.

მსოფლიო ბანკის ბოლო სესხი კი რუსეთს 2013 წელს, ყირიმის ანექსიამდე დაუმტკიცდა. თუმცა კრედიტორმა 2021 წლის დეკემბერში, მეტეოროლოგიური პროექტებისთვის $3.6 მილიონი გადაიხადა. თუ რუსეთი ორგანიზაციის ხელშეკრულების პუნქტებს ვერ შეასრულებს, აქციონერთა უმრავლესობას მისთვის წევრობის უფლების შეჩერება შეუძლია. WORLD BANK GROUP-ს რუსეთი და უკრაინა 1992 წელს შეუერთდნენ.

EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), რომელიც 1991 წელს, აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მხარდასაჭერად შეიქმნა, 1-ელ მარტს საბჭოს წევრების უმრავლესობით რუსეთისა და ბელარუსისთვის, განუსაზღვრელი დროით, წევრობა შეაჩერა.

EBRD-ის მმართველებს 30 დღე აქვთ წინადადებაზე კენჭისყრისთვის, რომლის დამტკიცებას ხმათა ორი მესამედი სჭირდება. ორგანიზაციამ რუსეთში ინვესტიციები ყირიმის ანექსიის შემდგომაც შეწყვიტა, ხოლო ბელარუსში, 2020 წლის სადავო არჩევნების შემდგომ, ახალ ინვესტიციებზე მორატორიუმი დააწესა.

Previous Post

რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის ფონზე, გერმანია ქვანახშირის ელექტროსადგურებს ააქტიურებს

Next Post

McDonald’s-ის ნაცვლად: მოსკოვის მერი ეროვნული ფასტ-ფუდ ქსელის შექმნას აანონსებს

იზა გვარამაძე

Next Post
McDonald’s-ის ნაცვლად: მოსკოვის მერი ეროვნული ფასტ-ფუდ ქსელის შექმნას აანონსებს

McDonald’s-ის ნაცვლად: მოსკოვის მერი ეროვნული ფასტ-ფუდ ქსელის შექმნას აანონსებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Recent News

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result