Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადის მონაწილეები ცნობილია

by იზა გვარამაძე
September 29, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადის მონაწილეები ცნობილია
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სტარტაპების სწრაფი ზრდისა და მასშტაბირების მხარდასაჭერად, 500 Global-ი საქართველოში 500 Global in Eurasia-ს მეცხრე ნაკადს მართავს. ინიციატივა საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, შერჩეული მონაწილეები 12 კვირიან აქსელერაციის პროგრამას გაივლიან, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები გაუძღვებიან; მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას; გაიზიარებენ საჭირო ექსპერტიზას და დაამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.

მეცხრე ნაკადის სტარტაპები არიან:

AdMagica.ai

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც ეხმარება ელ. კომერციის ბრენდებს, რამდენიმე წამში შექმნან ეფექტური სარეკლამო ვიზუალები რეალურ დროში არსებულ Meta Ads-ის მონაცემებსა და კრეატიულ ჩარჩოებზე დაყრდნობით. ხელსაწყო ანაცვლებს გრაფიკულ დიზაინერსა და ციფრულ მარკეტოლოგს, პარალელურად კი ახდენს სარეკლამო ვიზუალების ოპტიმიზაციას კონვერსიისთვის.

Talk Labs

ხელოვნური ინტელექტის ხმოვანი სიმულაციები, რომელიც იძლევა მომხმარებლების მხარდამჭერი პერსონალის გადამზადების შესაძლებლობას.

FashionLab

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ცვლიან ფოტოგადაღებას მოდის ინდუსტრიაში – ხდიან მას უფრო სწრაფს, ხელმისაწვდომს, ინკლუზიურს და ოპტიმიზებულს, რაც ზრდის გაყიდვებს და ამცირებს დანახარჯებს.

Stackbooster

Stackbooster-ი ავტონომიური AI სკეილინგის დახმარებით, ზრდის ქლაუდის ეფექტურობას, 60%+-ით ამცირებს ხარჯებს და აუმჯობესებს აპლიკაციის ეფექტურობას.

Callsy AI

Callsy პირველი AI გაყიდვების აგენტია, რომელიც ელ. კომერციის პლატფორმებზე დაუმთავრებელი შესყიდვების აღსადგენად შეიქმნა და ის რეალურ დროში ხმის ავტომატიზაციას იყენებს. Callsy პერსონალიზებული სატელეფონო ზარით ავტომატურად უკავშირდება მომხმარებლებს და დაუმთავრებელ შესყიდვებს გაყიდვებად აქცევს.

Quantum Neuron, Inc

Quantum Neuron არის Workforce-as-a-Service პლატფორმა, სადაც Persona მენეჯერი რამდენიმე AI პერსონას მართავს, რომლებიც WhatsApp-ის, Instagram-ის, ელ. ფოსტის და ხმოვანი სერვისის საშუალებით სთავაზობენ პროდუქციას მომხმარებლებს, მხარდაჭერას უწევენ მათ, რითაც 48-72 საათში ქმნიან ხელშესახებ ბიზნეს შედეგებს.

Hi Doctor

ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი კლინიკური სიმულატორია, რომელიც ხელს უწყობს დიაგნოსტიკის უნარებისა და სტანდარტების ზრდას სამედიცინო განათლების სფეროში.

Rebookify

Rebookify ტურისტულ სააგენტოებს ეხმარება გაზარდონ მოგება, სასტუმროების რეზერვაციების უფრო იაფიან ალტერნატივებზე გადაჯავშნით.

Adsmom

Adsmom ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი ad intelligence პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, აკონტროლონ, შეადარონ და გააანალიზონ ნებისმიერი კონკურენტის Meta რეკლამები რეალურ დროში.

Neolink

ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით შექმნილი No-Code შესყიდვების პლატფორმაა.

DataCall

DataCall მცირე და საშუალო ზომის კერძო კლინიკებისთვის სატელეფონო ოპერაციების ავტომატიზაციას ახდენს.

Spotwise

ეს არის AI გაყიდვების აგენტი, რომელიც კონკურენტების რეკლამების მონიტორინგს რეალურ დროში ახორციელებს და აქცევს მათ მოგებად.

Defect ai

AI სამედიცინო აუდიტის სისტემა, რომელიც ამოწმებს ჩანაწერებს, ეხმარება კლინიკებს სადაზღვევო კომპანიების მიერ უარყოფილი ან არანაზღაურებული მოთხოვნების 90%-მდე შემცირებაში და აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს უახლესი კლინიკური პროტოკოლებისა და რეკომენდაციების საფუძველზე.

ინფორმაციისთვის, 500 Global in Eurasia საქართველოში 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.

მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება. ინიციატივის ფარგლებში, უკვე გადამზადდა 10 ქვეყნის 80-ზე მეტი სტარტაპი. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.

500 Global-ის შესახებ:

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

S

Previous Post

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა

Next Post

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა სააკაშვილის განაჩენი გამოაცხადეს 

იზა გვარამაძე

Next Post
მიხეილ სააკაშვილს „პიჯაკების საქმეზე“ 9-წლიანი პატირმობა მიუსაჯეს

სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა სააკაშვილის განაჩენი გამოაცხადეს 

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result