Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home Forbes Infrastructure

10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში

by Davit Tsiramua
October 24, 2023
in Forbes Infrastructure, ეკონომიკა, ეკონომიკა, ინვესტიციები, საქართველო, ყველა სიახლე
0
10 უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი 2024 წლის ბიუჯეტში
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ცნობილი გახდა, რომ 2024 წელს საქართველოში ინფრასტრუქტურული (კაპიტალური) პროექტების განხორციელებაზე 3.7 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. აქ იგულისხმება როგორც ახალი, ასევე მიმდინარე, ანუ წინა წლებში დაწყებული პროექტები. სულ 62 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც უკვე არის დახარჯული 18 მილიარდი ლარი, ხოლო 2024-2027 წლებში 14 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. დახარჯული და დასახარჯი თანხის ჯამი 32 მილიარდი ლარია. ეს პროექტები სრულად ან ნაწილობრივ საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება.

გაგაცნობთ ყველაზე მსხვილ 10 პროექტს, რომლებზეც 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტი ფული დაიხარჯება. მომავალ წელს დასახარჯი 3.7 მილიარდი ლარიდან 62% სწორედ ამ 10 პროექტზე მოდის.

10 | ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამა (წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორი) – 80 მლნ ლარი

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, დამფინანსებელი კი აზიის განვითარების ბანკია (ADB). აღნიშნულ პროექტზე 1.2 მილიარდი ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 80 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს 11 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • დაბა გუდაურში წყალარინების 4 გამწმენდი ნაგებობის აშენებას;
  • მარნეულის მუნიციპალიტეტში წყალარინების 1 გამწმენდი ნაგებობის აშენებას და წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს;
  • ფოთის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მიმდინარე სამუშაოებს.
9 | ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – 85 მლნ ლარი

პროექტს „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი მსოფლიო ბანკია (WB). აღნიშნულ პროექტზე 64 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 85 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 46 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • საქართველოს 60-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.
8 | განახლებული რეგიონების პროგრამა – 100 მლნ ლარი

პროგრამას „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 600 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 100 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს 50 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობების, დასასვენებელი პარკებისა და სკვერების რეაბილიტაციას, ცენტრალური უბნების ურბანულ განახლებას, ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას და ა.შ.
7 | ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროგრამა – 150 მლნ ლარი

პროგრამას „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 200 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 150 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 1,050 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • მუნიციპალიტეტებში ცენტრალური უბნების ურბანულ განახლებას, ტურისტულად მიმზიდველი სივრცეების შექმნა-განვითარებას და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.
6 | სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა – 225 მლნ ლარი

პროგრამას „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 100 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 225 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 745 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • საქართველოს მუნიციპალიტეტებში 330-მდე ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების (საბავშვო ბაღის) მშენებლობას და 555-მდე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციას. მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას.
5 | რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების პროგრამა – 250 მლნ ლარი

პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 807 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 250 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 1,352 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • ქუთაისში წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტირებას; 
  • სამტრედიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობის აშენებას;
  • ახალციხის ცენტრალურ უბნებსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
  • დაბა სურამში და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტირებას;
  • დაბა წაღვერში წყალმიმღებისა და გამწმენდი ნაგებობების აშენებას.
4 | საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა – 292 მლნ ლარი

პროგრამას სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 1.4 მილიარდ ლარამდე უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 292 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 2 მილიარდ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას და რეაბილიტაციას, მათი სხვადასხვა ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას. უნდა ჩატარდეს 170 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 150 სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას და რეაბილიტაციას. უნდა აშენდეს 5 ახალი პროფესიული კოლეჯი და 4 სახელოსნო;
  • 3 საგანმანათლებლო რესურსცენტრის რეაბილიტაციას;
  • 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სარეაბილიტაციო სამუშაოებს და საჭირო ინვენტარით აღჭურვას. 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დამხმარე შენობის აშენებას და 3 სამეცნიერო დაწესებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
3 | თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის მშენებლობა – 295 მლნ ლარი

პროექტს სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი მსოფლიო ბანკი (WB), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 366 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 295 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 180 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინი-საგარეჯოს 30-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას;
  • თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის 17-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას.
2 | მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მშენებლობა – 250 მლნ ლარი

პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და სსიპ „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დაფინანსების წყარო კი აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და სახელმწიფო ბიუჯეტის შიდა რესურსებია. აღნიშნულ პროექტზე 925 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 350 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 602 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე 13.7-კმ-იანი საავტომობილო გზისა და 9-კმ-იანი გვირაბის მშენებლობას;
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ხანდო-ფასანაურის შემოსავლელი და არშა-სტეფანწმინდა-გველეთის 20-კმ-იანი საავტომობილო გზის მონაკვეთების მშენებლობას.
1 | აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ავტობანის) მშენებლობა – 515 მლნ ლარი

პროექტს „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრი“ ახორციელებს, დამფინანსებელი კი აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), მსოფლიო ბანკი (WB) და ევროკავშირი (EU) არიან. აღნიშნულ პროექტზე 4 მილიარდ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, 2024 წელს – 515 მლნ ლარი, ხოლო 2025-2027 წლებში 170 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს თანხა არ მოიცავს ავტობანის დასრულებული მონაკვეთების მშენებლობების ხარჯებს. ეს არის მხოლოდ მიმდინარე მშენებლობების დაფინანსება.

აღნიშნული პროექტი მოიცავს:

  • სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის 51-კმ-იანი საავტომობილო გზის და 41 სახიდე გადასასვლელის მოდერნიზაცია-მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 150 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
  • ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის 11-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 3 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 120 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
  • შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 17 სახიდე გადასასვლელს და 10 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 110 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
  • ზემო ოსიაური-რიკოთის მონაკვეთის 14-კმ-იანი საავტომობილო გზის (რომელიც მოიცავს 11 სახიდე გადასასვლელს და 5 გვირაბს) მშენებლობას. აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 95 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
  • უბისა-შორაპნის მონაკვეთის 13-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 27 სახიდე გადასასვლელს და 18 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 22 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს;
  • ხევი-უბისას მონაკვეთის 12-კმ-იანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობას (რომელიც მოიცავს 36 სახიდე გადასასვლელს და 20 გვირაბს). აღნიშნულ მონაკვეთზე 2024 წელს 18 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.
Previous Post

თიბისის ტექ-დღეები ბათუმსა და ქუთაისში ჩატარდა

Next Post

რა არის პროგრამული ბიუჯეტი?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა არის პროგრამული ბიუჯეტი?

რა არის პროგრამული ბიუჯეტი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result