დღეს, 21 მარტს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად 2017 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა და 38 მილიარდი ლარი (15 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ (2012 წლის შემდეგ) წლიური 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (11.2%) სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 9.2%-ით, ხოლო მეოთხეზე ტრანსპორტია 7.2%-ით.
ეკონომიკა შემცირდა სოფლის მეურნეობის (-2.7%) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2.7%) სექტორებში.
2017 წელს საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი ვაჭრობა იყო, ეკონომიკის 17.6%-ით. მეორე ადგილზეა მრეწველობა 16.4%-ით, ხოლო მესამეზე ტანსპორტი და კავშირგაბმულობაა 10.2%-ით.
ცხრილი: საქართველოს ეკონომიკის ზრდა სექტორების მიხედვით, 2017 წელი
|
ეკონომიკის სექტორები |
ზრდა |
|
სასტუმროები და რესტორნები |
11.2% |
|
მშენებლობა |
11.2% |
|
საფინანსო საქმიანობა |
9.2% |
|
ტრანსპორტი |
7.2% |
|
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
7.1% |
|
ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა რემონტი |
6.6% |
|
ოპერაციები უძრავი ქონებით |
6.3% |
|
დამამუშავებელი მრეწველობა |
5.0% |
|
კავშირგაბმულობა |
4.2% |
|
განათლება |
3.6% |
|
სახელმწიფო მმართველობა |
3.4% |
|
სხვა კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევა |
3.1% |
|
ჯანმრთელობის დაცვა |
2.8% |
|
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილება |
1.8% |
|
სოფლის მეურნეობა |
-2.7% |
|
პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ |
-2.7% |
წყარო: საქსტატი











