Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home 30 Under 30

30 UNDER 30 • Forbes-ის 2025 წლის სია — შეავსეთ განაცხადი

by Forbes.ge
June 2, 2025
in 30 Under 30, ყველა სიახლე
0
30 UNDER 30 • Forbes-ის 2025 წლის სია — შეავსეთ განაცხადი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Forbes-ის პროექტი „30-წლამდელთა სია 2025“ დაიწყო. შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდით ახალგაზრდა ლიდერებს – გახდით გამორჩეული საზოგადოების წევრი.

უკვე მეშვიდე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი „30 UNDER 30“ სწორედ იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით, სპორტული მიღწევებითა თუ შემოქმედებით საკუთარ სფეროებს და ჯამში, მთელ საზოგადოებას ცვლიან.

30 UNDER 30-ის რჩეულ ახალგაზრდებს ერთი რამ აერთიანებთ – ისინი ქმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს – ზოგიერთმა შეუძლებელი შეძლო და გამოწვევებით სავსე პერიოდში ბიზნესი წამოიწყო, ზოგიერთმა თვითგამოხატვის გამორჩეული ფორმა მოძებნა, ზოგიც თავისი იდეით ხვალინდელ მოთხოვნებს დღეს უპასუხებს. თუმცა ამ ყველაფერში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია –  ახალგაზრდების ენთუზიაზმსა და გამორჩეულ ხედვას არა მხოლოდ  ინდივიდუალური მოგება მოაქვს, არამედ საზოგადოების წინსვლასაც ემსახურება.

30 UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს და მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30 წლამდე ასაკში, შემდეგ სფეროებში მიაღწიეს:

  • ანტრეპრენიორები და მეწარმეები;
  • საზოგადოებრივი გავლენა;
  • ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია;
  • ფინანსები;
  • განათლება და მეცნიერება;
  • ხელოვნება და სტილი;
  • სპორტი.

„Forbes-ის 30-წლამდელები შთაგონების წყაროდ იქცნენ. ეს ახალგაზრდა ლიდერები გვაჩვენებენ, რომ სწორედ სირთულეები და კრიზისებია ცვლილებისა და პროგრესის წინაპირობა. მათი მოქმედება, ამბიცია და პრინციპულობა იმედს გვაძლევს, რომ მომავალს კი არ დაველოდებით, არამედ შევქმნით“ – Შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.

განაცხადები მიიღება 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

წესები

თუ გსურთ 2025 წლის სიაში მოხვედრა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრისათვის კვლავ 30 წლის იქნებით, შეგიძლიათ საკუთარი თავი ან სხვა კანდიდატურა წარადგინოთ. ამისთვის საჭიროა:

  • შეავსოთ ონლაინ განაცხადი;
  • მოხვდეთ ფორბსის ე.წ მოკლე სიაში, საიდანაც ჟიური და Forbes Georgia-ს რედაქცია გამარჯვებულებს აარჩევს;

გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2025 წლის სექტემბერში.

ნომინანტის ასაკი

2025 წლის სიაში მოსახვედრად, აუცილებელია კანდიდატი იყოს 30 წლამდე, უფრო ზუსტად კი, 2025 წლის 31 დეკემბრისათვის უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა (დაბადების წელი 1995 და შემდეგ).

აპლიკაციასთან ერთად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტაცია:

  • სარეკომენდაციო წერილი
    • უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ დეტალურ ინფორმაციას კანდიდატის საქმიანობის, მისი კონკრეტული მიღწევებისა და წვლილის შესახებ შერჩეულ კატეგორიაში;
    • გაცემული უნდა იყოს კომპანიის ხელმძღვანელის, ინვესტორის, დარგის ექსპერტის მიერ, რომელიც უშუალო შეხებაშია კანდიდატის მიღწევებთან;
    • სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ უნდა იქნას რეკომენდაციის გამცემის სრული საკონტაქტო ინფორმაცია;
    • სარეკომენდაციო წერილის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.
  • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთი (პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათი)
    • დაბადების თარიღის დამამტკიცებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე აპლიკაცია არ მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან ელ. ფოსტაზე under30@forbes.ge.

Tags: top
Previous Post

Why Exit Planning is Your Business’s Greatest Investment According to Entrepreneur Kelly Grandmaison

Next Post

Ruby Hexx Is Changing the Creator Economy With a Business-Minded Strategy for Career Growth

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Ruby Hexx Is Changing the Creator Economy With a Business-Minded Strategy for Career Growth

Ruby Hexx Is Changing the Creator Economy With a Business-Minded Strategy for Career Growth

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result