Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

90-იანებში დაწყებული ბიზნესი – ბრენდად ქცეული “დიო”

by Forbes.ge
February 28, 2021
in კომპანიები
0
90-იანებში დაწყებული ბიზნესი – ბრენდად ქცეული “დიო”
0
SHARES
0
VIEWS

ფარდა-ჟალუზების მწარმოებელი კომპანია “დიო” ქართულ ბაზარზე 1996 წელს გამოჩნდა. მანამდე იყო 2-წლიანი დაუღალავი მუშაობა და ბევრი დაბრკოლება კომპანიის ჩამოსაყალიბებლად. “დიო” საოჯახო ბიზნესია 21 წლიანი ისტორიით, რომელიც ირმა დაუშვილმა მის და-ძმასთან თამაზ დაუშვილთან და თამარ დაუშვილთან ერთად შექმნა. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ არაერთი რთული პერიოდი გამოიარა, თუმცა, მოახერხა ბაზარზე დამკვიდრება და რაც მთავარია, ნდობის მოპოვება ქართველ და უცხოელ პარტნიორებს შორის, რაც, როგორც ბიზნესმენები ხშირად აღნიშნავენ, ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ბიზნესის წარმოებისას.

დღეს “დიო” უკვე ბრენდია, რომელსაც გამოცდილების გაზიარება სხვა კომპანიებისთვის სურს, ამისთვის კი კომპანია “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნესდაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. 3 თანამშრომლით და ერთი ოფისით დაწყებული ბიზნესი დღეს გუნდის 150 წევრს და 4 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის ისტორიაზე, განვითარებასა და სფეროში არსებულ პრობლემებზე კომპანიის გენერალური დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა დაუშვილი საუბრობს: 

კომპანია “დიო” 1996 წელს დაარსდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და სოციალური მიმართულებით. რა იყო მოტივაცია ჩამოგეყალიბებინათ საყოფაცხოვრებო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც, ფაქტია, გაამართლა? გასულ წელს “დიოს” 20 წელი შეუსრულდა… 

მოტივაცია იმ პერიოდისათვის ყველას ერთი ჰქონდა, რთული ეკონომიკური სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაშინ როდესაც დასაქმების ინსტიტუტი არ არსებობდა. გაუქმდა სამუშაო ადგილები და მოგვიწია ახლის ძებნა და შექმნა. ასე, გაჩნდა “დიოს” დაარსების იდეა. ამას გარდა, არსებობდა სხვა პატარა წინაპირობებიც. 

ვინ არიან თქვენი მომხმარებლები – სასტუმროები, სამშენებლო კომპანიები, ფიზიკური პირები? 

ჩვენი პროდუქტი საინტერესოა თითქმის ყველა სეგმენტის მომხმარებლისათვის, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისათვის, ასევე, ბანკებისათვის, სასწავლო დაწესებულებებისათვის, კერძო კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის. 

წლებთან ერთად თქვენი მომსახურების სერვისი და პროდუქციის ასორტიმენტი გაიზარდა. რისი შეძენა და რა მომსახურების მიღება შეუძლია მომხმარებელს “დიოში” დღეს? 

დღესდღეობით კომპანია “დიო” სთავაზობს მომხმარებელს 60-ზე მეტი დასახელების კარ-ფანჯრებისა და მზისგან დამცავი სისტემების მრავალფეროვან არჩევანს; რომელთაგან დიდი ნაწილი ექსკლუზიურია და ვყიდით, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში. ესენია: ალუმინისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, ფარდა-ჟალუზების 12 სახეობა, მწერებისაგან დამცავი ბადეების 7 სახეობა, ტენტები / თვითრეცხვადი ტენტები, პერგოლა, ფრანგული გასაჭიმი ჭერი, შემინვის სისტემა, ფასადის საჩრდილობელი სისტემები, ქოლგა, გარე დამცავი ჟალუზები, ჭიშკარი და ჭიშკრის მართვა და ა.შ.

საიდან შემოდის ნედლეული და სად იწარმოება პროდუქციის ძირითადი ნაწილი?

1997 წლის აპრილიდან კომპანია ძირითად პროდუქციას აწარმოებს თბილისში. ძირითადი ნედლეული შემოდის ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ: გერმანია, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი… 

საქართველოში ბაზრის რა წილი გიჭირავთ და პროდუქციის ექსპორტი სად ხდება? 

21 წლიანი მუშაობის შემდეგ “დიოს” ჟალუზების ბაზრის 65% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანიის პროდუქცია ორ მეზობელ ქვეყანაში უკვე იყიდება, ესენია სომხეთი და აზერბაიჯანი. თუმცა, ბაზრის დივერსიფიკაციაზე ფიქრობთ და გვსურს, “დიოს” პროდუქცია სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავიტანოთ. 

რა არის თქვენი პროდუქციის უპირატესობა? 

ჩვენს კომპანიას აქვს საკმაოდ გრძელი ღირებულებათა ჯაჭვი დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციით და გაყიდვების შემდგომი სერვისით – მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ. 

კომპანიას მოუწია ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთულ პერიოდში, ამას მოჰყვა 2000-იანი წლების ბოლოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2008 წლის ომი საქართველოში. ამ 20 წლის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი თქვენთვის როდის იყო? 

ყველაზე რთული პერიოდი მაინც ალბათ 1995-1996  წლები იყო.  ,,დიო” -ამ სახელით  კომპანია  საქართველოს ბაზარზე შემოვიდა 1996 წელს.  მანამდე იყო რთული 1994-1995, არ იყო ელექტრო ენერგია, რთული იყო კომუნიკაცია სხვა ქვეყნებთან, ასევე, ძნელი იყო ტრანსპორტირება, საბანკო სექტორიც ჩამოყალიბების პროცესში იყო, არც საგადასახადო სისტემა იყო დახვეწილი, პრობლემები იყო საბაჟოზეც, არც ჩვენ გვქონდა ბიზნეს გამოცდილება, თუმცა, ძალიან დიდი იყო მოტივაცია, ვნერგავდით სიახლეს და ვიბრძოდით საკუთარი ბიზნესის დამკვიდრებისათვის. 

კომპანია “თიბისი ბანკისა” და “ჯეოსელის” ბიზნეს დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას. რატომ გადაწყვიტეთ დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება და რას ელოდებით? 

ჩვენი ინფორმაციით, ეს კონკურსი გასულ წელს დამწყები ბიზნესისთვის იყო, ვფიქრობ ახლაც ბევრი ახალბედა ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. გვინდა, კოლეგებს გავუზიაროთ  კომპანია ,,დიო”-ს გამოცდილება: როგორ დაიწყო 21 წლის წინ ოჯახის სამმა წევრმა ნულოვანი კაპიტალით ბიზნესი და როგორ შეძლო ამ რთულ პერიოდში ქართული ბრენდის შექმნა, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთან შემოქმედებით ურთიერთობას და რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ბიზნესში, რომ კომპანიამ დიდხანს იარსებოს ბაზარზე. აი, ეს არის ის ძირითადი აზრი, რატომ გადავწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა. 

რა არის ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც დღეს ბიზნესი აწყდება? 

სამწუხაროდ, წლები გავიდა და კვლავ არის პრობლემები ბიზნესში. ისევ გამოვყოფდი საკანონმდებლო ხარვეზებს, არ არსებობს სამშენებლო ნორმები და არ ექცევა ყურადღება ხარისხის კონტროლს, როგორც სამშენებლო სფეროში, ასევე სხვა სფეროებში. ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია მოქმედებს ბიზნესის განვითარებაზე და,  რა თქმა უნდა არასტაბილური სავალუტო კურსი. 

სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

ბოლო წლებში საკმაოდ გაფართოვდა ჩვენი ასორტიმენტი. დღეისათვის ვფიქრობთ გავაფართოვოთ ალუმინის წარმოება, რათა უფრო სწრაფად შევძლოთ საინტერესო და ორიგინალური პროექტების დაწყება და განვითარება.

Previous Post

საფრანგეთი და საქართველო

Next Post

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 13.4 პროცენტით გაძვირდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 13.4 პროცენტით გაძვირდა

ბოლო ერთ წელიწადში პროდუქციის წარმოება 13.4 პროცენტით გაძვირდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result