Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ბიზნესი

„საქართველოში ინვესტორები აღმოაჩენენ, რომ Doing Business-ში ქვეყნის რეიტინგი შეცდომაში შემყვანია“

by Davit Tsiramua
May 28, 2021
in ბიზნესი, მოსაზრება, პოლიტიკა, საქართველო, ქართულად, ყველა სიახლე
0
„საქართველოში ინვესტორები აღმოაჩენენ, რომ Doing Business-ში ქვეყნის რეიტინგი შეცდომაში შემყვანია“
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გამოცემა Emerging Europe-მა გამოაქვეყნა სტატია საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუარესების და სახელმწიფოს მხრიდან უმსხვილესი საინვესტიციო პროექტების განხორციელების პროცესის ხელშეშლის შესახებ. გთავაზობთ სტატიის თარგმანს:

საქართველომ უკანასკნელ წლებში ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის რეპუტაცია შეიქმნა. მისი პოზიცია მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში საკმაოდ მაღალია. უკანასკნელი ანგარიშით საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს და ამ მაჩვენებლით დანიის გარდა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას ასწრებს.

თუმცა, ქვეყნის რეპუტაცია უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში ზიანის ქვეშ აღმოჩნდა, რაც 2020 წლის ოქტომბერში სადავო შედეგებით დასრულებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, ოპოზიციური პარტიები ამ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი. თუმცა, ამის მიუხედავად, ეუთოს მისიამ აღნიშნა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და მოქალაქეთა ძირითადი თავისუფლებები არჩევნებზე დაცული იყო.

მაგრამ, ეუთომ თავის დასკვნაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ იყო გათვალისწინებული. ეს ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, კამპანიების დაფინანსების წესებს, ასევე საარჩევნო დარღვევების განცხადებების განხილვის და გასაჩივრების პროცესს. ამასთანავე, ეუთოს ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნების პროცესში “სახელმწიფოსა მმართველს პარტიას შორის ზღვარი ხშირ შემთხვევაში მკაფიო არ იყო.”

2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციურმა პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით მიღებულ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისკენაა მიმართული.

პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება

შეთანხმებაზე ხელმოწერის შედეგად, პარლამენტში შევიდნენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იქამდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, “ქართულმა ოცნებამ” კი ვალდებულება აიღო დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თუკი მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ის ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.

ამის მიუხედავად, საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რასაც პარტია მისი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებას უკავშირებს.

ნიკა მელია საქართველოს მთავრობამ თებერვალში დააპატიმრა, რის მიზეზადაც გირაოს პირობების დარღვევა მიუთითა. მას 2019 წელს მთავრობის წინააღმდე “ძალადობრივ პროტესტში” მონაწილეობას ედავებიან. როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე თავად მელიას შეფასებით ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

ინვესტორთა შეშფოთება

ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული უკანასკნელი პოლიტიკური არასტაბილურობა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის რეპუტაცია ბიზნესის კეთებისთვის არ არის ისეთი მაღალი, როგორიც მსოფლიო ბანკის რეიტინგიდან ჩანს.

მიმდინარე დავა, რომელიც აზერბაიჯანელ ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის წარმოიშვა არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რასაც საქართველოში მყოფი ინვესტორები მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრ და ანტიბიზნესურ მოქმედებად აფასებენ.

კომპანია “კავკასუს ონლაინი” 2006 წელს ქვეყანაში მოქმედი ქსელების – “კავკასუს ნეთვორქის”, “ჯორჯია ონლაინისა” და “სანეტის” შერწყმით შეიქმნა. კომპანიის მთავარ ფიზიკურ აქტივს შავი ზღვის ფსკერზე არსებული 1,200-კილომეტრიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს, რომელიც ინტერნეტით ევროპას სამხრეთ კავკასიასთან აკავშირებს.

2019 წელს “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი აზერბაიჯანულმა NEQSOL Holding-მა შეიძინა და გარიგებაში დაახლოებით 51 მილიონი ევროც გადაიხადა.

თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ეს გარიგება მათთან არ იყო შეთანხმებული და გასული წლის ივლისში კომისიამ ამ დავის გამო დაწერილი ახალი კანონით გაიზარდა უფლებები და კომპანიაში “სპეციალური მმართველი” დანიშნა, რითიც ფაქტობრივად “კავკასუს ონლაინის” ნაციონალიზაცია მოახდინა.

ამ ნაბიჯმა შეუძლებელი გახადა NEQSOL-ს განეგრძო საკუთარი გეგმა, რაც ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განხორციელებას მოიცავდა. ეს პროექტი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ინტერნეტის ახალი დამაკავშირებელი დერეფანი იქნება და მასში საქართველომ საკვანძო როლი უნდა შეასრულოს. თუმცა, ეს პროექტი, რომელიც რეგიონის ქვეყნების ციფრული განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის შეჩერებულია.

ინვესტორმა სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICSID) შეიტანა და კომუნიკაციების კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კომპანიაზე კონტროლის დამყარების ფაქტად აფასებს.

საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვა მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანიას არ აქვს იმედი, რომ ის დავას გადაჭრას ქართული სასამართლოს მეშვეობით შეძლებს.

მართლაც, ქართული სამართლებრივი სისტემა ვენეციის კომისიის მხრიდან მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. კომისიამ შეისწავლა “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნისთვის მიღებული კანონმდებლობა და დაასკვნა რომ ის საკუთრების უფლებებს, სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და მედიათავისუფლებას ხელყოფს.

ანაკლიის პორტი

არაერთი ანალიტიკოსის “კავკასუს ონლაინის” საქმესა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გარეშემო განვითარებულ პროცესებს შორის მსგავსებას ხედავს.

2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომელსაც პორტის პროექტის განხორციელება ჰქონდა ჩაბარებული, კონტრაქტი გააუქმა.

საქართველოს მთავრობის, კერძოდ კი მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონტრაქტის მოშლის მიზეზი იყო გარემოება, რომ კონსორციუმმა ვერ შეძლო $400 მილიონი დოლარის სასესხო შეთანხმებების გაფორმება.
თუმცა, თავად კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარე და “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ბიძინა ივანიშვილი პირადად იყვნენ ჩართულები პროექტის ჩაშლის პროცესში.

მას შემდეგ საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მათ სურთ იპოვონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ახალი ინვესტორი, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

როგორც ანაკლიის პორტის, ასევე “კავკასუს ონლაინის” საქმეები საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინვესტიციებისადმი ღია ქვეყნის რეპუტაციას აზარალებენ.

“ეს პოტენციურად საქართველოს საინვესტიციო კლიმატისთვის საკმაოდ დამაზარალებელია” – BMG-ის განუცხადა შარშან ამერიკელმა დიპლომატმა, NATO-ში ყოფილმა ელჩმა და უკრაინაში ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოკერმა.

“სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა, ან კომპანიის წილზე კონტროლის დამყარება ნებისმიერი სექტორის ინვესტორისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია,”- აღნიშნა ვოკერმა.

გასულ კვირაში პარლამენტის სპიკერმა კახა კუჭავამ ბრიუსელში პირველი ვიზიტი გამართა. ამ ვიზიტზე მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართ ერთგულებას ინარჩუნებს. თუმცა, აშკარაა ამ მხრივ ქვეყანას კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. თუმცა, იქამდე სანამ ასეთი ქმედებების მიუხედავად, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში არცერთი ქულა არ აკლდება, ქვეყნის მთავრობა ვითარების გამოსწორებისთვის ნაბიჯებს როგორც ჩანს არ დგამს.

Previous Post

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ProductTank Tbilisi-ის შეხვედრა გაიმართება

Next Post

“Investors in Georgia Discover That Ease of Doing Business Rankings Can Be Deceptive”

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
„საქართველოში ინვესტორები აღმოაჩენენ, რომ Doing Business-ში ქვეყნის რეიტინგი შეცდომაში შემყვანია“

"Investors in Georgia Discover That Ease of Doing Business Rankings Can Be Deceptive"

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result