Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

4 ქართული სტარტაპის გზა საქართველოდან სილიკონ ველიმდე

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
4 ქართული სტარტაპის გზა საქართველოდან სილიკონ ველიმდე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბანკისა და GITA-ს მხარდაჭერით საქართველოში შემოსულმა მსოფლიოს წამყვანმა ბიზნეს-აქსელერატორმა 500 Startups-მა აქსელერაციის ორი პროგრამა წარმატებით ჩაატარა და 4 ყველაზე სწრაფად მასშტაბირებადი ქართული სტარტაპიც გამოავლინა. Payze,  Cargon,  Agrolabs და Cardeal- საქართველოში გავლილი აქსელერაციის პროგრამის შემდეგ ახლა შეხვედრებს უკვე სილიკონ ველიზე მართავენ.

მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კორპორაციებისა და სტარტაპების სამშობლოში ქართველმა კომპანიებმა  უკვე გაიცნეს სინგაპურის აქსელერაციის პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები და 500 startups-ის მენტორები. UC Berkeley უნივერსიტეტში კი მათ მასპინძლობა კალიფორნიის გამორჩეულმა ლექტორმა, გრეგორი ლა ბლანკმა  გაუწია.  მან სტარტაპებს ბევრი საინტერესო რჩევაც მისცა პროდუქტის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ტალანტების მოზიდვასა და სილიკონ ველის პერსპექტივებზე.

„სან-ფრანცისკო საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა, განვითარების ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის. აქ ჩამოსვლისას რამდენიმე მიზანი დავისახეთ. პირველი მათგანი ფონდების მოძიებას ეხება. ვცდილობთ, კომპანია რაც შეიძლება მეტი ინვესტორის წინაშე წარვადგინოთ. 500 Georgia შესანიშნავი პროგრამაა, რადგან ის უზრუნველყოფს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, რაც განვითარების დონეზე მყოფ კომპანიას ესაჭიროება. მენტორინგი და ლექციები კი, რასაც პროგრამა ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია. ის გეხმარება დააფუძნო ისეთი ბიზნესი, რომელსაც გაფართოების პოტენციალი აქვს და აირიდო ძვირად ღირებული შეცდომები, რაც შეიძლება სხვა მხრივ დაგეშვა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით პროგრამა ასევე საჭირო დაფინანსების მოპოვებასა და ინვესტორებთან წარდგენაში გეხმარება. ზუსტად ამის გამო ვართ აქ, რომ წარვდგეთ ამერიკელი ინვესტორების წინაშე და ვაჩვენოთ კომპანიები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაშია დაფუძნებული და აშშ-ში გაფართოების დიდი პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენც ერთ-ერთი ასეთი კომპანია ვართ“,- ამბობს მაიკლ ლაზარენკო, Agrolabs-ის  თანადამფუძნებელი.

კიდევე ერთი სტარტაპი, რომელიც ეცდება ინვესტორების რადარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდეს, ეს კარგონია.

„სანამ 500 სტარტაპში მივიღებდით მონაწილეობას, ჩვენ ვიყავით მხოლოდ საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი პატარა კომპანია. 500 სტარტაპის შემდეგ კი გავედით საერთაშორისო ბაზრებზე. უკვე რამდენიმე ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და ეს პროგრესი სულ უფრო შესამჩნევია. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა 500 სტარტაპის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, იმ წარმატებების და თანაც  ისე სწრაფად მიღწევა და იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გადავდგით. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ახლა ვართ აქ, ადგილზე , სადაც  ყველა სადღაც მიიჩქარის,  რაღაც, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად. ესაა ადგილი ცნობილი კომპანიების სახელებით, ოფისებით, რომლებიც მსოფლიოს მართავენ და რაც ასე ხელმისაწვდომია ახლა ჩვენთვის“,- ამბობს შაკო ჯალაბაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.

მონაწილეების გარდა საინტერესოა, როგორ აფასებენ აქსელერაციის პროგრამის შესაძლებლობებს თავად 500 Startups-ში.  დანიელ პატონი, რომელიც 500 Startups-ის ფარგლებში მენტორების პროგრამას ხელმძღვანელობს ამბობს, რომ  საქართველოს პროგრამის მონაწილე ნებისმიერ სტარტაპს უკვე  აქვს წვდომა 430-ზე მეტ მენტორთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს რიცხვი კი იზრდება ყოველდღიურად, იმისთვის რომ სტარტაპებმა ნებისმიერ დროს შეძლონ მენტორებთან დაკავშირება და საკუთარი კომპანიების განვითარება.  „ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მენტორსაც იგივე გზა აქვს გავლილი.  ჩვენს ყველა მენტორს საკუთარი დარგის ღრმა ცოდნა აქვს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც სტარტაპები თავად დააარსეს, დაფინანსება მოიზიდეს და, საბოლოოდ, საკუთარი კომპანიები გაყიდეს კიდეც. ისინი მასწავლებლები და ინსტრუქტორები არიან. 500 Startups-ი ძალიან ძლიერი ბრენდია. უამრავი წარმატებული  სტარტაპის მაგალითი გვაქვს, რომლებმაც ჩვენი პროგრამა გაიარეს.  გვყავს მონაწილეები, რომლებიც შემდეგ მენტორები ხდებიან. ბევრი მათგანი სტარტაპის დამფუძნებელია.  მათ დარგის ღრმა ექსპერტიზა აქვთ და სურთ  ეს გამოცდილება სხვასაც გაუზიარონ“,- ამბობს დანიელ პატონი.

ანდრო რატიანი კი, რომელიც საქართველოს ბანკის ჯგუფს წარმოადგენს, ამბობს რომ  პროგრამის დასაწყისში აქსელერაციაში მონაწილე 30-ვე კომპანიის საერთო ღირებულება,  დაახლოებით, 25 მილიონ დოლარს შეადგენდა. უკვე დღეს კი კომპანიების საერთო ღირებულება 55 მილიონ დოლარს აღწევს  „ ის 4 სტარტაპი, რომელიც ყველაზე სწრაფად მასშტაბირებადი აღმოჩნდა, დღეს უკვე სილიკონ ველიზეა და გადის რამდენიმე კვირიან, ინტენსიურ აქსელერაციის ეტაპს.  საბოლოო ჯამში კი ეს პროცესი დასრულდება ეგრეთ წოდებული, Demo Day-ს „შოუქეისით“, სადაც წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი ადგილობრივი მსხვილი ინვესტორი სილიკონ ველიდან და სან-ფრანცისკოდან. სწორედ ამ შეხვედრაზე სტარტაპებს ექნებათ საშუალება,  წარადგინონ თავისი პროდუქტი, რაზეც წლებია მუშაობენ და მოიპოვონ დაფინანსება, მოიძიონ ახალი პარტნიორები. ისეთი პროგრამები, როგორიც 500 სტარტაპის აქსელერაციის პროგრამაა, შესაძლებლობას აძლევს ყველა ანტრეპრენერსა და სტარტაპს, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივ სტარტაპებს, რომ სულ რაღაც  რამდენიმე თვეში აღმოჩნდნენ ისეთ ადგილას, როგორიც  სან-ფრანცისკოა“ ,- ამბობს ანდრო რატიანი.

Previous Post

აშშ და ტექნოლოგიური გიგანტები კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად ერთიანდებიან

Next Post

Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

Amazon-ის Kindle ჰაკერებისათვის ადვილი სამიზნეა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result