Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პოლიტიკა

16 წელი აგვისტოს ომიდან – ოფიციალური პირებისა და უწყებების განცხადებები

by Kakhi Chakvetadze
August 7, 2024
in პოლიტიკა, საქართველო, სიახლეები, ქართულად, ყველა სიახლე
0
ამერიკულმა Forbes-მა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტატია გამოაქვეყნა
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა – ომიდან, რომელსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

საოკუპაციო ძალების სამხედრო აგრესიის შედეგად, დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუხდა 150 ათასამდე ადამიანს, რომელთაგან ბევრი კვლავ დევნილია.

აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას სხვადასხვა ქვეყნის საელჩო და ოფიციალური პირი ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი წერს, რომ „ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს.

საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად.

გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის.

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID)  თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით.

მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად“, – წერია ბორელის განცხადებაში.

2008 წლის ომთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს აშშ-ის საელჩოც.

„დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან 16 წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს.

აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერია საელჩოს განცხადებაში.

განცხადებებს ავრცელებენ შემდეგი უწყებები და ოფიციალური პირებიც:

  • საქართველოში გერმანიის საელჩო:

დღეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 16 წელი სრულდება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივი აღიარება რუსეთის ფედერაციისა და სხვა სახელმწიფოების მიერ მიუღებელია.

მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

  • ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა:

მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოდან ის ძალები, რომლებიც იქ ნებართვის გარეშე შეიყვანა. რუსეთის 16-წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

  • ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდამჭერია.

  • ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

2008 წლის აგვისტოში, რუსული ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში და პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

  • ესტონეთის პრემიერმინისტრი კრისტენ მიხალი:

16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო. უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა ისევ გრძელდება. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

  • ლიეტუვის პრემიერმინისტრი ინგრიდა შიმონიტე:

16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ამისთვის არ დასჯილა. დაუსჯელობამ და შერიგების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა. ლიეტუვის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა ურყევია – ისევე, როგორც ჩვენი მხარდაჭერა ხალხისადმი, რომელმაც ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი.

  • რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

16 წლის წინ რუსეთმა საქართველოში შეიჭრა, რაც იყო საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა და რუსეთის აგრესიის მორიგი მაგალითი ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში. როგორც სტრატეგიული პარტნიორი, რუმინეთი რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდამჭერად.

Previous Post

ევროკავშირმა უკრაინისათვის €4.2 მილიარდის გადაცემას მხარი დაუჭირა

Next Post

Google-ის ანტიმონოპოლიურმა განაჩენმა შესაძლოა Apple-ს $20 მილიარდი დააკარგვინოს

Kakhi Chakvetadze

Next Post
Google-ის ანტიმონოპოლიურმა განაჩენმა შესაძლოა Apple-ს $20 მილიარდი დააკარგვინოს

Google-ის ანტიმონოპოლიურმა განაჩენმა შესაძლოა Apple-ს $20 მილიარდი დააკარგვინოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result