Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მსოფლიო

3 ფინანსური შეცდომა, რომელთაც კურსდამთავრებულები უშვებენ

by თინათინ ინაური
April 30, 2021
in მსოფლიო, ფინანსები, ქართულად, ყველა სიახლე
0
3 ფინანსური შეცდომა, რომელთაც კურსდამთავრებულები უშვებენ
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გაზაფხულის სემესტრის მიწურვამდე სულ რამდენიმე თვე რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე მილიონობით სტუდენტი კურსდამთავრებული გახდება და სრულგანაკვეთიან სამსახურში დასაქმებასაც შეძლებს. შესაბამისად, მათ საკუთარი ფინანსების მართვა უკვე დამოუკიდებლად მოუწევთ. ეს პროცესი ყოველთვის სახიფათოა, რადგან შესაძლოა, ფინანსების არაეფექტიანმა განკარგვამ უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

თუმცა, სწორი ნაბიჯების გადადგმით აღნიშნული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია. სფეროს ექსპერტებმა წარმოადგინეს ის სამი  გავრცელებული შეცდომა, რომელთაც კურსდამთავრებულთა უმეტესობა ფინანსების მართვისას უშვებს.

1.ხარჯებისთვის მოუმზადებლობა

ცხოვრების ხარჯები იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ამას წარმოვიდგენთ. სწორედ ამიტომ აუცილებელია, წინასწარ განვსაზღვროთ ყოველთვიური გადასახადების ოდენობა, რათა საბოლოოდ იმაზე მეტი არ დავხარჯოთ, ვიდრე გამოვიმუშავებთ.

სერტიფიცირებული ფინანსური მრჩევლის, კრისტოფერ ლიმანის მოსაზრებით, სტუდენტთა უმეტესობას აქვს მოლოდინი, რომ სამსახურის დაწყებასთან ერთად მათი უღიმღამო ცხოვრება სრულიად შეიცვლება. მისივე თქმით, ისინი ვერ აანალიზებენ იმას, რომ დამატებითი ხარჯები ერთიანად შეიწოვს მათ შემოსავლებს.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ხარჯი სტუდენტური გადასახადებია. ამიტომ ექსპერტი გვირჩევს, მაქსიმალური სიზუსტით განვსაზღვროთ ჩვენი სესხის ოდენობა და ყოველთვიური გადასახადები სწორედ მის მიხედვით დავგეგმოთ. გადასახადების დროულად გადახდით კი თავიდან ავიცილებთ დაგვიანების ჯარიმასა თუ დამატებით საპროცენტო გადასახადს.

კიდევ ერთი ფინანსური ექსპერტი, ნივ პერსაუდი, ყურადღებას სხვა ხარჯებზე ამახვილებს. მისი მოსაზრებით, ასევე საკმაოდ ხშირი შეცდომაა ბევრი ფულის დახარჯვა მოგზაურობასა და ძვირფას ნივთებზე ისე, რომ მოულოდნელი ხარჯებისათვის არსებული დანაზოგი არ გაგვაჩნდეს.

კრისტოფერ ლიმანი ხარჯების მართვისათვის ჩვენი შემოსავლების შემდეგნაირ გადანაწილებას გვთავაზობს: 50/30/20. ხელფასის 50% უნდა დაიხარჯოს აუცილებელ საჭიროებებზე (გადასახადები, საკვები, კომუნალურები), 20% უნდა გადავინახოთ დანაზოგისათვის, ხოლო 30% შეგვიძლია გამოვიყენოთ სურვილისამებრ.

2.სახლის ყიდვა მანამდე, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება

იქიდან გამომდინარე, რომ ბანკების უმეტესობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევიძინოთ სახლი მხოლოდ 20%-იანი წინასწარი შენატანის წყალობით, ეს სულ უფრო მეტ ადამიანს ანდომებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზევე გახდეს ბინათმესაკუთრე. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ათასობით დოლარი მხოლოდ საპროცენტო განაკვეთში გადაგვახდევინოს.

მაგალითად: წარმოვიდგინოთ, რომ ვყიდულობთ $500 000-ის ღირებულების სახლს მხოლოდ 5%-იანი წინასწარი შენატანით. ეს ნიშნავს იმას, რომ საპროცენტო განაკვეთისაგან თავისუფალი მხოლოდ $25 000 იქნება. მაგრამ, თუკი წინასწარი შენატანის ოდენობა 20%, ანუ $100 000 იქნება, ეს კიდევ $75 000-ს გაათავისუფლებს საპროცენტო განაკვეთისაგან. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი 2.5%-იანი კრედიტის პირობებში 30 წლის ვადაში დაახლოებით $32 000-ს დაგვიზოგავს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის დამატებითი ხარჯებიც, რაც სახლის შესყიდვას მოჰყვება. საკუთრების გადასახადი, სახლის დაზღვევა, მიმდინარე სარემონტო ხარჯები, ავეჯისა და კეთილმოწყობის ხარჯები ის თანხებია, რომელთა შესახებაც წარმოდგენა წინასწარ უნდა გვქონდეს. თუკი ჩვენი შემოსავლები ამ ხარჯებს ვერ დაფარავს, მაშინ უმჯობესია, პირველ ეტაპზე სახლის შეძენისაგან თავი შევიკავოთ.

3.წმინდა შემოსავლის ცნების ბუნდოვანება

პერსაუდის განმარტებით, კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა ხელზე ასაღები ანუ წმინდა შემოსავლის ოდენობის არცოდნაა. ადამიანები ხშირად ხარჯავენ იმაზე მეტს, ვიდრე მათი წმინდა შემოსავალია. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ ვერ საზღვრავენ იმ გადასახადების, დღგ-ის, პარკირებისა თუ საშემოსავლო გადასახადის ზუსტ ოდენობას, რაც მათი ხელფასებიდან იქვითება.

გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საცხოვრებელი არეალის სიძვირეც. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკი ან სან-ფრანცისკო ძვირ ქალაქებად ითვლება, სადაც როგორც ცხოვრების ხარჯები, ისე სახელმწიფო გადასახადებიც ჩვეულებრივთან შედარებით მაღალია.

საბოლოოდ, კურსდამთავრებულების კარიერის ადრეულ წლებში უფრო მარტივია ხარჯების შემცირება, ვიდრე მეტის გამომუშავება. ამიტომ, თუკი მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ვშოულობთ, უნდა გამოვნახოთ გზა ხარჯების შესამცირებლად.

Previous Post

ქარის მოტანილი | მაიკლ პოლსკი

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

თინათინ ინაური

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result