Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

IMF რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური გავლენის შესახებ განცხადებას ავრცელებს

by გიორგი თოლორდავა
April 5, 2022
in ეკონომიკა, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
IMF რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური გავლენის შესახებ განცხადებას ავრცელებს
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) აღმასრულებელი საბჭო რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური გავლენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უკრაინაში მიმდინარე ომი სიცოცხლის ტრაგიკულ მოსპობას და ტანჯვას იწვევს, ასევე, დიდი ზიანი ადგება უკრაინის ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. ომის შედეგად, მილიონზე მეტი ლტოლვილი მიადგა მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. რუსეთის წინააღმდეგ კი უპრეცედენტო სანქციებია გამოცხადებული.

სანამ სიტუაცია არასტაბილურად და გაურკვევლად რჩება, ეკონომიკური შედეგები უკვე ძალიან სერიოზულია. ენერგიისა და საქონლის ფასები, ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ჩათვლით, მკვეთრად გაიზარდა, რაც მიწოდების ჯაჭვის შეფერხებითა და COVID-19-ით გამოწვეულ ინფლაციაზე ზეწოლას ზრდის. ფასების შოკს გავლენა ექნება მთელ მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი ღარიბ ოჯახებზე, რომელთათვის საკვები და საწვავი საერთო ხარჯების დიდი ნაწილს წარმოადგენს. თუ კონფლიქტი გამწვავდება, ეკონომიკური ზიანი კიდევ უფრო მეტად დამანგრეველი იქნება. რუსეთზე დაწესებულ სანქციებს არსებითი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკასა და ფინანსურ ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სხვა ქვეყნებზეც.

ბევრ ქვეყანაში, ისედაც გაზრდილი ფასების ზეწოლის ფონზე, კრიზისი უარყოფით შოკს იწვევს, როგორც ინფლაციის დონეზე, ასევე ეკონომიკურ აქტივობაზე. ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ყურადღებით დააკვირდნენ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას და მის ადგილობრივ ინფლაციაზე ასახვას, რათა შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ფისკალური პოლიტიკა დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად უნდა იყოს მიმართული, რათა დაბალანსდეს მზარდი ცხოვრების ხარჯები. გლობალური ეკონომიკის პანდემიური კრიზისიდან აღდგენის ფონზე, ეს კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაართულებს პოლიტიკურ ლანდშაფტს.

ადამიანური დანაკარგის გარდა, უკრაინაში ეკონომიკური ზარალი უკვე საკმაოდ დიდია. საზღვაო პორტები და აეროპორტები დაკეტილია, გზების და ხიდების დიდი ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ფინანსური ხარჯების ზუსტი შეფასება ძალიან რთულია, უკვე ცხადია, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი რეკონსტრუქციისა და აღდგენის ხარჯები ექნება.

უკრაინამ უკვე მოითხოვა IMF-ისგან გადაუდებელი დაფინანსება 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის საკითხსაც აღმასრულებელი საბჭო მომავალ კვირას განიხილავს.

რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მკაცრად შეზღუდავს ბანკის წვდომას ეროვნული ვალუტისა და ფინანსური სისტემის მხარდასაჭერად საჭირო საერთაშორისო რეზერვებთან. რუსეთის საბანკო სისტემაზე დაწესებული სანქციები და რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გარიცხვა მნიშვნელოვნად ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას – შემოსავალი მიიღოს ექსპორტიდან, გადაიხადოს იმპორტის გადასახადი და განახორციელოს საერთაშორისო ტრანზაქციები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერაც ადრეა რუსეთის ეკონომიკაზე ამ სანქციების სრული შედეგის განჭვრეტა, ჩვენ უკვე ვნახეთ რუსული აქტივების ფასების მკვეთრი ვარდნა და რუბლის გაუფასურება.

განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ის ქვეყნები, რომელთაც მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ უკრაინასა და რუსეთთან, მოსალოდნელია: მიწოდების შეფერხება, პროდუქციის დეფიციტი და ლტოლვითა მზარდი შემოდინება. მოლდოვამ IMF-ისგან უკვე მოითხოვა არსებული პროგრამის პირობების გაფართოება, რათა შესაძლებელი იქნეს მიმდინარე კრიზისის ხარჯების დაფარვა. სავალუტო ფონდის გუნდი მოლდოვის ხელისუფლებასთან ერთად შესაძლო ვარიანტების განხილვის პროცესშია.

მიმდინარე ომს და მასთან დაკავშირებულ სანქციებს უმძიმესი გავლენა ექნება გლობალურ ეკონომიკაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარტნიორებთან ერთად განაგრძობს სიტუაციის შეფასებას, დროული რჩევების მიცემას და, საჭიროების შემთხვევაში, წევრი სახელმწიფოებისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.

Previous Post

Pfizer-ი და Moderna წელს კოვიდვაქცინების გაყიდვებით $51 მილიარდის შემოსავალს პროგნოზირებენ

Next Post

ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

გიორგი თოლორდავა

Next Post
ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

ილონ მასკი: მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოება უნდა გაიზარდოს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result